Monday, December 29, 2008

მივდივარ.. (happy NEw Year blog.. )


ბლოგგგ ბაკურიანში მივდივარ და ძალიან ბედნიერი ვარ:)

ბეეევრი თოვლი..

ბეეევრი სიმღერა..

და ბეეევრი სიცილი :)

თეთრი რელსები - მთიდან ვეშვებით:)

მომენატრებიიი..

და ისა ..

ხო, მართლა..

Happy New year:)


__________________


2008...

იყო კარგიც, იყო ცუდიც...

ბევრი სიცილიც , ბევრი ტირილიც :)

ნუ რაც იყო იყო...

let the dead past bury its dead :)


2009- welcome :)

ეს წელი ყველაზე ლამაზი იქნება:)

მთავარია გჯეროდეს;)
და რაც ყველაზე მთავარია:
:bodial: :bodial:
tchuus..

Sunday, December 28, 2008

.სულელი.. სულელი ანი


სხვა რამე კი ეეწერა, მაგრამ.....

არაუშავს

არ არის

პრობლემა

უჟე ვსორავნო..

Saturday, December 20, 2008

ვსო ბუძიტ..


ჰო..
ესეთი , თუ არა ..
ამაზე უკეთესი მეყოლება ,
თან ბევრი: ))
დიახ
დიახ:)
მოვუვლი :*
ვუმღერებ :*
ზღაპრებს მოვუგონებ :*
ყველაფერს შევუსრულებ *
ჩავეხუტები და ყველა პრობლემა დამავიწყდება :)
და ძილის წინ ვაკოცებ :*
ვიტყუები.. მარტო ძილის წინ არა : ))
მმმმ...

Monday, December 15, 2008

მე რომ ..


მე რომ მიყვარს ,

ძალიან რომ მიყვარს

ისე თოვდა დილით

და ისეთი ბედნიერი ვიყავი ზუსტად

მე რომ მიყვარს

ძალიან რომ მიყვარს..

Sunday, December 14, 2008

ддт - ночная пьеса

მომეწონა:))
გადმოსაწერი ლინკი:Ддт_-_Ночная_Пьеса.mp3
http://www.link.ge/file/168488/--------------------------------.mp3.html



Рождество, ночная пьеса, декорации из леса
Клюквенный сироп из крови, да приклеенные брови
Одиночество из глины, бутафория из тела
Души пенятся от мыла, на щеках прыщи от мела
Из папье маше - клише
Ватой - облака неволи, вот семья, а вот пещера
Недоученные роли, на пупах свернулась Вера
Марля снега, звезд софиты, разбежались неофиты
Режиссер кричит и злится, тоже хочется напиться
Посмотри на эти рожи - в чем-то все творцы похожи
Спонсор спит у Барби мертвой, целлофан, тузы, шестерки
Крики, пыль, суфлер, фольга, ее куриная нога






За кулисой ждут войска с деревянными мечами
Вождь с прибитыми лучами чешет дулом у виска
Не победа а тоска не держава а...
Дан звонок, поплыли сцены, в зале грустная страна
Мрачно смотрит на Надежду,
Веру и Любовь, она
Мат стоит над Палестиной, рев зверей, гора картона
Роды, тайные причины, реют флаги из бетона
Все дары волхвов украли, ясли оружейной стали
Утащил голодный сторож, как сыграть нам пьесу Боже?!
Ослепительных приборов нужно больше, господа,
Чтобы толще засияла Вифлеемская звезда!!!
Электричество поели, да пожрали провода
Я грущу, смотрю спектакль, третьим планом в глубине
Заспиртованный младенец спит в петровской колыбели
Улыбается метели и подмигивает мне...

Friday, December 12, 2008

''ღამე''

მე, ბებია, ილიკო და ილარიონში ზურიკელა რომ ლექსს ამბობს ის გამახსენდა რატომღაც : )))))))))

''ღამე არის მთვარიანი, თოვლიანი ქარიანი.
ცრემლი მომდის სიხარულის,
მიყვარს ღამე სიარული...
მთელი ღამის უძილო ვარ,
სულ მთლად გადარეული ვარ... ''

:)))))))))))

Wednesday, December 10, 2008

Tuesday, December 9, 2008

მეშინია



კატებზე მეტად
ძაღლებზე
ქათმებზე
სიბნელეზე
მარტოობაზე
გველებზე
მიწისძვრაზე
უცხო პლანეტელებზე
ყვირილზე
სიკვდილზე
სიცოცხლეზე
ყველაფერზე მეტად
ძალიან მეშინია..


Monday, December 8, 2008

ნამდვილად არ ტყუის!!

ელენე ავიყოლიე და ვხალისობთ : )



ეს ეჰლა თავისთავად , ამას ტესტი-ც არ ჭირდება =)))))


წვიმა წვიმაო და აჰა: )) ეგრე აგიხდა ყველაფერი





ის აღარ წერია რა შავ ჭირად მინდა 3684 ცალმხრივად შეყვარებული იდიოტი : )) არ ჯობია მე ვინც მინდა იმას ვუყვარდე ა?ა ?ა ?ა ?აა ა?

