Tuesday, September 30, 2008

ურეკი :)

კადრში მე და ელეეეე, კომენტარები - ნინიკო ..
მაგარია
ხარისხი მოიკოჭლებს ორივე ფეხით ..

Monday, September 29, 2008

ახსნას არ ვაპირებ..

ნუ აუხსნი, მაინც ვერ გაიგებენ.
ავარია, რომელიც მოხდა_ შენსა და სამყაროს შორის,
არ იყო უბედური შემთხვევა,
და არც წინასწარ გამიზნული შემთხვევა,
და მაინც ნუ აუხსნი, იმიტომ რომ ავარია რომელიც მოხდა
გაიწელა დროსა და სივრცეში და შიგნით ცხოვრობ.
და ნუ აუხსნი, მაინც ვერ გაიგებენ,
რომ შენი ლიმონივით ჩაწურული გული ვიღაცამ ჩაივით მოსვა.
შენი ნერვები კი ფეხსაცმელს თასმებად შეაბა
და ისე განასკვა რომ აღარასდროს გაიხსნება
და შემთხვევითი ფეხის დადებით ვეღარ წააქცევს.
და ნუ აუხსნი, კაცობრიობა გარდატეხის ასაკში შედის
და ისეთი ამბოხება დაეწყო რომ...
აზრი არა აქვს მოყევი ზღაპარი კონკიაზე
და ხმამაღლა თქვი რომ არ გჯერა
არ დამალო რომ ყველა ბავშვს იმისთვის გააჩენ
რომ მერე მოკვდნენ.
გაიხადე კაბა, რომელიც შენთვის არ შეუკერიათ
და შემთხვევითი გამვლელივით შემთხვევითი ფულით იყიდე.
თქვი რომ ტუალეტები რომ არ იყვნენ
ყველა ახლად გარემონტებული სახლი იყროლებს
მოთხოვე ადამიანებს ტუალეტების პატივისცემა
დიაგნოზი რომლითაც ცხოვრობ_ არ არის სიცოცხლე
დანიშნულება რომლითაც ცხოვრობ_არ არის სიყვარული
და ექიმი, რომელსაც მიმართავ_არ არის ღმერთი
და სიტყვები, რომლებსაც ამბობ_ ვერ ამბობენ ყველაზე მთავარს
და ნუ აუხსნი!
ნუ აუხსნი!
ნუ აუხსნი!
ნუ! ნუ! ნუ! ნუ! ნუ!
იმიტომ რომ ავარია რომელშიც ცხოვრობ არ იყო უბედური შემთხვევა
და არ იყო წინასწარ განზრახული
და არ იყო შეჯახება შენსა და სამყაროს შორის...
და თვალების წარამარა დახუჭვით
ნახევარი ცხოვრება გრჩება კადრს მიღმა_ კადრებს მიღმა,
სადაც ჩემს თითებს შორის ცხოვრობდი და კვდებოდი მერე ფურცლებზე.
და არ აგიხსნი, იმიტომ რომ აზრი არა აქვს
და ავარია რომელიც მოხდა….


შენ ხარ...

Thursday, September 25, 2008

sunset :)


სიამოვნებით ვუყურებდი მზის ჩაsვლას 43-ჯერ..


-აუ რა..
-რა?

-არაფერი
-მაინც?

-რა აზრი აქვს რომ გითხრა?

-იქნებ ქონდეს?

-არა, არ აქვს !!

-მაშინ კაიჰ.... ..




ესე ვეღლაბუცები ჩემს მეორე მეს :dzalitsmile: :dzalitsmile:

Sunday, September 21, 2008

დაასხით :)))


იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,

ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,

ვისაც არასოდეს გაუმართლდა,

მაინც სიხარული შეუძლია.

ვისაც იმედები პურად ყოფნის,

ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,

ვისაც,სიყვარულით უარყოფილს,

სხვისი სიყვარული შეუძლია.

იმ ქალს, იმ ბარიკაცს გაუმარჯოს,

ვისი სიმღერებიც მწუხარეა,

ვისაც სიხარული გაუავდრდა,

სხვისი გაღიმება უხარია.

ვისაც შეუძლია ატირება,

მზით და სიკეთით ძლეულია,

დიდი შეცდომენის პატიება

ვისაც დიდსულოვნად შეუძლია.

