Saturday, February 28, 2009

არეულ-დარეულ..




ჰეი ბლოგ :) რაღა ანა ფრანკი და რაღა მე .. ჩემი გამოგონილი მეგობარი ამ შემთხვევაში შენ ხარ..


დღეს იცი მოსწავლემ სპანჯი მომიტანა თავისი დახატული.. და მე იმ წამსვე კედელზე გავაკარი, საათის ქვეშ: ))მართალია სახლში მითხრეს არ უხდება ოთახს და საერთოდაც რათ გინდოდა რომ გააკარიო.. მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ,,რომ იმ ბავშვის გაბრწყინებული და ბედნიერი თვალები არ უნახავთ... თავის ხელით მეხმარებოდა..


კიდევ მოხდა რაღაც ცვლილება , რაც ზუსტად ვიცი ერთ პატარა მოსწავლეს არ გაეხარდება,მაგრამ რა მექნა საჭირო იყო .. ხატების კუთხე მინდოდა მომეწყო კარგად და თაროების ჩემს ოთახში გამოტანა გახდა საჭირო - სათამაშოების მაგივრად-აწი წიგნები იქნება: )) ( არა და რაღა დროს შენი სათამაშოებიაო იიფიქრებ ხო? ) მაგრამ რამდენიმე მაინც დავტოვე : )) მგონი საბოლოოდ კარგი გამოვიდა :)


რა შუაშია , მაგრამ დრო ძალიან მალე გავიდა( ბანალური სიტყვები ) არ წარმომიდგენია , უნივერსიტეტს ვამთავრებ და მერე ? ამ კითხვის ნიშნის იქით ვეღარაფერს ვხედავ.. და ფიქრები სხვა რამეზე გადამქვს.. პირველ კურსზე სამყარო უნდა შემეცვალა.. და მეოთხეზე თვითონ შემცვალა გარემომ.. ხალხმა... მაგრამ ზედაპირულად:) გული ისევ ისაა, რაც იყო :) ბლაბლაბლაბლაბლა..


ხვალ მაკდონალდსში უნდა გავზქურო


ბუშტსაც წამოვიღებ ოთახს მოუხდება :)))))




p.s.არეულ-დარეულ აზრთა,ფიქრთა და სხვათა გადმოფრქვევა..

Thursday, February 26, 2009

როცა.........


არ მიყვარს საკუთარი თავი , როცა:
რაღაც მაწუხებს, შიგნით მტკივა და თან არ მინდა სხვებს გადავდო,მაგრამ საბოლოოდ მაინც სევდიანი ვარ...და ძალით ვიღიმი...

როცა ვინმე გულს მტკენს უაზრო სიტყვებით და იმ წუთას ვერაფერს ვეუბნები (შეუგნებლად) , ან არაფერს (შეგნებულად)

როცა ხათრით ისეთ რამეს ვაკეთებ, რომელიც მე ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაყენებს..

როცა კარგის საპასუხოდ არაფრის მაგივრად ცუდს ვიღებ..

ან როცა მათხოვარი ფულს მთხოვს მე კი ბოლო თეთრები მაქვს სახლში წამოსასვლელი..

როცა ჩემს გამო ცუდად არიან..

როცა იმაზე ვტირი, რასაც ზუსტად ვიცი არაფერი ეშველება..

როცა ვუღიმი და არ მიღიმიან..

როცა ვერ მიგებენ ..

როცა სიცივეს ვგრძნობ ადამიანებისგან..

როცა რაიმე სისულელეს ვიტყვი, რომლის გამოც მერე მე უფრო ვდარდობ , ვიდრე ის ვისაც ვუთხარი..

როცა რაიმე სიგიჟის გაკეთება მინდა და სურვილს ჩანასახში მიკლავენ

როცა ზოგჯერ მგონია,რომ ყველას დავავიწყდი..

ამ დროს ჩემს თავზე ვბრაზდები და არ მიყვარს :):)

Tuesday, February 24, 2009

no use :)


რა აზრი აქვს ცხოვრებას თუ :

ერთი შეცდომაც არ დაგიშვია

თუ არაფერს ნანობ

თუ ყველასთან ყოველთვის მართალი იყავი

თუ არასდროს გიტირია

თუ არასდროს გტკენია

თუ არასდროს გიგრძვნია , რომ ყველაზე ბედნიერი ხარ და არ გენაღვლება ეს რას მოგიტანს

თუ მხოლოდ გეგმით მიყვებოდი ცხოვრებას

თუ არ გაგირისკავს შიშის გამო

თუ ყოველთვის ფრთხილად იქცეოდი

თუ მხოლოდ იმას აკეთებდი რაც გინდოდა

თუ ერთხელ მაინც არ გიმღერია გულით, თუნდაც უნიჭოდ

თუ წვიმაში ერთი სული გქონდა როდის მიხვიდოდი სახლში

თუ მაშინ არ იცინოდი, როცა საერთოდ არ გქონდა საცინრად საქმე

თუ იყავი ყოველთვის დაშტამპული

თუ არ გყოფნიდა ძალიან ცოტა ზოგჯერ მაინც

თუ სხვისი კარგი უბრალოდ ცუდ ხასიათზე გაყენებდა

თუ არ თმობდი არაფერს არასდროს

თუ პატიების თხოვნა გრცხვენოდა

თუ სიამაყის გამო ბედნიერებაზე უარი თქვი

თუ არ გიყვარდა ხალხში ყოფნა

თუ გინდოდა ყველაფერი სხვისი

თუ ოცნებობდი ბევრ ფულზე.....

