Wednesday, November 3, 2010

გადაწყვეტილება.


... იქნებ წავიდე კიდეც სულ ერთი დღით სადმე შორს , სადაც იქნება წყნარი ზღვა, ლამაზი ბუნება და სიჩუმე. მხოლოდ სიჩუმეს გავიგონებდი ახლა .. ვიჯდებოდი ჩემთვის ნაპირზე და მთელი დღე არ მომწყინდებოდა ფიქრი შენზე . დავჯდებოდი, არც საჭმელს შევჭამდი არც რამეს დავლევდი . ასე მშიერი ვიფიქრებდი და ამით გავძღებოდი..
მეორე დღეს არ მომინდებოდა უკან დაბრუნება. ისევ ავდგებოდი დილით, და დავიწყებდი ფიქრს შენზე… ასე გაავაგრძელებდი სულ.. რამდენიმე დღე და მერე.. მერე ბუნების კანონის მიხედვით ვერ გავძლებდი მშიერი, სული გაძღებოდა შენზე ფიქრით, სხეული-ვერა… დავხუჭავდი თვალებს სიცივეს ვიგრძნობდი, საშინელ სიცივეს.. ფეხებიდან თავამდე, უცებ სრულიად აღარ შემეძლებოდა ცხოვრებაზე ფიქრი, ყრუდ გაისმებოდა ლამაზი ადამიანების ქვითინის ხმა.. მე ამას ძალიან შორიდან გავიგონებდი, შენ რა თქმა უნდა არ იტირებდი, შეიძლება გული დაგწყვეტოდა, ეს არ ვიცი, მაგრამ არ იტირებდი.. არასოდეს…. მე იმ ქვეყნიდან გადმოგხედავდი და დაგლოცავდი, არა მარტო შენ, ყველას ვინც ამას არ იმსახურებს იმათაც კი .. ივლიდი ერთხანს მარტო. შემდეგ გეყოლებოდა შვილები , შვილიშვილები და მე დაგლოდებოდი, დაგელოდებოდი მზესთან ერთად. გავიდოდა უამრავი წელი, მალე გაიღებოდა კარი და შენც გამოჩნდებოდი უკვე მოხუცი, უძლური, მე კი ისევ ახალგაზრდა და ჩვენ იმქვეყნადაც ვერ ვიქნებოდით ერთად..
ხედავ?! რამდენი რამ შეიძლება მოხდეს მე რომ ერთ დღეს სადმე წასვლა გადავყვიტო სულ რამდენიმე დღით…….. ერთმა უმნიშვნელო გადაწყვეტილებამ, შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. ვამბობ იმქვეყნად დაგიცდიდი-მეთქი და ამ ქვეყნად დაცდა მიჭირს.. ასე ვართ ადამიანები , ზოგჯერ გვგნონია რასაც ამ ცხოვრებაში ვერ გავაკეთებთ, იმქვეყნად შევძლებთ.. ან როცა რაიმეს ჩვენი სამშობლოსთვის არ ვაკეთებთ ხოლმე სხვაგან მიგვეჩქარება იქნებ იქ ვიღონოთო რამე.. ამაშიც ვცდებით ადამიანები.. ეჰ კიდევ რამდენ რამეში .. ვზივარ ახლა, ერთი წყნარი სიმღერისა და რამდენიმე შეკოწიწებული სიტყვის ამარა, ველოდები წამს წუთს საათს.. და არ ვიცი ხვალინდელი დღე რას მოიტანს , ან საერთოდ იქნება კი... ?!

:)

( არ მახსოვს როდის დავწერე, whatever )
:))

Sunday, October 17, 2010

მე და ჩემი პატარა მეგობარი..