ტესტი არ ტყუის =))



ძლივს მოვსულიერდი , რაღა ფიიიგ და არა სხვა =)) გავიგუდე იმდენი ვიცინე :))))))))))))))))))))))))))) ( ნუ რა იყო ამაში სასაცილო ეგ მარტო მე ვიცი )

Sunday, December 7, 2008

shopping ფორევა :))


დღეს ვიშოპინგე, თუ როგორც ქვია

სახლიდან გასვლამდე, როგორც ყოველთვის, დედაჩემმა გამაფრთხილა, ათას სისულელეს ნუ იყიდიო... მააგრამ გაფრთხილება გაფრთხილებათ დარჩა

არა რა.. შენს ფულს სულ სხვა გემო აქვს და სულ სხვა თავისუფლება

Saturday, December 6, 2008

eavici......


აჰა..
შემომიტიეს მიკრობებმა ..
არა და როგორ არ მინდა შევიცვალო და სხვანაირი გავხდე .. და როგორ მაიძულებენ..
მაცალონ რა..
მაცალონ, თორემ ვეღარ გავუძლებ, სამუდამოდ გადავდებ ამ ''მეს'' გვერდით და დავივიწყებ..
მმერე ვიცი არავის მოეწონება..
როგორ მინდა ვინმემ თავზე ხელი გადამისვას და მითხრას , რომ რთულად ვფიქრობ, რომ უფრო იოლადაც შეიძლება .. ამაზე ბევრად იოლად..რომ სულაც არ ვარ ცუდი ადამიანი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რომ

Friday, December 5, 2008

ძალიან მაგარია.. აი აი უკომენტაროდ: (

ვინც ვერ გაიგებს გადავუთარგმნი არ არის პრობლემა : )))



Я был совсем маленьким когда у нас в доме появился телефон - один из первых телефонов в нашем городе. Помните такие большие громоздкие ящики-аппараты?
Я был еще слишком мал ростом чтобы дотянуться до блестящей трубки, висевшей на стене, и всегда зачарованно смотрел как мои родители разговаривали по телефону.
Позже я догадалася, что внутри этой удивительной трубки сидит человечек, которого зовут: Оператор, Будьте Добры. И не было на свете такой вещи, которой бы человечек не знал.
Оператор, Будьте Добры знала все- от телефонных номеров соседей до расписания поездов.
Мой первый опыт общения с этим джином в бутылке произошел когда я был один дома и ударил палец молотком. Плакать не имело смысла, потому что дома никого не было, чтобы меня пожалеть. Но боль была сильной. И тогда я приставил стул к телефонной трубке, висящей стене.
-Оператор, Будьте Добры.
-Слушаю.
-Знаете, я ударил палец... молотком.....
И тогда я заплакал, потому что у меня появился слушатель.
-Мама дома? -спросила Оператор, Будьте Добры.
-Нет никого, - пробормотал я.
-Кровь идет?- спросил голос.
-Нет, просто болит очень.
-Есть лед в доме?
-Да.
-Сможешь открыть ящик со льдом?
-Да.
-Приложи кусочек льда к пальцу, -посоветовал голос.

После этого случая я звонил Оператору, Будьте Добры по любому случаю. Я просил помочь сделать уроки и узнавал у нее чем кормить хомячка.

Однажды, наша канарейка умерла. Я сразу позвонил Оператору, Будьте Добры и сообщил ей эту печальную новость. Она пыталась успокоить меня, но я был неутешен и спросил:
- Почему так должно быть, что красивая птичка, которая приносила столько радости нашей семье своим пением- должна была умереть и превратиться в маленький комок, покрытый перьями, лежащий на дне клетки?
-Пол, -сказала она тихо, - Всегда помни: есть другие миры где можно петь.
И я как то сразу успокоился.
На следующий день я позвонил как ни в чем не бывало и спросил как пишется слово fix.

Когда мне исполнилось 9, мы переехали в другой город. Я скучал по Оператору, Будьте Добры и часто вспоминал о ней, но этот голос принадлежал старому громоздкому телефонному аппарату в моем прежнем доме и никак не ассоциировался у меня с новеньким блестящим телефоном на столике в холле.
Подростком, я тоже не забывал о ней: память о защищенности, которую давали мне эти диалоги, помогали мне в моменты недоумения и растерянности.

Уже взрослым я смог оценить сколько терпения и такта она проявляла, беседуя с малышом.

Через несколько лет, после окончания колледжа, я был проездом в своем родном городе. У меня было всего полчаса до пересадки на самолет.
Не думая, я подошел к телефону-автомату и набрал номер:
Удивительно, ее голос, такой знакомый, ответил. И тогда я спросил:
-Не подскажете ли как пишется слово fix?
Сначала - длинная пауза. Затем последовал ответ, спокойный и мягкий, как всегда:
- Думаю, что твой палец уже зажил к этому времени. Я засмеялся:
- О, это действительно вы! Интересно, догадывались ли вы как много значили для меня наши разговоры!
- А мне интересно, - сказала она, - знал ли ты, как много твои звонки значили для меня. У меня никогда не было детей и твои звонки были для меня такой радостью.
И тогда я рассказал ей как часто вспоминал о ней все эти годы и спросил можно ли нам будет повидаться, когда я приеду в город опять.
-Конечно, -ответила она,- Просто позвони и позови Салли.

Через три месяца я опять был проездом в этом городе. Мне ответил другой, незнакомый голос:
- Оператор.
Я попросил позвать Салли.
- Вы ее друг? -спросил голос.
- Да, очень старый друг, - ответил я.
- Мне очень жаль, но Салли умерла несколько недель назад.