ვისაც უხარია ყველაფერი-

ტყეები და ველებია,

ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს

ვერა და ვერაფრით შელევია.

ვისაც არასოდეს გაუავდრდა,

მაინც იმედებით გრძნეულია,

ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,

ვისაც სიყვარული შეუძლია!





გამიმარჯოს.. დაასხით :)))

chemi balgobis uuuuu leqsi :))))

მანანა – ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
ლალი – რაო, ჩემო მანანა?
მანანა – ეგ თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა?
ლალი – რასა ბრძანებ, ქალბატონო! არ გათხოვებ არასდროს, გინდა ისევ გააცივო, ისევ სურდო დამართო?
მანანა – რადგან ასე მეუბნები, რადგან ასე მაჯავრებ, დამიბრუნე ჩემი ვაშლი, მე რომ გუშინ გაჭამე.
ლალი – არაფერიც, არაფერიც, არაფერსაც არ მოგცემ, იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს, ლოყაზე რომ გაკოცე?
მანანა – მე რომ წიგნი მოგიტანე კარგი წასაკითხავი?..
ლალი – მერე მე რომ მოგარჩინე, ექიმი რომ ვიყავი?
მანანა – ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე სულ არ იცი თამაში გახსოვს, მე რომ მოგეხმარე კანფეტების ჭამაში?
ლალი – მერე მე რომ შენს თოჯინას გავუკეთე ნემსები?
მანანა – მერე მე რომ წაგიკითხე დიდი, გრძელი ლექსები?!
ლალი – როგორც ვხედავ, ქალბატონო, უმადური ბრძანდები, დაგავიწყდა, გუშინწინ რომ გამომართვი ბაფთები?
მანანა – არც თოჯინა მინდა შენი, აღარც შენი ვაშლები, ბუტე, ბუტე, გაგებუტე, აღარ გეთამაშები.




eh :)

Modigliani :x:x:x


Thursday, September 18, 2008

waiting for the rain..



გაწვიმდა..

არავინ მომყვება დასსასველებლად..

თუმცა არც არავისთვის მითხოვია..

ჰეჰ..


წვიმაავ მიყვარხარ! :)




waiting for the rain to come down
Waiting for the love to light
I don't have a reason to go on if we're apart.
I don't have the keys to open up your heart.

Monday, September 15, 2008

my dream is to fly..

my dreamm is to flyyyy , over the rainbow so high ! :) )))


ბავშვი გააღვიძეთ - ჩამოვედი... აა ჯერ არ მყავს? მნამ !!!! ააააა ბბბბბ რა მაგარი იყო ნეტა იცოდეთ ვინმემ.. აი აი აი აი სიტყვებით რომ ვერ ვხსნი და იმდენი ტკბილი მოგონება დამიტოვა ამ ერთმა წასვლმა იმდენი იმდენი..
ზღვა
მზე
ხალხი
აი რა მჭირდებოდა .. :)



feels like ყველა მიყვარხართ :)))))))))))


feels like ბედნიერი ვარ :))))))))))))


feels like I'm knockin' on heaven's doooooooooooooooooor :)))))

რა ცოტა მჭირდება ხოლმე ბედნიერებისთვის იცით ? აი ძალიან ცოტა.. ადამიანის ერთმა სიტყვამაც შეიძლება ბედნიერად მაგრძნობინოს თავი.. ეს ალბათ კარგია ჰო ?
p.s. ეს სურათი დადგმული ამბავია, თორე მართლა მასე კი არ ვიყავი ჩაფიქრებული...

Tuesday, September 9, 2008

ზღვა მეძახის..


დიახთ, დიახთ .. ხვალ მივდივარ ..სულ რამდენიმე დღით.. უნდა ვნახო ზღვა..

ოხ ამ წერტილებს ვერ გადავეჩვიე.. მალე ჩამოვალ ბლოოოგ მომენატრები ცოტათი..


ალადინის და ლაიან ქინგის საუნდტრეკები გადმოვწერე ხო ის კიიდე ანდადასი =))))=))


რა მეშველება..


გადმოსაწერი ლინკი:09 - A Whole New World.mp3
http://bin.ge/file/200932/09---A-Whole-New-World.mp3.html


ძალიან ძალიან სიტყვები აქვს :) მე მომtონს :)
A whole new world
A new fantastic point of view
No one to tell us no
Or where to go
Or say we're only dreaming............