ჩემმა პატარა მეგობარმა ბევრი რამ იცის.
მაგალითად ის,რომ წიგნი იმისათვისაა,გადაშალო და მინიმუმ დაათვალიერო მაინც.
ის,რომ ყველაფერი უნდა აურიო და ცოტა რამ დაალაგო.
რომ სასიამოვნო მუსიკის მოსმენისას სახეზე ღიმილი უნდა დაგეხატოს თავისით.
რომ ყოველთვის საჭიროა ადამიანი, ვინც ყურადღებას მოგაქცევს, გაგხდის და ჩაგაცმევს.
ჩემმა პატარა მეგობარმა კიდევ უფრო მეტი იცის..
იცის,რომ არსებობენ ადამიანები, ვინსაც შეუძლიათ სხვა ადამიანები შეაშინონ.
იცის როგორ მოიქცეს რომ გარშემომყოფთა ყურადღება მიიქციოს.
იცის ,რომ თუ უმიზეზოდ იტირებს, მაინც დაამშვიდებენ :)
ჩემს პატარა მეგობარს მგონი ვუყვარვარ..
საათში სამჯერ მიცვლის ფეხსაცმელს, მეხუტება , მომაშტერდება და მკოცნის.
იცის,რომ არაფერს დავუშლი და შეუძლია სახლი თავდაყირა დაააყენოს.
ჩემს პატარა მეგობარს სადაც ვეტყვი, იქ მომყვბა და მენდობა.
არ უყვარს,როცა მჩაგრავენ და ყოცელთვის მიცავს.
ჩემმა პატარა მეგობარმა ბევრი რამ იცის....
ამაზე მეტი საჭირო არაა....


:)

Tuesday, October 12, 2010

just illusion :)


დღეს საკუთარ თავს დავემალე და ასე კარგია :)
არ მინდა რამე მითხრას.
ეს ის ერთადერთი რამაა, რაშიც არასოდეს ვიქნები გულწრფელი, არასოდეს ვიტყვი ხმამაღლა და ყოველთვის მეგონება,რომ უბრალოდ ილუზია იყო :)

Monday, October 11, 2010

ესეც გაივლის :)


ვერ გავიზარდე..
ვერ გავხდი ცივი, უგრძნობი..
ვერც გულგრილად ვისწავლე ურთიერთობების ყურება
ალბათ სუსტი ვარ :)
ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს ისევ..
არა და როგორ მჯეროდა,რომ შევიცვლებოდი და როგორ მინდოდა..
ჩემი წილი ბედნიერება ყოველთვის ვიღაცას მიაქვს.. მეც ვატან ისე, თითქოს სულაც არ მეხება , თითქოს მათი იყო თავიდანვე და არც მაქვს უფლება შევეწინააღმდეგო. პასიურ მდგომარეობაში გადავდივარ და შორიდან ვუყურებ. ეს მაინც ვისწავლე :) სიტუაციის შორიდან ყურება...
ვერ ვიჯერებ,რომ ეს ხდება.. არ მჯერა , ალბათ რაღაც მეჩვენება და გაივლის!
..ისევ უგზო-უკვლო კითხვა უნდა დავიწყო და ისევ უნდა ჩავახშო წიგნებში ყველაფერი :) არც ისე ცუდია... ცოტა უფრო ჭკვიანი მაინც გავხდები :)

as long as i don't choose, everything remains possible :)

Saturday, October 2, 2010

მგონი


მგონი ყველაფერი ავრიე.
რაღაცას დააგვიანდა, რაღაც ადრე მოვიდა. მე მაინც ვერც ერთს ვერ მივუსწარი.
აზრით ვერ ვწვდები და იქნებ გულით მაინც ვიგრძნო..
წერტილ-მძიმეს დასმა ცხოვრებაში უფრო რთული ყოფილა. დასვამ ერთ-ერთს უადგილოდ და ებღაუჭები მერე იმედს. იმედს, რომელიც სწორედ მაშინ გიჩნდება ,როცა იცი ყველაფერი გადაწყვეტილია ... მაინც უკეთესზე ფიქრობ.
მგონი ყველაფერი ავრიე.
ავირიე, ავიმღვრიე...
გავაუკუღმართე....
ასე არ მინდოდა.... სულ სხვანაირად უნდა მომხდარიყო ..
ახლა მე-რატომ-ება, მე-დარდ-ება, და მე-ბავშვ-ება...
ვიცი, არსებობს გრძნობა , რომელმაც სიჩქარე არ იცის და რომელიც არ გამაჩნია. მე ერთბაშად უნდა შევეჩეხო , როგორც ნიაღვარს. ხან აქეთ გადამისროლოს, ხან იქით... ბოლოს კი დაღლილი, ძალა გამოცლილი სადმე დამდოს. მეერე ყველა სურვილი უნდა ამიხდეს რა თქმა უნდა , მაგრამ გვიანი უნდა იყოს. მე წამოვდგე, წელში გავსწორდე და ახალ ნიაღვარს დაველოდო..
მგონი ყველაფერი ავრიე...
ასე არ უნდა მომხდარიყო..
არ მინდა ახლა ურთიერთობამ უკან დაიხიოს და იქ დამთაავრდეს, საიდანაც დაიწყო.