Прежде чем я успел повесить трубку, она сказала:-
- Подождите минутку. Вас зовут Пол?
- Да.
- Если так, то Салли оставила записку для вас, на тот случай если вы позвоните... Разрешите мне прочитать ее вам? Так... в записке сказано:
"Напомни ему, что есть другие миры, в которых можно петь. Он поймет." Я поблагодарил ее и повесил трубку.

Thursday, December 4, 2008

just....

რაო რაო?
რა მოხდაო?
მეზარება წერრა..
უბრალოდ ცუდია ალბათ დაბადების დღეზე სამსახურიდან რომ დაგითხოვენ.. არა მშვენიერი საჩუქარი რას ერჩი ? მე არა.. ჩემს ძმას მოუვიდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ? ჯობდა მე მომსვლოდა უარესი და იმას არა.. ყოველთვის მირჩევნია მე არ გამიმართლოს :) უფრო ნაკლებათ მტკივა ხოლმე :):)
პირველი გეგმა მანქანის გაყიდვაა.. ძლივს ნაყიდის.. ბჰეჰ..
ჰოდა გუშინ მაინც კარგი დღე იყო :)) ორ დაბადების დღეზე ვიყავი და ორივეგან მომღიმარი, თბილი გარემო :) დავლიე ?
არა, რას ამბობ :))

Tuesday, December 2, 2008

მერე არ თქვათ ქერა არ ხარო : )))

'image'


როოოოგორი ბედნიერი თვალები მაქვს : ) ნეტა რა მიხაროდა ასე გამალებით :))))

Monday, December 1, 2008

ქარჩხაძე - ''ქარავანი''

***
როცა ძალინ მოგენატრები მაშინ მოვალო, რომ დამიბარე, იმ წუთიდან მოყოლებული მუდამ ძალიან მენატრები. შენ ალბათ ამას ვერ ამჩნევ. გგონია, რომ "ძალიან" ჯერ არ დამდგარა. სინამდვილეში ჩემი ნატვრა თავიდანვე ზღვამდე იყო მისული. ჩემი ნატვრა "ძალიანაა" და შეუძლებელია რაიმე მიემატოს.


______________________________________________________________________


მმ.. ძალიან გავუტიე ..
თვალები მეცოდებიან : )
თან ეს შუა ღამეს კითხვა.. მნია მნია.. გემრიელია :)


ჰო, მართლა..
ზამთარი გამარჯობა.. :):)

Saturday, November 29, 2008

I can see..



რამდენ რამეს ვხედავ
და
არ ვამბობ..
nt nt ..
ოხ ეს november rain : ))) ამის გამო ღირდა წასვლა..
And when your fears subside
And shadows still remain,
ohhh yeahhh I know that you can love me
When there's no one left to blame
So never mind the darkness
We still can find a way
'Cause nothin' lasts forever
Even cold November rain..............................

Wednesday, November 26, 2008

ქაღალდის ნავი..



იყო ერთი ქაღალდის ნავი, წვიმის პატარა გუბეში ცურავდა , უყვარდა ცურვა , სიცოცხლე უყვარდა ... მაგრამ თითქოს ადგილი არ ჰყოფნიდა , უფრო მეტი სივრცე უნდოდა , უფრო მეტისკენ მიილტვოდა , უფრო მეტზე უნდოდა ეცურა...


ერთხელ ძლიერი წვიმა მოვიდა , ნიაღვარმა ნავი გაშლილ ზღვაში გაიტაცა,ნავს ოცნება აუსრულდა, ზღვას შეუერთდა , ბედნიერებისგან სულ გაგიჟდა - იგრძნო რა ეს ყველაფერი, აქეთ გაქანდა -იქით, მთელი ზღვა მარტო თავისი ეგონა, იმდენად ბედნიერი იყო , რომ შიში სულ გადაავიწყდა... მერე წამოვიდა ძლიერი ტალღა აიწია ,აიწია და ნავს ზემოდან დაეცა , როდესაც ნავი გონს მოვიდა მიხვდა , რომ გადარჩა , იფიქრა მაგარი ვარო და უფრო მეტი სითამამით დაიწყო ცურვა ,რადგან იცოდა გამარჯვებულს პასუხს არავინ მოსთხოვდა , მაგრამ მერე წამოვიდა უფრო დიდი უფრო ძლიერი ტალღა , ამჯერად ნამდვილად შეეშინდა ქაღალდის ნავს, მაგრამ სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო .........................................................


ნავი დაიშალა პატარა ნაფლეთებად და ჩაიძირა... მეორე ნაპირთან პატარა ნაფლეთებმა მიცურეს , მაგრამ ეს აღარაფერი აღარ იყო , მისგან ქაღალდის ნავი აღარასოდეს გაკეთდებოდა...............

JUST LAUGH...


laughing and laughing again ...

Sunday, November 23, 2008

პატარა უფლისწული..


ბავშვობაში იმდენჯერ წავიკითხე.....................

და არა მარტო ბავშვობაში :)

იმდღესაც გამახსენდა და..

___________________________________________________________________

'

'დიდებს ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო“, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!''


........................


