ნოდარ დუმბაძის მოთხრობები გამახსენეს :) :*

წავიკითხე და ცოტას დავწერ.. იმ ადგილებს რაც მომწონს..

''მზე''
-რა ამბავია?- ჰკითხა ზღვამ ოთახში შესულ მზეს
-ადამიანი კვდება! - უპასუხა მზემ.
-ასე უბრალოდ, კვდება და მეტი არაფერი ? -ჰკითხა გაკვირვებულმა zღვამ.
-ექიმებმა უკვე მიატოვეს. - თქვა მზემ და მხრები აიჩეჩა.
-შენ ნუ მიატოვებ, - უთხრა zღვამ.
-როგორ თუ ნუ მივატოვებ, ჩემი გაჩერება ვინ გაიგონა ?! - გაუკვირდა მზეს.
-ნუ მიატოვებ - გაუმეორა ზღვამ.
-მე რას ვუშველი, კვდება. ესეც არ იყოს, ადამიანებმა უკვე მიატოვეს.
-შენ ადამიანებს რას უყურებ, ადამიანები ძალიან ხშირად და ადვილად ტოვებენ ერთმანეთს. შენ თუ არ მიატოვებ , ადამიანი არ მოვკდება. ნუ მიატოვებ! -სთხოვა ზღვამ.
-არ შემიძლია. მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ხვალ ზუსტად ამ დროს მოვიდე კვლავ.-იმართლა თავი მზემ. ოთახიდან გავიდა, აივნის მოაჯირს გადაალაჯა და წავიდა.
- მიდიხარ ? - ჰკითხა ზღვამ.
-მივდივარ ! - უპასუხა მზემ უკანმოუხედავად.
..........................................................................................
- ყველაფერი ვარ მე, ადამიანი. - თქვა მან.
- მაჩვენე რა შეგიძლია! - გამოიწვია მზემ.
- მე შემიძლია, სულ გაგაქრო შენ, რადგან შენ ხარ ჩემში. მე შემიძლია ისე გავაკეთო, რომ შენ აღარ იარსებო ჩემთვის. თან ისე უბრალოდ, რომ გაგეცინება. - უთხრა ადამიანმა და თვალზე ხელი აიფარა. - მორჩა აღარ ხარ !
-თავხედი ყოფილხარ.- უთხრა განცვიფრებულმა მზემ.
- ვარ ! - არ უარყვია ადამიანს. . . . .
......................................................................................................................................................
'' ვინც ჩამავალი მზის მწვანე ნათელს დაინახავს, ბედნიერი იქნებაო, ასე ამბობენ. ''
......................................................................................................................................................
''მონატრება''
- მოდი ჩემთან ახლოს, - ვთოხვე გოგონას .
- იგი მომიახლოვდა.
- უფრო ახლოს მოდი, მინდა მოგეფერო და გულში ჩაგიკრა. შეიძლება ?
გოგონა სულ ახლოს მოვიდა. მე მკლავები გავშალე და გოგონა გულში ჩავიკარი. იგი თანდათან შემოვიდა ჩემს სხეულში და მე ახლა მას, როგორც სითბოს, ისე ვგრძნობდი გულთან.
- სად ხარ , გოგონა? - ვთქვი მე და გული ყელში მომებჯინა , ისე როგორც ბავშვებს ემართებათ ხოლმე საქანელაზე ქანაობისას. გოგონა გამოვიდა ჩემგან და მკერდში სითბო დამიტოვა.
.........................................................................................................................................................................
- მე ძალიან მძიმე ავადმყოფობა გადავიტანე. გულის ავადმყოფობა, შენ იცი რა არის გული?- მე მაქვს გული, მაცოცხლებელი გული, როგორც ყველა ადამიანს ისე, და მე ეს გული გამიტყდა, გამებზარა ამ რამდენიმა წლის წინ. აი, ნახე. გოგონამ თავისი ლამაზი, ვარდისფერი ხელი გულზე დამადო და მე კვლავ ვიგრძენი სითბო გულთან.
- ჰოდა , მე ახლა ყოველდღე დავდივარ ამ ყვავილოვან ველზე, რათა გული გამიმთელდეს. მე ახლა ცოტა უკეთ ვარ, მაგრამ დავიბრუნებ კი იმ ძველ სიმწვანესა და სინედლეს ?..
გოგონა არაფერი მიპასუხა. კვლავ ხელი შემახო მკერდზე.
-თქვენ არ ხდებით ავად?- ვკითხე.
- როგორ აარა, - გაიღიმა მან.
-თქვენ რაღა გემართებათ?
-ფერს ვკარგავთ, ვუფერულდებით, ვფითრდებით.
-მერე , როგორ წამლობთ ერთმანეთს?
-ფერს ვაძლევთ ერტმანეთს, ვეფერებით, ერთმანეთის ფერებში გადავდივართ.
-დღემუდამ და ბოლოს მარადიულ ფერში გადაგვყავს ერთმანეთი, ჩვენი პლანეტის სახელი თქვენს ენაზე დაახლოებით ასე ითქმის -- მარადიული ფერთა პლანეტა, კარგია?
-საოცარი !..... ...
.......................................................................................................................................................................
-მშვიდობით , ადამიანო ! - მითხრა მან.-მიდიხარ ? - ვკითხე და ტირილი მომინდა.-უნდა წავიდე, დედა მეძახის.-წამიყვანე, ჩემო პატარა, ლამაზო გოგონა, შენი მარადიული ფერების ქვეყანაში, წამიყვანე თან, შენ შემოგევლე...
-კი მაგრამ, დატოვებ შენ შენს სახლს და წამოხვალ ჩემთან , ადამიანო ?- გაუკვირდა გოგონას .
- თუკი გული არ გამიმრთელდება და მაინც უნდა მოვკვდე, განა სულერთი არ არის ჩემთვის?...... ... ...
.........................................................................................................................................................................
- მოიცა, არ წახვიდე , თუ შეიძლება ერთხელ კიდევ ჩაგიკრავ გულში და მოგეფერები. გოგონა მომიახლოვდა. მე მკლავები გავშალეე და გულში ჩავიკარი. იგი კვლავ შემოვიდა ჩემს სხეულში და მე ახლა მას, როგორც სითბოს ისე ვგრძნობდი მკერდში დიდხანს, დიდხანს ვიყავით ასე გატრუნული, თითქოს სულ მუდამ, მრავალ და მრავალ საუკუნეთა მანძილზე ასე გვეცხოვროს, მერე გავცალკევებულიყოთ და მრავალ საუკუნეთა შემდეგ კვლავ გვეპოვოს ერთმანეთI. ბოლოს იგი გამოვიდა ჩემგან. ამჯერად მისი გამოსვლა, როგორც ტკივილი, ისე ვიგრძენი მკერდში და გულზე ხელი დავიდე......................
.........................................................................................................................................................................
ყველაფერს აქ ვერ დავწერ ძალიან ბევრი გამოვა.. დანარჩენი ისე წაიკითხეთ.. ;)