Friday, October 1, 2010

*_*



დამანებეთ თავია, თუ თავებია : )

რატომ იჩხრიკებით ჩემს ცხოვრებაში, დაკარგეთ რამე ?

ჩემია ეს ცხოვრება , თქვენ თქვენი გაქვთ : )) იმას კიდევ თავისი : ))

ალბათ საკუთარი გამოგელიათ..

დასანანია : ))))


..მაგრამ მაინც არ მადარდებთ: )

Wednesday, September 29, 2010

that's it : )

Monday, September 6, 2010

მონა

ჯვარედინ გზაზე ისმის:
- გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!
- მე მონა ვარ!..
- რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები…
- მე სუსტი ვარ…
- თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს…
- არ მაქვს იმედი…
- არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.
- მეშინია უარესის…
- მონობაზე უარესი რაღა იქნება?
- სიკვდილი… შიმშილი…
….
- მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.

ნიკო ლორთქიფანიძე..
_ _ _ _


არასოდეს გავხდები მონა !

Thursday, August 5, 2010

feelin' 22 , acting 17 :-)



ასეა , თუ ისე 22 წლის გავხდი 27 ივლისს - გამთენიის ხანს.. : )))

რა შეიცვალა ?

თავი დიდი აღარ მგონია , ვსწავლობ 'თარგმანის ხელოვნებაზე' , დავამთავრე ბაკალავრიატი და პროფესია მაინც ვერ (არ) შევიცვალე :-)
ისევ მყავს უამრავი ლექტორი, თუმცა იდიოტები აღარ.

მეგობრები ? კი, მიყვარს.. ზოგმა გული მატკინა , ზოგმა -არა. ზოგს ძალიან ვუყვარვარ, ზოგს ალბათ არა. ახალი მეგობრებიც შევიძინე, თუმცა კიდევ შეძენის სურვილი დავკარგე :-)
ორი წელია ყველა ერთად ჩემს დაბადების დღეზე აღარ მინახავს. არა და როგორ მინდა ყოველთვის,მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ......... (ბანალური ფრაზა)

ვინც ჩემს მეგობრებს გული ატკინათ ისინი უფრო მეცოდება, ვიდრე მეზიზღება :-) ეს ალბათ კარგია : ))

სიყვარული ? გულით მეცინება ( არა, ვიტყუები ) : ))))))) მოკლედ .... ისევ ვერ ვუგებ.. უფრო სწორად , ვერ დავამთხვიე : )) იქნებ ჩემი ბრალია და ჯობია ის შევიყვარო, ვისაც მე..... კი არა და.. უოთევა.. მაინც მჯერა,რომ გაბრწყინდება ( იბერია არა )


ადამიანები ( მთლად ყველა არა) , კითხვა, ყურადღება, ზღვა, წვიმა, თოვლი, შოკოლადები, მაკდონალდსი ,ანიმაციების და ფილმების ყურება , ჩემი პლანეტა, ჩემი ბუ (მონსტრების კორპორაციიდან),ბაცნობა, საათობით დაკვრა - სიმღერა და კიდევ ათასობით რამ კიდევ უფრო შემიყვარდა.. განსაკუთრებით კითხვა რამდენიმე წიგნის ერთად : )) ალბათ უფრო ხშირად მიწევს გონების სხვა რამეზე გადატანა და იმიტომ.

ამ პერიოდში ხელსაქმე მიტაცებს : ))))))))))) ქსოვა მინდა ძალიან კარგად ვისწავლო : ))

ბუტია ისევ ვარ :-) ზოგჯერ ჩემ ბუტიაობას ვერ იგებენ და ამას ძალიან ცუდ თვისებად და ქცვად მითვლიან. არა და ეს ხომ უბრალოდ ბავშვობიდან გამოყოლილი თვისებაა, რომელიც მეორე დღეს მტოვებს ხოლმე :-)

