Sunday, October 17, 2010

მე და ჩემი პატარა მეგობარი..


ჩემმა პატარა მეგობარმა ბევრი რამ იცის.
მაგალითად ის,რომ წიგნი იმისათვისაა,გადაშალო და მინიმუმ დაათვალიერო მაინც.
ის,რომ ყველაფერი უნდა აურიო და ცოტა რამ დაალაგო.
რომ სასიამოვნო მუსიკის მოსმენისას სახეზე ღიმილი უნდა დაგეხატოს თავისით.
რომ ყოველთვის საჭიროა ადამიანი, ვინც ყურადღებას მოგაქცევს, გაგხდის და ჩაგაცმევს.
ჩემმა პატარა მეგობარმა კიდევ უფრო მეტი იცის..
იცის,რომ არსებობენ ადამიანები, ვინსაც შეუძლიათ სხვა ადამიანები შეაშინონ.
იცის როგორ მოიქცეს რომ გარშემომყოფთა ყურადღება მიიქციოს.
იცის ,რომ თუ უმიზეზოდ იტირებს, მაინც დაამშვიდებენ :)
ჩემს პატარა მეგობარს მგონი ვუყვარვარ..
საათში სამჯერ მიცვლის ფეხსაცმელს, მეხუტება , მომაშტერდება და მკოცნის.
იცის,რომ არაფერს დავუშლი და შეუძლია სახლი თავდაყირა დაააყენოს.
ჩემს პატარა მეგობარს სადაც ვეტყვი, იქ მომყვბა და მენდობა.
არ უყვარს,როცა მჩაგრავენ და ყოცელთვის მიცავს.
ჩემმა პატარა მეგობარმა ბევრი რამ იცის....
ამაზე მეტი საჭირო არაა....


:)

Tuesday, October 12, 2010

just illusion :)


დღეს საკუთარ თავს დავემალე და ასე კარგია :)
არ მინდა რამე მითხრას.
ეს ის ერთადერთი რამაა, რაშიც არასოდეს ვიქნები გულწრფელი, არასოდეს ვიტყვი ხმამაღლა და ყოველთვის მეგონება,რომ უბრალოდ ილუზია იყო :)

Monday, October 11, 2010

ესეც გაივლის :)


ვერ გავიზარდე..
ვერ გავხდი ცივი, უგრძნობი..
ვერც გულგრილად ვისწავლე ურთიერთობების ყურება
ალბათ სუსტი ვარ :)
ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს ისევ..
არა და როგორ მჯეროდა,რომ შევიცვლებოდი და როგორ მინდოდა..
ჩემი წილი ბედნიერება ყოველთვის ვიღაცას მიაქვს.. მეც ვატან ისე, თითქოს სულაც არ მეხება , თითქოს მათი იყო თავიდანვე და არც მაქვს უფლება შევეწინააღმდეგო. პასიურ მდგომარეობაში გადავდივარ და შორიდან ვუყურებ. ეს მაინც ვისწავლე :) სიტუაციის შორიდან ყურება...
ვერ ვიჯერებ,რომ ეს ხდება.. არ მჯერა , ალბათ რაღაც მეჩვენება და გაივლის!
..ისევ უგზო-უკვლო კითხვა უნდა დავიწყო და ისევ უნდა ჩავახშო წიგნებში ყველაფერი :) არც ისე ცუდია... ცოტა უფრო ჭკვიანი მაინც გავხდები :)

as long as i don't choose, everything remains possible :)

Saturday, October 2, 2010

მგონი


მგონი ყველაფერი ავრიე.
რაღაცას დააგვიანდა, რაღაც ადრე მოვიდა. მე მაინც ვერც ერთს ვერ მივუსწარი.
აზრით ვერ ვწვდები და იქნებ გულით მაინც ვიგრძნო..
წერტილ-მძიმეს დასმა ცხოვრებაში უფრო რთული ყოფილა. დასვამ ერთ-ერთს უადგილოდ და ებღაუჭები მერე იმედს. იმედს, რომელიც სწორედ მაშინ გიჩნდება ,როცა იცი ყველაფერი გადაწყვეტილია ... მაინც უკეთესზე ფიქრობ.
მგონი ყველაფერი ავრიე.
ავირიე, ავიმღვრიე...
გავაუკუღმართე....
ასე არ მინდოდა.... სულ სხვანაირად უნდა მომხდარიყო ..
ახლა მე-რატომ-ება, მე-დარდ-ება, და მე-ბავშვ-ება...
ვიცი, არსებობს გრძნობა , რომელმაც სიჩქარე არ იცის და რომელიც არ გამაჩნია. მე ერთბაშად უნდა შევეჩეხო , როგორც ნიაღვარს. ხან აქეთ გადამისროლოს, ხან იქით... ბოლოს კი დაღლილი, ძალა გამოცლილი სადმე დამდოს. მეერე ყველა სურვილი უნდა ამიხდეს რა თქმა უნდა , მაგრამ გვიანი უნდა იყოს. მე წამოვდგე, წელში გავსწორდე და ახალ ნიაღვარს დაველოდო..
მგონი ყველაფერი ავრიე...
ასე არ უნდა მომხდარიყო..
არ მინდა ახლა ურთიერთობამ უკან დაიხიოს და იქ დამთაავრდეს, საიდანაც დაიწყო.

Friday, October 1, 2010

*_*



დამანებეთ თავია, თუ თავებია : )

რატომ იჩხრიკებით ჩემს ცხოვრებაში, დაკარგეთ რამე ?

ჩემია ეს ცხოვრება , თქვენ თქვენი გაქვთ : )) იმას კიდევ თავისი : ))

ალბათ საკუთარი გამოგელიათ..

დასანანია : ))))


..მაგრამ მაინც არ მადარდებთ: )