''- მაშინ არაფერი გამეგებოდა! მისი საქციელისათვის უნდა მიმექცია ყურადღება და არა მისი სიტყვებისათვის. იგი მე სურნელებას მაკმევდა და ცხოვრებას მინათებდა. არ უნდა გამოვქცეოდი! მის გულუბრყვილო ოინებში მისი სინაზეც უნდა დამენახა. ყვავილი ხომ ისეთი ცვალებადია! მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სიყვარულის არა გამეგებოდა რა.''



........

- რამ მოგიყვანა აქ?
- ყვავილს დავემდურე.
- ა!..
და ორივენი დადუმდნენ.
- ადამიანები სად არიან? - ისევ იკითხა პატარა უფლისწულმა. - უდაბნოში ცოტა არ იყოს, მარტოობაა...
- ადამიანთა შორისაც მარტოობაა, - მიუგო გველმა.

....................


- შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ, ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხვა პატარა ბიჭი, და სრულებით არა მჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია. მაგრამ, თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის...
- მგონი მიგიხვდი, - თქვა პატარა უფლისწულმა... - ერთ ყვავილს ვიცნობ... მან, მგონი, მომიშინაურა...
- შეიძლება, - მიუგო მელიამ, - რა არ ხდება ამ დედამიწაზე.
- ო, არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, - თქვა პატარა უფლისწულმა.

.....................


- მშვიდობით... - უთხრა მან მელიას.
- მშვიდობით, - მიუგო მელიამ. - აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.
- თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
- თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის.
- თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
- ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, - თქვა მელიამ, - მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე...
- ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი...



.........

- ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას!

და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინa:

- როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს...

- მაშ იმ დღეს, როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან გიმძიმდა?

.....................................




- და როცა გამომიგლოვებ (გამოუგლოვებელი არაფერია ქვეყნად), კმაყოფილი იქნები, რომ მიცნობდი. შენ მუდამ ჩემი მეგობარი იქნები და მუდამ იცინებ ჩემთან ერთად. ფანჯარას რომ გამოაღებ და ცას ახედავ, სიხარული მოგეფინება... შენს მეგობრებს გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ, როგორ შესცინი ცას. „მე ყოველთვის შევხარი ვარსკვლავებს!“ - ეტყვი შენ მათ და ისინი იფიქრებენ, რომ შეიშალე.


...


სულაც არ არის ეს წიგნი ბავშვებისთვის.. ამაში ''დიდობაში'' დავრწმუნდი :)


hoda caikitxet laaaaaaaaaa : )))))


გადმოსაწერი ლინკი:patara uflistsuli.. ann...doc
http://www.link.ge/file/151364/patara-uflistsuli---ann--.doc.html




Monday, November 17, 2008

ყველა გზა..

ა მნე ვსორავნო-მდე მიიდის.. ექიმი-ც რომ იმას გეტყვის რაც არ უნდა მოხდეს არ ინერვიულოო...


ჰოდა გადავწყვიტე წიგნებს მივაწყდე.. როგორც ყოველთვს ვაკეთებ ხოლმე.. როცა არ მინდა რამეზე ვიფიქრო და ვინერვიულო გონება გადამაქვს და ვკითხულობ განურჩევლად ავტორისა, ჟანრისა...



ანი წინ ..


დროა ..


=))) a maklia? ho eg ukve vici :D

Friday, November 14, 2008

შკოლნიკობიდან...


სკოლაში ყოველთვის დავდიოდი: დიდი ჩანთით, რომელიც სავსე იყო წიგნებით, ზამთარში ჯაგა-ჯუგა ჩექმებით, ''შატლანკა'' იუბკით, პანამა ქუდით, ნუ თმა როგორც ყოველთვის გაშლილი.. მოკლედ ერთი დიდი სათვალე მაკლდა სრულ შკოლნიკბამდე..

ვსწავლობდი ყველა საგანს განურჩევლად, ამის და ჩემი ''დობრი'' ხასიათის გამო ყველა მასწავლებლის კუმირი ვიყავი :)))) აბიტურიენტობისას თითქმის არ მივლია, მაგრამ ძველი სიყვარულის ხათრით მაინც სულ ხუთებს მიწერდნენ.. ( ra chirad mindoda? ) =)) ჰოდა ბევრი ''სწერვული შპილკების'' ატანა-ც მიწევდა, მაგრამ არ მადარდებდა საერთოდ..


მმ.. პირველად ''პაკლონიკი'' თუ რაც ქვია მეორე კლასში მყავდა :))))))) ფილმში გადამიღეს და რეჟისორის ბოვშს ''მოვეწონესავით'' =)))))) ჩემზე ცოტათი დიდი იყო.. დედაჩემს ეუბნებოდა ცოლად უნდა მოვიყვანოო.. ჩემს სკოლაში გადმოიყვანეთ და დავიცავ ყველასგანო.. რა სულ დაცვა მჭირდებოდა..

დღის რეჟიმი : სკოლა, ფიზიკა, ცეკვა, მუსიკა , ინგლისური.......

არასოდეს მაინტერესება სხვა უწი-პუწი რაღაცეები..