ესეთი ცხოვრება იმ დაუწერელ წიგნს გავს, რომელსაც ავვტორი იმიტომ არ წერს , რომ წინადადებებს ერთმანეთს ვერ უკავშირებს....

და თუ დაწერს მაინც არავინ რომ არ წაიკითხავს.....

Monday, February 23, 2009

marrto es..


momwons.....

Saturday, February 21, 2009

ავსიმღერდი


როცა სახლში ვარ ან გიტარას მივაწყდები, ან პიანინოს .....

ვუკრავ 1 2 3 4 5 საათი და არ მბეზრდება ..

ესე არასდროს ვყოფილვარ, მომენტები მქონია საერთოდ არ მდომებია არცერთისკენ გახედვა..და ეხლა თვითონ ისინი იყურებიან და მეძახიან .. რეებს ვბოდიალობ , მაგრამ ესე ვგრძნობ. . ვგრძნობ , რომ რაღაც ვთბები და სიხარულით ვივსები ყოველი ახალი ბგერის , ან აკორდის აღებისას.. სხვა სამყაროში გადავდივარ... იქ ჩემთან პლანეტაზე ფერად სამყაროში.. სადაც სულ ბედნიერება, სიხარული და სიმართლეა.. და საიდან წამოსვლაც ყოველთვის მიჭირს..

მმ... მაგრამ მიწევს :)

Wednesday, February 18, 2009

ამხელაზე მიყვარხართ


'ჯობია კარგი არავინ იყო, ვიდრე ცუდი ვინმე'

მე ვეთანხმები იგორს :)))

დღევანდელი დღეც არაჩვეულებრივად ნათელი იყო და ბედნიერი მეგობრებთან ერთად :) იმდენი ვიცინე იმდენიიიიიი :)

აუ რაღაც ისე ვარ, ვერაფერს ვეღარ ვწერ :)))))))))))
უბრალოდ:
ჩემი ჰობია სიგიჟეების კეთება :)))))


დანარჩენი ''დრაფთში''
:):):):)

Tuesday, February 17, 2009

მმმაგარია:):):):


დღეს კინოში ვიყავი ( ყველა ბედნიერია :D )

სიმღერა ხო ისედაც მიყვარდა და სულ ვმღეროდი , ფილმიც ძალიან მაგარი იყო რაღა დაგიმალოთ , კი არა და ვის ვუმალავ რო :)))

მომენტებში უაზროდ ბევრი ვიცინე :))))

მოკლედ ერთ 3-4 ნახვად ღირს :)))))))

ხოდა კიდევ ის მინდოდა დამეწერა, რომ დანარჩენს ''draft '' - ში დავწერთქო ვიფიქრე :)))


''თქვენ ვაბშე რა სასტავი ხართ''
:)))
განწყობა: ''უაზროდ მხიარული''

Monday, February 16, 2009

. . . ფრაგმენტი . . .




- მე არც სატრფო ვარ.


-მაშ ვიღა ხარ?


-არც ნახევარი და არც მთელი.


ისე . . . ფრაგმენტი . . .


-ეს კი ყველაფერს სჯობია. ასეთი ქალი სამუდამოდ უყვართ ხოლმე. დასრულებული ქალები მალე ბეზრდებათ მამაკაცებს, სრულყოფილნიც ასევე, ,,ფრაგმენტი" კი არასდროს.








ალბათ მეც ფრაგმენტი ვარ
:)

Saturday, February 14, 2009

yeah like sisters :):):)


შევუერთდი რა ელენეს ლოზუნგს ''სიყვარულის დღე არა კვახის კურკა'' ( მე ძაანაც რომ არ შევუერთდე რა ხეირი ) წავედით სახეტიალოდ....

ამდენი ხანია აჩემებული მაქვს ხეტიალი ხეტიალი და ეგრე აგიხდათ ყველაფერი :) მაკდონალდსში ყველაფერი მნია მნია იყო და თან ორი ერთის ფასად .. ავო_იე ! ამ კრიზისში ერთი ნათელი წერტილი :)))))) მართალია ბუშტი მაინც არ შემხვდა , მაგრამ როგორც ყოველთვის ვიტყოდი ხოლმე : 'ვსო ბუძიტ'

ელენემ ჩემთან მოსვლისას ჩანთაში კამფეტები იპოვნა და სრული ბედნიერებაც შედგა :)))) ცოტა ხანში ბასილაძე შემოგვიერთდა ზაგრით :))))))))))) ბევრი სიცილ-კისკის-ხარხარ-რაღაცის შემდეგ ერთად წავიდნენ..