სიკეთის გარეშე..

კი მაგრამ, გუშინ აქ იყო, ერთად ვისხედით პარკში და ჩვენს მომავალზე ვლაპარაკობდით, ახლა კი თქვენ მეუბნებით რომ გაქრა?
-მმმ... როგორ გითხრათ, მთელი დღეა ვეძებთ მაგრამ უშედეგოდ, მის კვალსაც კი ვერ მივაგენით.
-თქვენ მე მაოცებთ, სად შეიძლებოდა გამქრალიყო?
-არ ვიცი სერ, იქნებ თქვენთან ეთქვა რამე? ან გუშინ როცა ნახეთ როგორ იქცეოდა? საეჭვო ხომ არაფერი შეგიმჩნევიათ?
-როგორ გითხრათ, ჩვეულებისამებრ ვისეირნეთ ტბის პირას, კარგ ხასიათზე იყო, ამ დროს ლაპარაკი უყვარს და სულ ჩვენს მომავალ თანაცხოვრებაზე მელაპარაკებოდა.
-მობილურზე ვურეკავთ, მაგრამ გამორთული აქვს... ყველგან ჩვენი ხალხი ეძებს, თუ რაიმეს მივაკვლიეთ აუცილებლად დაგიკავშირდებით...
-მოიცათ! თქვენ მკითხეთ უცნაური ხომ არაფერი შეგინიშნავთო?! კი შევნიშნე, ახლა გამახსენდა, წასვლისას მითხრა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ხელი არ ჩამექნია და ყველა სირთულის მიუხედავად მომეძებნა... ბუნებრივია ვკითხე ამას რატომ მეუბნები-მეთქი, მან მიპასუხა, ძალიან არ მინდა შენი დაკარგვაო...
-საინტერესოა! და რას ფიქრობთ რის გამო შეიძლებოდა ეთქვა ეს? თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე საფრთხეს გრძნობდა?
-არ ვიცი, თუ საფრთხეს გრძნობდა რამეს, აუცილებლად მეტყოდა... ის მე ყველაფერს მეუბნებოდა, თვალდახუჭული მენდობოდა.
-კარგით ღამე მშვიდობისა, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ...
-მადლობთ, თუ რამეს მიაკვლიეთ მაშინვე შემატყობინეთ, დროის ნუ მოგერიდებათ...
-ეს უთხრა, და სახლში შემობრუნდა ჯეკი, კარები მიხურა და ზურგით მიეყრდნო მას, "ღმერთო ნეტა რა მოხდა? სად უნდა იყოს ის ამ შემოდგომის ცივ ღამეს? რა მეშველება უიმისოდ? მე ხომ დაგეგმილი მქონდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად?" ამ კითხვებით ჰქონდა გამოტენილი ჯეკს თავი და აღარ იცოდა საიდან გაეცა მათთვის პასუხი. "იქნებ რამე ვაწყენინე?" გაუელვა გონებაში, მაგრამ რა უნდა სწყენოდა? ბედნიერად დაცილდით გუშინ ერთმანეთს... არა, რამე უნდა ვიღონო ასე არ შეიძლება, სახლში ვერ ვიჯდები და დაველოდები! -თქვა ეს და ქურთუკი ჩამოხსნა კედლიდან... წავალ ტბასთან გავივლი იქნებ იქ იყოს...
შემოდგომის სუსხი იდგა გარეთ, ზამთარი აფრთხილებდა ქალაქს, რომ მალე ეწვევოდა. ქუჩებში აღარავინ დადიოდა, რამდენიმე ადამიანის გარდა, რომლებიც აჩქარებული ნაბიჯით მიიჩქაროდნენ სახლისკენ... ბნელოდა, თუმცა ქუჩის ლამპიონები ანათებდნენ გზას. ლამპიონებიანი გზა გაიარა ჯეკმა და პარკისკენ გადაუხვია ჩქარი ნაბიჯით, თან არემარეს ათვალიერებდა. პარკში გზისგან განსხვავებით უკუნი სიბნელე იდგა, მაგრამ თუ იქაურობას იცნობდი არ გაგიჭირდებოდა გზის გაკვლევა. ტბას შემოუარა ჯეკმა თუმცა უშედეგოდ, მთელი ღამე პარკში იბოდიალა, მაგრამ ამაოდ, ის არსად ჩანდა...
სახლში დაბრუნებულმა ქურთუკი გაიხადა, გაყინული ხელები ელექტროღუმელს მიუშვირა, სითბო სასიამოვნოდ მოედო ჯეკის სხეულს და ჩაეძინა, მაგრამ ცოტახანში ტელეფონი აწკრიალდა...
-როგორ? სად? როდის? როგორ არის?
-სამწუხაროდ გარდაიცვალა... პროზექტურაში უნდა მოხვიდეთ გვამის ამოსაცნობად...
-რას ამბობთ! როგორ?! გინდათ თქვათ, რომ სიკეთე გარდაიცვალა?!
-დიახ, სიკეთე გარდაიცვალა!
2 კვირაში ჯეკს თავის სახლში ნახავენ თოკზე ჩამოკიდებულს...
მან ვერ გაძლო სიკეთის გარეშე და მასთან ერთად ისიც გაქრა :( რამდენიმეხანში ყველამ დაივიწყა ეს საშინელი ამბავი, ჯეკის სახლიც აუქციონზე გაიყიდა...