მომწონდა ის , რასაც ვაკეთებდი.. მომწონდა ჩემი მეგობრები... განსაკუთრებით ვაფაანატებდი ძმაზე, როგორც ეხლა :) ))) სულ იკას ძმაკაცებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს.. :))) უბანში ვმეგობრობდი ორ ''ვზროსლ'' გოგონასთან, რომლებიც სულ მჩაგრავდნენ და გიორგი მიცავდა :)))))


მეცხრე კლასში სერიოზულად ამიხსნეს სიყვარული. თავიდან ვერ გავიგე რა უნდოდა , ვისი ჩუსტი იყო.. რაის სიყვარული ? =)) არ მინდოდა წყენოდა და ი ცუდი არაფერი მითქვამს... ფანტაზიას რა ვუთხარი თანხმობად ჩათვალასავით და მიჰქონდა მერე ტვინი რამდენიმე თვე უაზრო ბოდიალით :))))))) საბოლოოდ, (როგორც ხშირად ხდება) ნერვებმა მიმტყუნა და ძალიან ცუდი რანცხეები ვუთხარი :">


(რამდენიმე წლის წინ შემხვდა ვაკეში საკმაოდ თბილად და რაღაც ნიტოდ ვიგრძენი თავი :))))





სკოლის პერიდი გამახსენა ''პანამამ'' დღეს აღმოვაჩინა დილის 7.30 ზე ... დაბინდული თვალებით ვეძებდი ''რამე ქუდს'' და ვერაფერი ვიპოვნე ამის გარდა..
გული მწყდება, რომ მაშინ ელენეს არ ვიცნობდი.. უფრო ფერადი იქნებოდა ყველაფერი ჩემთვისაც და იმისთვისაც:)

Wednesday, November 12, 2008

გოდერძი ჩოხელი..

ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ:
(:რამდენიმეს დავწერ :)

1
- უკაცრავად. თქვენი სახელი?
- გოჩა.
- გვარი?
- ჩიფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .
2
- მართა პირველი.
- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
- მართლაა!
- ძალიან მომწონს.
- უი, დიდი მადლობა.
- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
- არა, მე გათხოვილი ვარ!
4
- რომელ კლასში ხარ ლადო?
- მეოთხეებში გადავდივარ.
- რა ნიშნები გყავს?
- რავიიი!
- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?
- ორებს კი არა, ისაა.
- მაშ, რა ნიშნები გყავს?
- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.
- რა გვარი ხარ?
- წიკლაური.
- შეყვარებული ხომ გყავს?
- შეყვარებული არა, ისაა!
- მე რომ მითხრეს ჰყავსო?
- არაფერიც.
- შენი კლასელია?
- ვინა?
- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
- არავინაც არ მიყვარს.
- მე რომ მითხრეს?
- რა გითხრეს?
- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა..
5
- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.
- რა ასაკი.
- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .
- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.
- მერე?
- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.
- რატომ, არ გიყვარდათ?
- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
- მაინც?
- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?
- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?
- გააჩნია, რა შემთხვევაში.
- ხომ გითხარი?
- რა მითხარით?
- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.
- შერიგებას არ აპირებთ?
- ვისთან, იმასთან?!
- უკაცრავად.
- არაფერზე.
- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
- ვისზე ამბობთ?
- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.
- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.
- მერე რა უთხარით?
- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.
- მერე რა გაარკვიეთ?
- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.
- და ვეღარ შეხვდით?
- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.
- არ მოვიდა?
- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
- და აღარ გჯერათ?
- არავითარ შემთხვევაში.
- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.
7
- ჩემი სახელია აპოლონი.
- გვარი?
- მღებრიშვილი.
- სად მუშაობთ?
- იქ.
- სად იქ?
- ნუ, რა საჭიროა?
- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?
- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.
9
მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე.
ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის, მკითხველო?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.
და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

Monday, November 10, 2008

პარრამ.. ( just _ ra )


პარარამ.. ბლოგს გადავხედე და რამდენ ნეგატიურ-მელანქოლიური პოსტები დაგროვილა:)) და რამდენი მიბოდიალიაააა..

მისამართი ძალიან ცოტამ იცის , ( კიდევ კარგი ) ჰოდა მშვენიალური:) არაა საჭირო ყველამ ყველაფერი იცოდეს.. რაც მეტი იცი , მით მალე ბერდები, ვზრუნავ რომ არ დაბერდნენ ;))

დღეს ფსიქოლოგიის ლექტორმა ''დღიური '' ახსნა და გვთხოვა შემდეგისთვის თქვენი ჩანაწერები მიოტანეთო.. არ ვაპირებ ნამდვილად :)) რატომღაც დავდგე 750 ბავშვის წინ და ...
ნუ უოთევა: ))
არა და მორჩა :))

დეკემბერში 'აიესეკის' პროგრამაზე უნდა გავიდე და თუ გავიმარჯვებ წამიყვანენ ატაში =)) ნუ საზღვარგარეთ.. ნეტა მოხდეს .. მოხდი რა, მოხდი გეექეწები რა =)) მე და ელე გაგვიშვით ფლიიიიიიიიიზ :) წარმოდგენაც არ მინდა იქ რეებს გავაკეთებთ =)) უკვე მეცინება..
თუ არ გაგვიშვებთ აქაც მშვენივრად ვერთობით :)


ახლა ჩემი ძმის მეგობარია მოსული და იმდენს ლაარაკობს,წაიღო ტვინი .. არა და ვმეცადინეობ , რაღაცეებს ვწერ , სად არის შეგნება იმისა, რომ მაცალოს:) ისევ იკამ უთხრა მეცადინეობს წავედითო, მგონი გმიმართლა.. ყოველთვის მჯეროდა ჩემი ძმის :)) იკაააააა ჯიგარი ხარ =)) ძლიიიივს არ წავიდააა.. აუ თავი ამტკივდა... ვის ოჯახშიც ეს შევა.. :D

არაფერი აღარ მეწერინება ისეთი რამეს რომ გავდეს.. არცაა გასაკვირი, იმდენია სამეცადინო საიდან დავწყო არვიცი.. თან ისე მეზარება,როგორც აარასდროს..