მჯერა, რომ ადამიანების ბრალი არაფერია და გულს ეშმაკი გვტკენს. რომ ავადმყოფობა უნდა მძულდეს და არა თავად ადამიანი.
რომ ოდესმე ყველა მიხვდება რაც დააშავა და ინანებს..
რომ ისწავლიან სითბოს გამოხატვას და არ დაენანებათ ..
რომ შეძლებენ უფრო ადვილად დათმონ..
რომ ერთ დღსაც ყველაფერი შეიცვლება და რომ რამდენიმე უბედურების შემდეგ დიდი ბედნიერება გველოდება :-)


ერთადერთი ჩემ მხდალ ბუნებას ვერაფერი მოვუხერხე.. ძალიან მშიშარა ვარ და აღარ მომწონს ეს ამბავი: ))))) 'აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ , იქით გორასა ძვრას ვუზამ' ეჰ... ლომად გადაქცევაც ვერ მიშველის : ))))


'ოღონდ იმათ არ ეწყინოთ' ცხოვრებას მაინც ვერ შევეშვი :-) და ალბათ ეს სამუდამოა.


:ბლაბლაბლაბლაბლა: : )


რამდენიმე დღეში ზღვაზე მივდივარ და ყველაფრის ხალისი მომეცა: )) ალბათ ბლოგზეც იმიტომ ვწერე ამდენი : )) მიმაქვს ყველაფერი, რაც შეიძლება იქ გამომადგეს: წიგნები, ფურცლები, ფანქრები და ჩემი მუზები/ღუზები : )) ამ ყველაფრის ფონზე მინდა,რომ ისე გავერთო , როგორც არასდროს : ))



:-)

Wednesday, July 14, 2010

:-) :-) :-)

გამოვიდარე : )

''ზღვა ჩემი სახლია, ზღვა სუფთაა, უმტვერო, უნაგავო. ზღვა ადამიანის ტვინს და სულს რეცხავს და ნაგავი ნაპირზე გააქვს. შეხედე ზღვა რა სუფთაა!''

ვხედავ ! :-)

Tuesday, July 13, 2010

დროებით..



რთული პერიოდიო , თუ როგორ ეძახიან?! : )))) მგონი მეწვია :))) ან დღეს მოხდა საოცრებები და იმიტომ მგონია.. ახლა უკვე მე თვითონ როგორ ამოვძვრები არ ვიცი , მაგრამ თუ ისევ ავდექი ვაღიარებ ,რომ ძალიან ძლიერი ვარ : )))
keep movin' forward
keep movin' forward
keep movin' forward
keep movin' forward
keep movin' forward
keep movin' forward
keep movin' forward
keep movin' forward
keep movin' forward
: (

Friday, July 9, 2010

ბოდიალის კულმინაცია ! :))))))


ოცნება ხომ ისაა, რაც არასდროს ასრულდება და რაც გვაძლევს საშუალებას ცოტა ხნით დავტოვოთ აქაურობა. ყველა ადამიანიც ოცნებების თაიგულია. ალბათ მეც. მაგრამ რომ იძახიან ოცნებები სრულდებაო ? : )) მაშინ გამოდის,რომ ის სხვა რამ ყოფილა. ვბოდიალობ ახლა რაღაცას : ))

ამა ჰეპი დრიმა : )))

ახალი დაავადება მჭირს , სახელად ალბათ რამე 'წიგნყიდვისმანია' :) ადრე ბიბლიოთეკმანიით ვიყავი შეპყრობილი და ახლა ძალიან მეზარება იქამდე მისვლა, ამიტომ სადაც რამე წიგნს დავინახავ სულ მინდა ვიყიდო :))) განურჩევლად ავტორისა,ჟანრისა და ა.შ.
დღეს მეგობარმა ( პირობითად ) რა გაჩუქოო და დაუფიქრებლად ვუპასუხე : ჰერმან ჰესე-მეთქი.. ჯერ ვერ გაიგო და რომ ავუხსენი როგორც ყოველთვის სმაილების არმია გამოუშვა.. სულ ასე ხდება.. ნებისმიერ ჩემ სიტყვაზე, ან სიტყვებზე პასუხად მრავალფეროვანი სმაილები, ან მისი წუწუნი... მერე მეტყვიან რატომ არ მოგწონსო : )))))) ვერ ვპოულობ საერთო ენას კი არა საერთო ვერაფერს :))))) მე მიყვარს ' ისინი ', ვისთანაც ვსაუბრობ, მსიამოვნებს და არ მეზარება :) მინდა,რომ ადამიანური ყოფა გავილამაზო საინტერესო ადამიანებით , ყველას სახელს ვუძებნი და ყველა მოთხრობა მგონია....მაგრამ ვინ გაცდის ?! :)))

