Wednesday, November 3, 2010

გადაწყვეტილება.


... იქნებ წავიდე კიდეც სულ ერთი დღით სადმე შორს , სადაც იქნება წყნარი ზღვა, ლამაზი ბუნება და სიჩუმე. მხოლოდ სიჩუმეს გავიგონებდი ახლა .. ვიჯდებოდი ჩემთვის ნაპირზე და მთელი დღე არ მომწყინდებოდა ფიქრი შენზე . დავჯდებოდი, არც საჭმელს შევჭამდი არც რამეს დავლევდი . ასე მშიერი ვიფიქრებდი და ამით გავძღებოდი..
მეორე დღეს არ მომინდებოდა უკან დაბრუნება. ისევ ავდგებოდი დილით, და დავიწყებდი ფიქრს შენზე… ასე გაავაგრძელებდი სულ.. რამდენიმე დღე და მერე.. მერე ბუნების კანონის მიხედვით ვერ გავძლებდი მშიერი, სული გაძღებოდა შენზე ფიქრით, სხეული-ვერა… დავხუჭავდი თვალებს სიცივეს ვიგრძნობდი, საშინელ სიცივეს.. ფეხებიდან თავამდე, უცებ სრულიად აღარ შემეძლებოდა ცხოვრებაზე ფიქრი, ყრუდ გაისმებოდა ლამაზი ადამიანების ქვითინის ხმა.. მე ამას ძალიან შორიდან გავიგონებდი, შენ რა თქმა უნდა არ იტირებდი, შეიძლება გული დაგწყვეტოდა, ეს არ ვიცი, მაგრამ არ იტირებდი.. არასოდეს…. მე იმ ქვეყნიდან გადმოგხედავდი და დაგლოცავდი, არა მარტო შენ, ყველას ვინც ამას არ იმსახურებს იმათაც კი .. ივლიდი ერთხანს მარტო. შემდეგ გეყოლებოდა შვილები , შვილიშვილები და მე დაგლოდებოდი, დაგელოდებოდი მზესთან ერთად. გავიდოდა უამრავი წელი, მალე გაიღებოდა კარი და შენც გამოჩნდებოდი უკვე მოხუცი, უძლური, მე კი ისევ ახალგაზრდა და ჩვენ იმქვეყნადაც ვერ ვიქნებოდით ერთად..
ხედავ?! რამდენი რამ შეიძლება მოხდეს მე რომ ერთ დღეს სადმე წასვლა გადავყვიტო სულ რამდენიმე დღით…….. ერთმა უმნიშვნელო გადაწყვეტილებამ, შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. ვამბობ იმქვეყნად დაგიცდიდი-მეთქი და ამ ქვეყნად დაცდა მიჭირს.. ასე ვართ ადამიანები , ზოგჯერ გვგნონია რასაც ამ ცხოვრებაში ვერ გავაკეთებთ, იმქვეყნად შევძლებთ.. ან როცა რაიმეს ჩვენი სამშობლოსთვის არ ვაკეთებთ ხოლმე სხვაგან მიგვეჩქარება იქნებ იქ ვიღონოთო რამე.. ამაშიც ვცდებით ადამიანები.. ეჰ კიდევ რამდენ რამეში .. ვზივარ ახლა, ერთი წყნარი სიმღერისა და რამდენიმე შეკოწიწებული სიტყვის ამარა, ველოდები წამს წუთს საათს.. და არ ვიცი ხვალინდელი დღე რას მოიტანს , ან საერთოდ იქნება კი... ?!

:)

( არ მახსოვს როდის დავწერე, whatever )
:))