როგორც ყოველთვის , ყველაფერს მივედ-მოვედე=))

Sunday, November 9, 2008

გაბრიელ გარსია მარკესი..

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთი ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ.
დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას.

ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს.
ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც.
ღმერთო, თუ გული მექნებოდა მმთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა.
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა...
არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.
ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ სძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახვებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხნო... დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას.

ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება..

ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი ”მიყვარხარ”, თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი...ყ

ოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ. .....

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა ”ვწუხვარ”, ”მაპატიე”, ”გეთაყვა”, ’”გმადლობთ” და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცით............
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის...............

Saturday, November 8, 2008

Once..

ჩემსავით წვრილი ხმა აქვს :D და მე მომწონს :)

POKEMON :)

პრეზენტაციამ პოკემონებზე სრული კრახით ჩაიარა..
არა და მართლა არ გამოვიდა ცუდი, ბავშვებს მოეწონათ, მგრამ ლექტორმა ჯერ ვერ გაიგო საერთოდ რა იყო პოკემონი და სანამ გავაგებინე ........................... მე ძალიან ვიხალისე რაც მთავარია
ჰოდა
რამდენიმე წუთში მითხრა,ბოლო დროს ბედნიერი სახე გაქვს რაღაც იცინი ხოლმე და არ მომწონსო, ( კინაღამ წამომცდა მე დიდი ხანია თქვენი სახე არ მომწონსთქო , მაგრამ ნუ თავი შევიკავე , zრდილობა უპირველეს ყოვლისა ) არაფერი ვუპასუხე , ამით უფრო გათამამდა , ელენეც ზედ მიაყოლა და გააგრძელა .. ნიშანზე ეს ვერ იმოქმედებს ცუდად იმიტომ, რომ აქტიური ხარ ყოველთვისო..
ფეხებზე მკიდია თქვენი ნიშნები რით ვეღარ გაიგეთ???? რა შემიშლიდა ხელს, რომ სულ 90-100 ები მქონოდა? მარა რად მინდა , როცა ზედ მენგრევა ისედაც ყველაფერი.. :))))))))))

სხვას ჩემს ადგილას სურვილი-ც დაეკარგებოდა რამე პრეზენტაციის გკეთების , მაგრამ შემდეგ კვირას ძალიან სერიოზულ თემას მოვამზადებ, თავის ყველაფრით და ისევ ვიხალისებ

ჰო, მართლა ბოდიში , რომ ბედნიერი სახე მაქვს.. ბოდში , რომ ცხოვება მიხარია ზოგჯერ მაინც და ბოდიში რომ ვსუნთქავ..
მნე მართლა ვსორავნო ოღონდ

ელემენტარული ფსიქოლოგიაა, ადამიანი , როცა ძალიან ინერვიულებს რამეზე, მერე სხვა დანარჩენი უკანა პლანზე გადადის.. ამიტომა-ც , რეაქცია = 0

Friday, November 7, 2008

სანამ..


მივხვდი, რომ ბედნიერებას სანამ შენით არ გამoიგონებ, მანამდე ვერასოდეს იქნები რაც არ უნდა გქონდეს ცხოვრებაში..

ვერ იქნები სანამ:

კარგ ხასიათზე ყოფნისთვის დაგჭირდება მიზეზი..

სანამ არ გეყვარება ყველა, ვინც შენს მიმართ სითბოს გამოხატას..

სანამ არ დაინახავ სიხარულს ცხოვრების სრულიად უმნიშვნელო დეტალში..

სანამ თავს შეიწუხებ მეტის და მეტი მონდომებით და ცოტათი მაინც არ დაკმაყოფილდები არსებულით...

სანამ არ ირწმუნებ , რომ ბევრად უკეთ ხარ, ვიდრე შეიძლება იყო..

სანამ არ მიხვდები, რომ წვიმაში ქოლგა სრულიადაც არ არის საჭირო..

სანამ არ გეყვარება დამიანები ისე, რომ ტრაგედიად არ აქცევ..

სანამ ადამიანეთან ყოფნით არ გაიხარებ და რაიმე კარგს არ გაუკეთებ..

სანამ ადამიანს გვერდით არ დაუდგები..

სანამ იმაზე ფიქრში გალევ დროს, ვინ როგორ დაგიფასებს სიკეთეს..

სანამ სხვის ჯინაზე აააგებ საკუთარ ცხოვრებას..

სანამ იუმორით არ შეხედავ ბევრ რამეს..

მანამდე ბედნიერება ძალიან შორს იქნება :)

ჰოდა სანამ მანამ

და მანამ სანამ..

მე ბედნიერი ვარ !

ვოტ ტაკ..

ჩიორა ..


http://video.google.com/videoplay?docid=4628780659168014920






ძალიან თბილი ფილმია..
იმოქმედა
სულ მეკითხებით როგორი ბიჭები მოგწონსო ხო?
ჰოდა ჩიორასნაირი..
მართალია ასეთები თითქმის აღარ არსებობენ, მაგრამ თუ ვიპოვნი , არ გავუშვებ :) ფრომის..