მნა..არ დაკარგოთ სიკეთე და გაუფრთხილდით :)

Sunday, September 7, 2008

აჰა...

mmm..
თუ ადამიანი ცუდად მოგექცათ, ან უსამართლოდ გითხრათ რამე ან ათასი ბბლაბლალბა.. შეიძლება თავიდან გაბრაზდე, უცებ მოგინდეს რომ ყველაზე ცუდი რაღაც უთხრა და მიახრჩო: ) ნუ კარგით ეს მართლა გასაგებია... მაგრამ ცოტათი დრო რომ გაივლის.. ერთი დღე თუნდა ან ორი .. მერე უკვე სხვანაირად უნდა დავიწყოთ ფიქრი.. მერე რა , რომ ეს გააკეთეს, მერე რა, რომ უსამართლოდ მოგექცნენ რა ? არც არაფერი.. პირიქით უნდა გაგვიჩნდეს სურვილი, რომ ვაპატიოთ კი არა და მეტიც ისევ გვიყვარდეს ადამიანურად და სადმე რომ შევხვდებით არასასიამოვნოდ არ ვიგრძნოთ თავი.. ამით პირველ რიგში საკუთარ თავს ვცემთ პატივს..
არვიცი მე ასე მასწავლეს ბავშვობიდან ეკლესიაში და იქ აარარსებობს რამე ცუდი ესწავლებინათ ხო ? ასე რომ ზედმეტად ნუ გადაიმძიმებთ სულს ,ისედაც...
და ჰო.. ნუ გგონივართ სრულყოფილი და ზოგჯერ ძალიან კარგი.. სულაც არ... მეც ცოდვილი ვარ , როგორც ყველა, მეც მითქვამს ადამიანისთვის საშინელება ( tუმცა შემდეგ ყოველთვის მინანია .. ეს მომხდარა პირველად და უკანასკნელად ) მეც შეიძლება გამიფიქრია რაღაც ისეთი მთლად კარგი რომ არ არის, დამიცინია,მითქვამს ვინმეზე ცუდი, მაგრამ ისე რომ იმ ადამიანმა უფრო ადრე იცოდა ვიდრე სხვას ვეტყოდი არის ხო განსხვავება? :) მაგრამ...( ოხ ეს მაგრამ ) არასდროს დამვიწყნია ღმერთი, არასდროს გამიცია საიდუმლო, არასდროს მიღალატია , მითამაშია ვინმეს გრძნობებით, ან მითვალთმაქცია.. ისედაც რასაც ვგრძნობ ყოველთვის სახეზე მეწერება და ყველა ხვდება ვის მიმართ როგორ ვარ განწყობილი.. გრძნობების დამალვა არასოდეს მეხერხებოდა..
არავინ იცის ის დღე როდის მოვა რომ წკაპ და აღარ ხარ.. იქნებ დღეს? იქნებ ხვალ? იქნებ ძალიან დიდი ხნის მერე ან იქნებ არც.. ზუსტად ამიტომ მინდა მე პირადად რომ ვიყო ჩემს თავთან გულწრფელი და ის ვიგრძნო რასაც ვგრძნობ და ის ვთქვა რასაც ვფიქრობ, თუ გინდათ დებილიაო, შტერიაო თქვით.. მირჩევნია ასეთი შტერი ვიყო..
დღეს ეკლესიიდან სახლში რომ მოვედი ერთს მივხვდი რომ აღარასდროს ვეცდები ჩემში რამე შევცვალო , რასაც ადრე ვცდილობდი , მაინც არ გამომივა და ტყუილად ნერვებს დავიმახინჯებ :) რაც ვარ ეს ვარ რა.. ვიღაცას ვუყვარვარ, ვიღაცას არა.. ვიღაცა მაფასებს , ვიღაცა არა.. ვიღაცას ჩემი ნახვა უნდა , ვიღაცას საერთოდ არა.. არაუშავს.. მე მაინც გაგიღიმებთ..
მიხარია.. მიხარია რომ იქ მაღლა ყველაფერი იციან, რომ სულაც არ გამხსენებია ის სიტყვები , რაც მისურვეს გამხსენებოდა, რომ ყველაფერი მაინც სამართლიანობას უბრუნდება და რომ არსებობთ :)