ძალიან მწყინს,რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა ერთ ადგილზე ვერ იარსებსბს , უნდა გაგრძელდეს,ან თანდათან უკან უნდა იხევდეს....არ მინდა ასე რომ იყოს. არ მინდა უკან იხევდეს და მერე ქრებოდეს. . ო ო ო.. მინდა -არ მინდაზე რომ იყოს ყველაფერი სხვა სიტყვა ალბათ აღარც იარსებებდა : )) მაინც მგონია,რომ ურთიერთობებს წყალს ვუსხამ ხოლმე.. რომ ისუნთქოს და არ დაჭკნეს. უბრალოდ ზოგჯერ წყალზე წასვლა მეზარება და სხვამაც რომ დამისხას არ მაწყენდა :)

მოკლედ


მთელი ცხოვრება სიგიჟეა! : ) ჰჰჰჰჰჰჰჰჰ....!


:ბის:

Wednesday, July 7, 2010

memorable quotes from films.. ( part 1 )





გადავწყვიტე აქ შევინახო... რომ არ დამეკარგოს და გამეფანტოს :)))


:მოცლილის დღიურებიდან:


'When a woman who has much to say says nothing, her silence can be deafening.'

'happiness only real when shared'

'There are meaningful words, useless words, and words that hurt...'

'Beginnings are usually scary and endings are usually sad, but it's everything in between that makes it all worth living.'

'
Do, or do not. There is no 'try'.

'The greatest thing you'll ever learn is just to love and be loved in return. '

'Oh yes, the past can hurt. But, you can either run from it or, learn from it.'

'
It takes a great deal of bravery to stand up to your enemies, but a great deal more to stand up to your friends.'

'If you're not willing to risk it all, then you don't want it bad enough. '

'Sometimes we love people so much that we have to be numb to it, because if we actually felt how much we loved them, it would kill us . '

'Forever is a long time and time has a way of changing things. '

'You can't lose someone you never had . '

'Every story has an end, but in life every ending is just a new begining. '

'I don't regret the things I've done, but those I did not do.'

'smiling is my favorite. you make me smile. that makes you my favorite.'

'You can't change what people are.. without destroying who they were.. '

'Don't let anyone ever make you feel like you don't deserve what you want. ' !!

'There are millions of people in this world. But in the end, it all comes down to one.'

'
Never hate your enemies, it affects your judgement. '

'Have you ever had a dream that you were so sure was real? What if you were unable to wake up from that dream? How would you know the difference between the dream world, and the real one? '

'If you let yourself love a wild thing. You'll end up looking at the sky.' ეს განსაკუთრებულია :) (კაპოტე)

'Live for nothing, or die for something. '

'I need to believe that something extra ordinary is possible... '

'Behind this mask is a man, and behind this man is an idea. Ideas are bullet-proof. '

'If you never give up you can never fail'

'I don't know a lot about anything, but I know a little about practically everything.'

' I want you to be the first boy I ever kiss. ' ( es ise )

' Maybe life's not supposed to make sense.'

'if you're a bird, i'm a bird ' (esec ise )

'There's no place like home.'

'
Pay it forward!'

'
It's not the power of the curse - it's the power you give the curse. '

'would you consider a pride fault or a virtue? '

'My characters shall have, after a little trouble, all that they desire. ' (Jane Austin )

'No sensible woman would demonstrate passion, if the purpose were to attract a husband. '

'I want to be a writer... and a painter... maybe both... I'll write the story and paint the pictures... I don't know. '

'no one can be told what the Matrix is. You have to see it for yourself. '

'A man has to know his limitations. '

'If they lie to me they don't respect me. If they don't respect me, how can they ever love me?'

'Don't waste your life following some fool's orders.'

'Destiny is the bridge you build to the one you love.'

'love is like the wind. I can't see it, but i can feel it. '

''Charlotte: I just don't know what I'm supposed to be.

Bob: You'll figure that out. The more you know who you are, and what you want, the less you let things upset you.
''

'Everybody lies'

'
There are never small parts, only small actors.'

'You need to stop swimming in your own mind, that is a dangerous neighborhood that you should not go into alone!'