Thursday, November 6, 2008

ანიმ გამოიდარა ..

მეხუთე გვაერთიანებს..






:)

:)

:)

:)

:)




I Can Show You The world..

Don't dare close your eyeees :))))))))))))))


Tuesday, November 4, 2008

სამდღიანი ''მეზარება''


სამი დღეა ''მეზარება'' ყველა და ყველაფერი :)
ლექციებზე-ც არ ვყოფილვარ,
სახლიდანა-ც არ გავსულვარ,
არავინ მინახავს..

ესეთ დროს მირჩევნია ყველას არ გადავდო ჩემი U-ხასიათობა და ჩემთვის ვიყო..


მაგრამ გაიარა..



ხვალიდან ისევ ისე ჯანზე ვიქნები ვგრძნობ :)))


ლექციებზეც წავალ..
რაც გავაცდინე იმასაც ვიმეცადინებ..
ყველას ვნახავ ..
ბევრს ვიცინებ..


და მაინც ვიტყვი, რომ


ცხოვრება მშვენიერია..




(ზოგჯერ უბრალოდ ამ მშვენიერების ასატანად ნერვები არ მყოფნის )









Monday, November 3, 2008

Here Comes The Sun..


წინა პოსტი იყო ბოდიალის კულმინაცია =))

მე თვითონ ვერაფერი გავიგე,

მაგრამ მთავარია მჯეროდეს..
ჰოდა ..

ორი დღეა დამიბრიყვა სევდამ=)))

ანი გამოდარების დროა..


And I say: it's all right :)

Saturday, November 1, 2008

:)


უცებ იმდენ რამეს მივხვდი..


ცოტა ადრე მივმხვდარიყავი ჯობდა..


მაგრამ არაუშავს.. .. .. .. .. .. .. .. .. .. ..

:)




განწყობა: აზრზე არ ვარ როგორი ......

ურეკიიიი.. (ისევ ურეკი..)




























ახლახანს მეღირსა სურათები სრულად და მიხარია=))


მართლა კარგი იყო..

Friday, October 31, 2008

Wish..





ბეეეეეეეეეეეეეეე, მიყვარხართ ყველა.. არა ვიტყუები ყველა არა :( მაგრამ ვინც კი კი =))






(აეუჰ.. )






დღეს ვინატრე :''რა მოხდება ,რომ რომელი დღეც მომინდება Reply-ს დავაჭირო და გამეორდეს ..


:)
ჰოდა მე ელენემ შოკოლადი მომიტანა უნივერსიტეტში და მნამნა იყო =))=))

Thursday, October 30, 2008

patience..

ბავშვობაში , როცა რამე მტკიოდა არასოდეს ვამბობდი .. ერთხელ მახსოვს მთელი ღამე გავათენე ისე ცუდად ვიყავი და არავინ გავაღვიძე.. ამ ყველაფერს იმით ვხსნიდი ხოლმე, რომ ვინმეს თუ გავაღვიძებდი შეეშინდებოდა, მერე მეც უფრო შემეშინდებოდა და უფრო ცუდად გავხდებოდი:)
სულელი .. სულელი ..
დიდობაშიც გამომყვა ეს თვისება .. ოღონდ ცოტა სხვანაირად:) ახლა ვციდლობ ჩემი უაზრო პრობლემები არ მოვახვიო არავის და მეგობრებთან, ახლობლებთან კარგ ხასიათზე ვიყო.. ოღონდ ეს იმდენად მაქვს სულში გამჯდარი, რომ თავისით ხდება.. თამაში არ მიწევს... საკმარისია ერთი მეგობარი მაინც დავინახო, ან ვინმე ,ვინც მიყვარს და ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ, რომ ყველაფერი მავიწყდება და ტკივილიც მივლის..
ზოგჯერ მეცინება ადამიანებზე, რომლებსაც გონიათ, რომ მიცნობენ:) არა და ადამიანის გაცნობა ესე ადვილი რომ იყოს.. გულისტკენა საერთოდ აღარ იარსებებდა:) ააააა ზოგი ისეთ თვისეებას მომაწერს, რომლისგანაც ძააააააააალიანნ შორს ვარ :) ზოგჯერ მნიშვნელობაც არ ვიცი =)) მაგრამ არ ვეწინააღმდეგები, აზრი არ აქვს და ყოველთვის მეზარებოდა იმის კეთება, რასაც წინასწარვე იცი, რომ არაფერი არ მოყვება.. არც ცუდი:) არც კარგი :)
არ მესმის ადამიანები სულ რომ რაღაცას ნანობენ ნანობენ ნანობენ.. და ამ სინანულში გადის მერე ცხოვრება;) ხშირად ავიწყდებათ , რომ სულ ვერ იცოცხლებენ, რომ ეს ცხოვრება არ არის + უსასრულობიდან - უსასრულობამდე ( მათემატიკა ჩემი ტკივილი ) ..
''ფეხებზეე მკიდია'' არ ვარ და ვერც ვერასდროს გავხდები, მაგრამ იმდენი ჭკუა მაინც მაქვს, რომ რაღაც სისულელეების გამო არ დავჯდე და არ ვიწუწუნო .. მაგალითად იმაზე, რომ რომელიღაც ლექტორს არ მოვეწონე და რაღა მეშველება.. კარგით რაააააააა .. მერე ნუ გეცინებაო :( =))
ბიჭო ბიჭო ბიჭო.. ბოლო დროს ნამეეეეეეეეტანს ვბოდიალობ და გამაჩერეთ ,
ან დამიხურეთ ეს ბლოგი=))
ან მოდი ნუღარ წაიკითხავთ :))))
ან.. ან.. ან.. ან ..
არა მირჩევნია ისევ აქ იყოს, ვიდრე ფურცლებზე:)