Saturday, September 6, 2008

ტერენტი გრანელი.. ( daaaan mikvars.. chemtan kvelaze axlosaa da albat imitom)

სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან-
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
_________________________________________
**
ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!
თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!
ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!
_______________________________________________
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე
,მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
___________________________________________
* *
ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა
და ეს ამბავი მან არ იცოდა.
მე ისევ ვეძებ გულისთვის საფლავს,
მე ისევ ვეძებ მარადისობას.
დადგა ოცნება, როგორც სამარე
და სურვილები ზეცას მოება.
ჩემს სულს წყურია თეთრი სავანე,
ჩემს სულს წყურია უსაზღვროება.

ვიგრძნობთ სამყაროს მხოლოდ მე და მზე,
და იმედებიც ჩემთან იქნება.
მე ისევ ვფიქრობ სხვა პლანეტაზე
და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება...
_______________________________________________
ქალის აგონია
(თ. რ.)
დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა. :(
მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა,
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.
მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი :)
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.
სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე.....
ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს,
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.
შენი ლოდინი სანამდი დასტანს,
ანდა სანამდი იქნები წმინდა.
რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა. :(
ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,
ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი.
შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის,
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.
დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა...
______________________________________
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.
მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.
მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე, ვიცი, გამაწამებს.
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.

Friday, September 5, 2008


ადრე ვწუწუნებდი წერის სურვილი არ მიჩნდებათქო.. ახლა პირიქით ვარ.. თურმე როცა თავს ზედმეტად კარგად გრძნობ , მაშინ ვერ გადმოსცემ სწორედ.. აი ამიტომ არ მდომებია .. .. .. ..
დილით ცოტათი ნერვები მეშლებოდა ამდენ უსამართლობაზე და ამოვაფრქვიე თითქოს, გამიარა.. საერთოდ ყველანაირი წყენა ადვილად მივლის ეს ნაკლია ვითომ ?


რა მინდოდა ახლა მეთქვა: ) აუ აი რაღაცნაირ ხასიათზე ვარ.. რა მჭირს არვიცი... თუ ბათუმში ჩავედი ოთხშაბათს, ღამე დავდგები პლაჯზე და ვიყვირებ აი აი იმხელაზე რომ აქ გაიგონებთ ფრომის.. გადავიტვირთე და დაცლა მჭირდება, თორემ გადავიწვები..