'
Stupid is as stupid does.'



Smokeeeeeeey ( just for fun ) :)))))

Sunday, July 4, 2010

წერილი - ადრესატის გარეშე :)



არა , არა , არა...

არ შეიძლება ასე მოქცევა გაიღვიძეთ !!! გამოფხიზლდით რა ..

...

გაიღვიძეთ :| :|
გათენდა უკვე რა ხანია და თქვენ ორივე თვალი დაჟინებით გაქვთ დახუჭული ! :)

Friday, June 25, 2010

რა მჭირს?!

იქნებ მოვეშვა ამ უაზრო პირდაპირობას და ყველაფრის ჩაძიებას!
იქნებ whatever ?!
რა დამემრთა ბოლო დღეები არ ვიცი
რაღა ახლა მომინდა მთელი სამყაროს გამოსწორება, სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა და ადამიანებისთვის მისი ჩვენება,რაღა ახლა მომინდა შეხსენება , რომ ცდებიან ! რაღა ახლა ვაკეთებ მათ პაროდიას და ვაჩვენებ საკუთარ თავებს.... და რაღა ახლა ვიქცევი მოცლილივით, როცა ამდენი საინტერესო წიგნი მაქვს წასაკითხი და ამდენი საინტერესო ფილმი სანახავი...............
მეტი ჭკუა და დიპლომატია მმართებს
ხვალიდან უფრო საინტერესო საქმეებს მივხედავ, ფრომის :( ეს უბრალოდ მცდელობა იყო 'რაღაცის' რაც არ გამოვიდა და არც არასდროს გამოვა :)
რა შტერი ვარ : (
Mood: sad:)

Thursday, June 17, 2010

aaaaaaaaaaaaaaaaaa dish :)))))))))))))






ოუ ჯეიმზ ! !!!!! :))))))))) :)))))))))))))

Tuesday, June 1, 2010


გავგიჟდე ლამის..

Sunday, May 30, 2010

:)

Thursday, May 27, 2010

ყველა....


ყველას ჰყავს ფარული იდეალი
მე - არა
ყველა ამჯობინებს ჩვევას ბედნიერებას..
მე-არა
ყველას ეშინია საკუთარი სურვილების , რადგან ისინი სრულდებიან...
მე-არა
ფიქრობენ, მდუმარებით გაუთბებათ სული
მე - არა
სხვები ახერხებენ 'ბუდენბროკებისნაირი' ტომების შექმნას
მე-არა
ყველას მაშინ უჩნდება იმედი,როცა ყველაფერი გადაწყვეტილია უკვე
მე -არა
ყველას აქვს ფრინველად ყოფნის ნატვრა
მე-არა
ყველა ადამიანი მოთხრობაა
მე-არა
წყენის აყოლით უამრავ დროს კარგავენ
მე -არა
ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება
ჩემთან-ყველაფერი
:)

წამი... წ-არსული, ა-წმყო, მ-ომავალი, ი-მედი :)

sometimes...I wish I were you :)

Wednesday, May 26, 2010

ДДТ "Дождь"

Tuesday, May 25, 2010

წადი..:)


წადი,რომ დავმშვიდდე
აღარ მეგონოს სადმე მრჩები
აღარ ვგრძნობდე როგორ მიყურებ
არ ვიცოდე,რომ არაფერს ნიშნავ
არ მქონდეს სურვილი ყველაფერი თავიდან დავუწყო ჩემ თავს
წადიი რა...
რომ მოვიდეს ისევ მზიანი მცხუნვარე ზაფხული
ვგრძნობდე ცივ წვიმას
მინდოდეს ზღვაზე და არ ვფიქრობდე
წააააადი...
მინდა ის ვაკეთო,რაც მინდა და არა ის,რაც შენთვისაა
რომ ჩემი ცხოვრება მე მეძღვნებოდეს
არ გიცნობდე ვითომ სულ თბილს და ღიიმილიანს , ჩემ დანახვაზე ცოტა არეულს..
ან არ ვიცოდე ვითომ შენი მესამე სინანულის ვინაობა ...
არც ...............
მეთვითონ მივხედავ თავს , იქნებ ვინმე სხვა გამოჩნდეს კიდეც ვინც მომხედავს :)
ოღონდ შენ წადი :)

მაგრამ არვიცი როცა წახვალ ....
იქნებ გადაიფიქრო და დარჩე :)

Thursday, May 13, 2010

--fsdf---sdfsdf---sdsdg----sgsdg :)


ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო....