წეღან ''დრაფტებს'' გადავხედე და რამდენიაააა, ერთ ახალ ბლოგს გააკეთებდა კაცი=)) იმათ არ ვაქვეყნებ , ისინი ჩეეეემია , მარტო ჩეეეეემი ( არსად დამეკარგოს )

Wednesday, October 29, 2008

Everybody Needs A Friend..


*If One Day you feel like crying…Call me. I don't promise that I will make you laugh,But I can cry with you..
*If one day you want to run away–don't be afraid to call me. I don't promise to ask you to stop… But I can run with you..
*If one day you don't want to listen to anyone…Call me. I promise to be there for you.And I promise to be very quiet.
*But if one day you call…And there is no answer..
*Come fast to see me..
*Perhaps I need you..

Tuesday, October 28, 2008

. . . . . . . . . . . . . . . . . !!

ცუდადაა გონია ჩემი საქმე..
მარშუტკაში ვიჯექი.. როგორც ყოველთვის ვფიქრობდი რანცხეებზე და უცებ გამოვფხიზლდი თითქოს.. ფანჯარასთან დავინახე ქალი, ძონძებში ჩაცმული ძაღლით... ძაღლს უბრალო ნაჭრის თოკი ჰქონდა მობმული და ასეირნებდა..
უკან რომ მივიხედე (ნეტა არ მიმეხედა) ნაგვის ყუთთან იყო უკვე მისული და რაღაცას ეძებდა.. საწყალი სანახაობა იყო: (იმდენად ცუდად იმოქმედა , რომ თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე.. თავისით ჩამომდიოდა ცრემლები და საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ რას იფიქრებდა ან დამინახავდა თუ არა..
: (



ნოუ კომენტ..

Monday, October 27, 2008

გვეშველება რამე ?




მმ, დილიდან მიმართლებს ფაქტიურად
9ზე ექიმთან უნდა ვყოფილიყავი და 10ზე გამეღვიძა, მაინც წავედი იმ იმედით , რომ რიგი არ დამხვდებოდა.. ლექციებიც შემომეცდინა უაზროდ.. ვიჯექი მოსაცდელში და რომ მივხვდი აზრი აღარ ქონდა წამოვედი უკან... ნუ უკან რააა მეხუთეში . რა თქმა უნდა ვერ მივუსწარი, არა და მნიშვნელოვანი იყო:) ო! მერე ჩანთაში ჩხრეკის შემდეგ აღმოვაჩინე , რომ რაც ძალიან მჭირდებოდა სახლში მქონდა დატოვებული მერე ნერვები მომიშალეს , მერე მერე მერეე მერე... ............. .. ..


მოკლედ ერთადერთი კარგი ის იყო, რომ წვიმდა და ისევ მარტო მე დავდიოდი ქოლგის თუ რაც ქვია იმის გარეშე :) აბა გავიღიმეთ ( ყველა ბედნიერიაააააა ჩუუუუუზ :)


ეე.. ცხოვრების სრულიად უმნიშვნელო დეტალში შემიძლია ბედნიერება დავინახო და ცოტათი მაინც უხაროდეს გულს იქნებ კარგიც იყოს, რომ მეც ცხოვრებით უკმაყოფილო დავდიოდე და ყველაფერზე უაზროდ ვწუწუნებდე ა ? არ მესმის ასეთი ადამიანების და მომკალით:) თუ დაგენგრა თავზე ცხოვრება დადექი და ააშენე, თუ კიდე დაგენგრა კიდე ააშენე , მერე კიდე კიდე კიდე და ამასობაში გვეშველება რამე მე უნდა ავაშენო , პატაარა სახლი იქ ჩემთან :))) მმ.. სადაც ბედნიერი ვიქნები

ყველაზე ყველაზე ცუდი რაც დავინახე ის არის ,რომ ხალხს ცხვირწინ უდევს ბედნიერება და ვერ ამჩნევენ, მაინც გაუთავებლად რაღაცას ეძებენ ეძებენ კიდე ეძებენ:) ) ხან ახალს , ხან ძველს .. და ეს სიმწრით გამომეტებული სიხარულიც ვიღაც სხვას მიაქვს თავისთვის.. დგანან მერე და დასტირიან ცხოვრებას.. არა და ვინ იცის მეც გამომპარვია :) აწი ყურადღებით უნდა ვიყო


რა მეშველება.................არა და არ მინდა რომ მეშველოს, მერე ყველაფერი უაზრო გახდება :) ჩემს თავში რაც მომწონს ის არის, რომ ფარ-ხმალი რომც დავყარო მაინც ცალი ხელით მივათრევ

ნეტა საით?








I thought that love was just a word lalalalala

ააა ...როდესმე ხო ვიმღერებ ჩემ სიმღერას ბეევრი ბეეევრი ხალხი რომ იქნება იიიიიიქ ა?