დღეს ელენეს ვეუბნებოდი , რომ რაღაც წინათგრძნობა მაქვს, აი რაღაც რომ მოხდება .. არვიცი კარგი? ცუდი? მაგრამ მოხდება.. ბავშვობიდან ვერ მოვიშალე ეს თვისება თუ რავიცი რაც ქვია, მაგრამ ყოველთვის მართლდებოდა.. სანამ ბაბუა გარდამეცვლებოდა რამდენიმე დღით ადრე რაღაც ჩამწყდა თითქოს და გავიგეთ კიდეც.. სანამ მამას კიბო დაემართებოდა, წინა პერიოდში სულ ეკლესიაში მინდოდა ჩემთან ერთად ყოფილიყო და ქობულეთიდან რომ ჩამოვიდა, გადაღებულ სურათებს შევხედე .. გამაჟრიალა... რამდენიმე დღეში აღმოჩნდა კიდეც ეს საშინელება, მაგრამ გადარჩა.. ძალიან ბევრი ვილოცე, მთელი დღე , სამებაშიც ავედი სულ მარტო .. ვტიროდი.. და გადარჩა... ეხლაც რაღაცას ვგრძნობ ოღონდ არავიზე , მხოლოდ ჩემ თავზე, აი თითქოს ან ძალიან ბედნიერი ვიქნები ან ძალიან უბედური და ნეტა პირველი იყოს .. ან ნეტა საერთოდ მეჩვენებოდეს.. მაგრამ არაასდროს მომჩვენებია.. დაჟე ადამიანებზეც მჭირს.. 2 იანვარს ვიყავი ასე ზუსტად .. ღამე დაქალთან დავრჩი და ვგრძნობდი რომ რაღაც მოხდებოდა ჩემს თავს , ზუსტად ვიცოდი რომ ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა და წავიდა კიდეც.. მთელი ღამე არ დამეძინა , აი რომ იცი ეს ესე იქნება და მაინც ვერ უვლი გვერდს.. და ვერც ავუარე შემდეგი თვეები :( ვიცოდი ყველაფერს მასეთი გაგრძელება ექნებოდა , მაგრამ დასასრული არა.. დასასრული არა..




როგორ მინდა ახლა მცხეთაში ჯვარზე ასვლა :( აი ძალიან, უცებ რომ დავხუჭო თვალები და იქ აღმოვჩნდე .. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი მსოფლიოში, რა იქნება მოხდეს სასწაული , მოხდეს რა..



დავხუჭე.....



გავახილე.........



ისევ აქ ვარ :( სასწაულების მაინც მჯერა :):):)
ადამიანებოოოოოოო ! ნუ შეიძულებთ ერთმანეთს.. ისედაც ყველას თავისი უჭირს.. ხელი შევაშველოთ და დავეხმაროთ რა.. ფლიიიიიიიიიიიიიიიიზ :)

არ უყუროთ ყველაფერს ზერელედ.. ნუ მოექცევით სხვას ისე, როოგორც არ გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ, თორემ მოგექცევიან და მერე კითხვა ''რატომ'' მხოლოდ თქვენს თავს დაუსვით და თქვენში მონახეთ... მე სულ ჩემში ვეძებ, არვიცი ეს კარგია,თუ ცუდი, მაგრამ რამე თუ მოხდება სულ ჩემს თავს ვეკითხები და ზოგჯერ ვპოულობ პასუხს, ზოგჯერ ვერც ვპოულობ.. თუ ვერ ვპოულობ, სხვას ვეკითხები, ის სხვაც ვერ პოულობs და მერე ვრჩები ასე კითხვის ნიშნით :)))) როგორც ეხლა.. დიიიდი კითხვის ნიშანი რომ მაწერია შუბლზე , ხედავთ? მე კი..

სარკეში :)



კიდევ ერთ საიდუმლოს გეტყვით რატომ ვარ ბედნიერი..



იმიტომ, რომ ყოველთვის , როცა ვგრძნობ ადამიანი უფრო მეტია ჩემზე, ან ცოდნით , ან ბედნიერებით, ან სხვა რამით .. სულ ვფიქრობ, რომ ეს კარგია :) ანუ ხდება რაღაც კარგი ჩემს გარშემო, ვიღაცას მაინც აქვს სრულლიად ბედნიერი სახე და ვიღაცას მაინც გაუმართლა.. ვიღაც მაინც იქნება აჟიტირებული და ვიღაც მაინც გაიცინებს უსასრულოდ :) ეს კარგიააააა, აი მართლააა , მითუმეტეს თუ ახლობელია.. რამდენს ვბოდიალობ ხო ? აეხლა ვინც ამას კითხულობს და ააქქამდეა უკვე მოსული ეი შენ ძალიან მიყვარხარ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გაინტერესებს მე რას ვფიქრობ..