ვიფიქრე მე სად წავიდე წავიდე წავიდეო და აღმოვჩნდი მაიკოსთან ......................................... იქაც სიცილ-ხარხარ-ამბავ-გაგება-ჩახუტების შემდეგ მოვეტიე სახლში :)


დღეს ტკბილად დამეძინება :):))


Happy end კი არა და to be continued :)))

Friday, February 13, 2009

.........................


ძალიან მომეწონა.. :


მოდი, შენ უნდა ამომაბრუნო,

ასე გადაბრუნებული

გამკიდეს თოკზე -

და რა ხანია უკვე მშრალი ვარ.

სისხლი ამიშრა ტანიდან და

მზემ გამახუნა.

მოდი როგორმე

ყელთან თოკი გადამიჭერი -

მკვდარი ნერვები

საყელოსავით ჩამომისწორე.

დაჭმუჭნული და

ტანზე შემხმარი - სიცოცხლე

ხელებით დამიუთოვე.

მერე ჩამიცვი,

სხეულზე მომირგე

და არასდროს არ გამიხადო.

დაგეტოლები

და ვეცდები, სულ ყველგან გეყო

შემოგეხვიო.

უნდა გაგათბო!

მოდი ხელები ჩამიყავი

ჯიბეებივით - მახსოვრობაში

და შენი სუნი შეანახინე.

მოდი შენ უნდა ამომაბრუნო,

ეს მე ვარ! -

უბრალოდ,გადაბრუნებულს

მხედავ და ვერ მცნობ...



ioriki..


Tuesday, February 10, 2009

Every big winner.......


რამის მიღება გინდა? -უნდა გასცე

გრძნობის შევსება? - ჯერ უნდა დაიცალო

გინდა იღიმოდე? - უნდა გაუღიმო

გინდა უყვარდე? - მაშინ გიყვარდეს...

მოიქეცი კარგად - და მოგექცევიან ( ხო აი აქ ცოტა არ ამართლებს ,მაგრამ კარგად მოქცევა მაინც შეგვრჩეს )

გინდა იპოვნო? - უნდა დაკარგო

გინდა მოვიდეს ? - უნდა წავიდეს
გინდა გაიმარჯვო ? - უნდა დამარცხდე


Every big winner has to be a good loser too......

Saturday, February 7, 2009

''მიუხედავად იმისა''



ეს სიტყვები რომ არ არსებობდეს, მე მოვიგონებდი:)
მიუხედავად იმისა ,რომ ბევრი რაღაც, მაინც კარგად ვარ და არ ვარ დაბღვერილი უკმაყოფილო ყველაფრით :) მიხარია,რომ შემიძლია :):):):)

არვიცი რატომ,მაგრამ მგონია,რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება და დალაგდება ..( უაზროდ ოპტიმისტის დღიურებიდან )
ხვალიდან ბეეევრი თავისუფალი დრო მექნება, გამოცდები ჩავაბარე :)

ვნახავ ადამიანებს, რომლებიც სიგიჟემდე მენატრებიანნ:):) მეტს არაფერს ვგეგმავ, არ მიყვარს ეს დაგეგმე-შეასრულე ცხოვრება:):) გავიღვიძებ და მოვიფიქრებ ხოლმე :):)

აი, მოსწავლეებს ვერსად გავექცევი:):) მაგრამ დიდად არ მაწუხებენ..4 წელი გავიდა და თავი შემაყვარეს:) ზოგი მენატრება ხოლმე:):):):)


P.s. ბოლო დროს ჩემი ყველაზე კარგი თვისება გახდა უძილობა:):):)

Wednesday, February 4, 2009

corpse bride : )

MAGGOT AND BLACK WIDOW:

If he only knew the you that we know

CORPSE BRIDE:

(sigh)

BLACK WIDOW:

And that silly little creature isn't wearing his ring

MAGGOT:

And she doesn't play piano

MAGGOT AND BLACK WIDOW:

Or dance

MAGGOT:

Or sing

MAGGOT AND BLACK WIDOW:

No she doesn't compare

CORPSE BRIDE:

But she still breathes air

BLACK WIDOW:

Who cares?

MAGGOT:

Unimportant



heh....................

Tuesday, February 3, 2009

ანაობაა რა :))

მინდოდა მეგობრები მოსულიყვნენ , მაგრამ გარკვეულ მიზეზთა და მიზეზთა გამო არ გამოვა..
მე და ჩემი მეორე მე ვიქნებით , ბევრი მოსწავლეც მოგვივა, ვამეცადინებთ და მერე დავიძინებთ :):):):)