მე კიდე ვიცი,რომ ადამიანი ადამიანისთვის მზეა :))))

ვიცი ხელი უნდა შეაშველონ ერთმანეთს ფეხის მაგივრად :)))

ვიცი ისევ ავბოდიალდი მეცადინეობის მაგივრად :))))))))))))



keep smiling :))

Wednesday, May 12, 2010

Tuesday, February 23, 2010

Congratulation :)))

მე და ჩემი სიზარმაცე ერთად დავდივართ, უფრო სწორად არ დავდივართ-გვეზარება :))))
სია მქონდა ჩამოწერილი რა უნდა გამეკეთებინა და იმ ფურცელსაც კი ვეღარ ვპოულობ:) არა და ცხოვრებაში პირველად შევადგინე 'გეგმა' მაგრამ არ გაამართლა.. ეს ჩემი ე.წ. ლოგიკით იმას ნიშნავს,რომ აწი აღარ შევადგენ :)))) საკუთარ თავს ვულოცავ , ფარ-ხმალს ბრძოლამდე ვყრი უკვე )) არა და ადრე რა შემართებით ვიყავი, იდეაში ერთი ორი მთა უნდა გადამედგა წარმატებისთვის :))
სიმღერაზე ისევ ვაგრძელებ სიარულს, ვერც გამოვდივარ და ვერც ვრჩები ...რატომღაც ველოდები როდის მიიღებს 'ვინმე სხვა ' ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებას:)) 'ერთად შექმენით ჩემი მომავალი' - ის სიტუაციაა :))) არა და ცეკვაზე მინდა იდეაში)) ტაანციი ტააანნნციიი :)))
უნივერსიტეტი 2 მარტს იწყება და მზარავს:))) აღარ მინდა, გადავიფიქრე :))))))))) ვინ მაძალებდა ჩააბარეო :))) ან საერთოდ რას მაძალებენ რო ? :)
ახლა გამახსენდა როგორ არ მიყვარს,როცა რამეს მაძალებენ.. და რამხელა აგრესიას ვგრძნობ ხოლმე:))))
მოკლედ პირველად ცხოვრებაში არვიცი რა მინდა :)) ამასაც მივულოცავ საკუთარ თავს

ქოოოონნნგგრეეთუუულეიიიშნნნ :) ბოლო დროს ისეთი ხარ,როგორებიც არასოდეს მოგწონდა: ))))))
ლოლ..

Friday, February 5, 2010


მაგისტრატურის პირველი სემესტრი დახურულია..... მთავარია რა იქნება მეორეში, კი არა და რა უნდა იყოოს:))))

ბევრი რაღაც-რაღაცეები მაქვს გასაკეთებელი და იმედია ჩემი სიზარმაცე არ გამწირავს და მომცემს საშუალებას ხვალიდან დავიწყო:)))

ეს სურათი არვიცი რა შუაშია :))))))))

და არც ის ვიცი მე რა შუაში ვარ ვერაფერს ვეღარ ვწერ:(

Saturday, January 30, 2010

so.. : )

აი მეც მოვედი ბლოგ :)))
მაგრამ როგორც ბოლო დროს დამჩემდა სიტყვებს ვერ ვალაგებ,რომ რამე დავწერო :)
და აქ შემოსვლაც იშვიათად მინდება :) ვიმალები თითქოს :):):)
ცოტა ჩემ თავში შემოვიკეტე და კარიც მაგრად გადავრაზე, რომ ფეხები ისევ ჩემ საგებზე არ გაიწმინდონ:) რომ ისევ არ მომიგონონ ათასი სისულელე და რომ ისევ არ ვხედავდე როგორ დარბიან ჩემში უკულტუროდ:)

ისევ ისეთი მხიარული და ბედნიერი ვარ, შენ არ ინერვიულო :):):)
უბრალოდ ისევ მტკივა გული ადამიანებზე და მათ ყოვლად უაზრო საქციელებზე:):):) 'ნეტა შენოოოოო' მეუბნებიან,მაგრამ ჯერ ნეტა მე-მდე ვერ მივედი :))) ჩემი თვისებებიც ხელს მიშლის,რომ მივიდე.. : ))


...