ელე იცი რა გამახსენდა ? ქობულეთში რომ მომწერე ირაკლიმ სიყვარული ამიხსნაო და მთელი საღამო რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი.. ყველა გავაკვირვე ''შენ რაღა გიხარიაო'' ერთმა მითხრა.. ვიცოდი რომ ბედნიერები იქნებოდით, ზუსტად იმდღესაც მიგრძნო გულმა და იყავით კიდეც.. ორივეს რომ გიყურებთ სიყვარულის მჯერა.. ( ნუ ახლა ქორწილში სულ რაღაც სამი მოძრაობით შემიძლია მაგიდაზე აღმოვჩნდე მიფრთხილდი , თან სიტყვები: ''მეჯვარე ვარ , თუ პრობკა?'' )




ერთ დღეს ძალიან რომ ბევრი რამე გამახსენდება ყველაფერს დავწერ ფრომის..ყველას გპირდებით..............


ყველაზე უკეთ ეს მელოდია გადმოსცემს ეხლა როგორც ვარ.. გადმოსაწერი ლინკი:11 Insensatez (How Insensitive).wma
http://bin.ge/file/200103/11-Insensatez--How-Insensitive-.wma.html





მომეშვას..გრრ!!


ვაააჰ.. დავწერ ახლა იქნებ გულზე მომეშვას...
სულ ერთი ოცნება უნდა ამსრულებოდა და ისიც არ.. დემნ.. წუწუნს აზრი არ აქვს. ყოველ დღე თავის ტკივილი გაგონილა? უკვე ერთI თვე სრულდება ესე ვარ თავის სიცხეებითურთ , შევეჩვიე.. მე ხო ყველაფერს იოლად ვეჩვევი.. ადამიანი მიჩვევა ვარ, და ისა დღეს კიდევ ერთხელ მითხრეს საკუთარი თავის ფასი არ იციო.. აუ კარგით რააააააა.. სუფთა დებილი ვარ ( თვითაღიარება ) აი რამხელა დეებილი იცით???? ძალიან რომ აწყენინებენ, უაზროდ რომ ეჩხუბებიან და აი აი აი ყველაფერ ცუდს რომ გაუკეთებენ, ცხვირწინ ააცლიან ბედნიერების ნაწილს და მაინც რო პატიობს და ეს ოხერი ზიზღის გრძნობა არ უჩნდება ბლა.. უკვე ყელშია.. აი გავიღვიძებ და ვიტყვი : '' ანი არ დაიღალე იმით ცხოვრებით ''არიქა სხვას არ ვაწყენინო'' ? და ვინმე ფიქრობს შენ არ გაწყენინოს? თუ.. მორჩა დღეიდან ახალი ცხოვრება'' ამ სიტყვებით დიდ გულზე ავდგები, ვიცვამ, შევჭამ .. გავდივარ და ბრახ !!!!!!!!!!! ისევ იგივეს ვაკეთებ, ისევ ვიღაცის ხათრით რაღაცა.. ისევ პატიება.. ნეტა როდემდე ? როდის გავიზრდები ?? დღეს ისე მომინდა გაზრდა, ისე მომინდა მეც სხვებივით ჩემი მესთვის ვიცხოვრო, არ aღმოვაჩინო კარგი და მერე ჩემი ხელით სხვას არ ვაჩუქო.. ჰო ისიც გამახსენდა ერთმა ადამიანმა მითხრა ჩემ თავთან მართალი ვარო აუ კარგი რაააააა, რატომ გეზარებათ ჩემ ადგილასაც წარმოიდგინოთ თავი, აბა ერთ წამს მოიხსენით ზარები და დადექით, არ ფიქრობენ სხვას რა დაუშავეს , არა რას ამბობ... ამას ვერავინ მიხვდება მაინც მარა უოთევა მე ხო ვხვდები .. მე ხო კიდევ ბევრ რამეს ვხვდები და არვამბობ :(:(:(:( ძალიან ბეეეევრი ადრე მომხდარიც ხო გავშიფრე და გულში ჩავიკალი.. ამასაც ხო ჩავიკლავ... და ჩემი გული გახდება ერთი დიდი სასაფლაო...მეტი არაფერი..
თუმცა რა ? ვისაც რა გაგეხარდებათ ის იძახეთ ჩემზე.. თუ გინდათ ყველაზე ცუდი ვარ მთელს მსოფლიოში, ტუ გინდათ მე მე მე მოვკალი კენედი !!!! მე დავუსვი ჩემ თავსაც წერტილი.. ხო მასეა.. ოღონდ თქვენ გულებს უხაროდეთ და არ შეგეწინააღმდეგებით არავის.. რატომ ? იმიტომ, რომ ძალა აღარ დამრჩა ყველას ვუხსნა აი ეს რატომ ვთქვი, სინამდვილეში რა მინდოდა მეთქვა და ა.შ. მაინც ყველა იმას იგებს, რაც უნდა რომ გაიგოს ..

ჰო კიდე შეგიძლიათ დამაბრალოთ რაც გინდათ, როცა გინდათ, ვისთანაც გინდათ.. დაე თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე ვიღაცა იძახდეს ცოდოა რა დაგიშავაო და თქვენი პასუხი იყოს ''არც არაფერიო'' და მერე იყავით თქვენ თავთან მართლები !
ბედნიერი იცით რატომ ვარ ? არასდროს მგონია, რომ ყველაზე მართალი და წმინდა არსება გავჩნდი, რომ მე ყველაზე საღად ვაზროვნებ და რომ მე მე მე ყველაზე მაგარო ვარ.. აი ამიტომ ვარ ბედნიერი..
და საერთოდაც... სულ ერთი ოცნება უნდა ამსრულებოდა სულ ერთი !!!!!!!!!!! და ისიც არ..




ese mgonia es simgera chemze dateres : ))

გადმოსაწერი ლინკი:'.mp3
http://bin.ge/file/200018/-.mp3.html


Она идет по жизни, смеясь.
Она легка, как ветер, нигде на свете
Она лицом не ударит в грязь.
Испытанный способ решать вопросы — как будто их нет
Во всем видит солнечный свет!
Она идет по жизни, смеясь.
Встречаясь и прощаясь,
Не огорчаясь,
Что прощанья легки, а встречи на раз,
И новые лица
Торопятся слиться
В расплывчатый круг
Как будто друзей и подруг.
Она идет по жизни смеясь.
В гостях она — как дома,
Где все знакомо,
Удача с ней — жизнь удалась.
И, без исключенья,
Все с восхищеньем
Смотрят ей в след и не замечают,
Как плачет ночами
Та, что идет по жизни смеясь…


calm down :)








Thursday, September 4, 2008

ისევ ზანგური..:*

ცა მეტი

შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრუ რწმენა,
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;


ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდა წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი ტოტებს იფხანს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა _ მეტს.
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე............



მთვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია.
ფეხი მე არა, ქუჩას ერევა,


შენთან მოვდივარ, დღეს ცამეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა
ღრუბელმა არა, გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგ მაისის ცამეტი მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი...
ჩევწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ზღვა მეტს გვპირდება ალერსს,
საღამოს მზე მყავს _ ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით.
თარს დღეს შევრიგდით რატომღაც _ ცამეტს.
კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით,
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს;
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით.
დეკემბრის ცამეტს შეგვცივდა, მახსოვს!
და ჩვენს ქუჩაზე ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.




შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრუ რწმენა,
რომ თარსი რიცხვია ცამეტი..................

სსუუუუ..!


სუ.. !! ჩაეძინა ახლა თითქოს ყველაფერს და ნუ გააღვიძებთ .. ! იყოს ასე მშვიდად, უძრავად ხო ? დაანებეთ თავი და ნუ შეეხებით, ნუღარ ატკენთ, აღარ არის საჭირო რამის გარჩევა , აზრების ფრქვევა ჩაეძინა და მორჩა ..
არ გააღვიძოთ ..

Tuesday, September 2, 2008

ლალალა :)

აჰა ეს სიმღერა და ისწავლეთ , ტრაგედიებს რომ ქმნით ხოლმე ჰეჰ წეღან ვათვალიერებდი და ვიპოვნე რამდენი ხანია აღარ მომისმენია.. მეზარება იმის დაწერა დღეს რა მოხდა , ან გუშინ, ან იმის წინ ან რამე.. ძალიან მეზარების.. მე მაპატიეთ..
მოკლედ
მოუსმინეთ..





http://files.ge/file/325384/Kelly-Family---Best-of-Kelly-Family---11---Please-DonAt-Go-mp3.html





''ნუ დაეცემი''


მმ... ამაყენებს ვინმე ?