
ასეა , თუ ისე 22 წლის გავხდი 27 ივლისს - გამთენიის ხანს.. : )))
რა შეიცვალა ?
თავი დიდი აღარ მგონია , ვსწავლობ 'თარგმანის ხელოვნებაზე' , დავამთავრე ბაკალავრიატი და პროფესია მაინც ვერ (არ) შევიცვალე :-)
ისევ მყავს უამრავი ლექტორი, თუმცა იდიოტები აღარ.
მეგობრები ? კი, მიყვარს.. ზოგმა გული მატკინა , ზოგმა -არა. ზოგს ძალიან ვუყვარვარ, ზოგს ალბათ არა. ახალი მეგობრებიც შევიძინე, თუმცა კიდევ შეძენის სურვილი დავკარგე :-)
ორი წელია ყველა ერთად ჩემს დაბადების დღეზე აღარ მინახავს. არა და როგორ მინდა ყოველთვის,მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ......... (ბანალური ფრაზა)
ვინც ჩემს მეგობრებს გული ატკინათ ისინი უფრო მეცოდება, ვიდრე მეზიზღება :-) ეს ალბათ კარგია : ))
სიყვარული ? გულით მეცინება ( არა, ვიტყუები ) : ))))))) მოკლედ .... ისევ ვერ ვუგებ.. უფრო სწორად , ვერ დავამთხვიე : )) იქნებ ჩემი ბრალია და ჯობია ის შევიყვარო, ვისაც მე..... კი არა და.. უოთევა.. მაინც მჯერა,რომ გაბრწყინდება ( იბერია არა )
ადამიანები ( მთლად ყველა არა) , კითხვა, ყურადღება, ზღვა, წვიმა, თოვლი, შოკოლადები, მაკდონალდსი ,ანიმაციების და ფილმების ყურება , ჩემი პლანეტა, ჩემი ბუ (მონსტრების კორპორაციიდან),ბაცნობა, საათობით დაკვრა - სიმღერა და კიდევ ათასობით რამ კიდევ უფრო შემიყვარდა.. განსაკუთრებით კითხვა რამდენიმე წიგნის ერთად : )) ალბათ უფრო ხშირად მიწევს გონების სხვა რამეზე გადატანა და იმიტომ.
ამ პერიოდში ხელსაქმე მიტაცებს : ))))))))))) ქსოვა მინდა ძალიან კარგად ვისწავლო : ))
ბუტია ისევ ვარ :-) ზოგჯერ ჩემ ბუტიაობას ვერ იგებენ და ამას ძალიან ცუდ თვისებად და ქცვად მითვლიან. არა და ეს ხომ უბრალოდ ბავშვობიდან გამოყოლილი თვისებაა, რომელიც მეორე დღეს მტოვებს ხოლმე :-)
მჯერა, რომ ადამიანების ბრალი არაფერია და გულს ეშმაკი გვტკენს. რომ ავადმყოფობა უნდა მძულდეს და არა თავად ადამიანი.
რომ ოდესმე ყველა მიხვდება რაც დააშავა და ინანებს..
რომ ისწავლიან სითბოს გამოხატვას და არ დაენანებათ ..
რომ შეძლებენ უფრო ადვილად დათმონ..
რომ ერთ დღსაც ყველაფერი შეიცვლება და რომ რამდენიმე უბედურების შემდეგ დიდი ბედნიერება გველოდება :-)
ერთადერთი ჩემ მხდალ ბუნებას ვერაფერი მოვუხერხე.. ძალიან მშიშარა ვარ და აღარ მომწონს ეს ამბავი: ))))) 'აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ , იქით გორასა ძვრას ვუზამ' ეჰ... ლომად გადაქცევაც ვერ მიშველის : ))))
'ოღონდ იმათ არ ეწყინოთ' ცხოვრებას მაინც ვერ შევეშვი :-) და ალბათ ეს სამუდამოა.
:ბლაბლაბლაბლაბლა: : )
რამდენიმე დღეში ზღვაზე მივდივარ და ყველაფრის ხალისი მომეცა: )) ალბათ ბლოგზეც იმიტომ ვწერე ამდენი : )) მიმაქვს ყველაფერი, რაც შეიძლება იქ გამომადგეს: წიგნები, ფურცლები, ფანქრები და ჩემი მუზები/ღუზები : )) ამ ყველაფრის ფონზე მინდა,რომ ისე გავერთო , როგორც არასდროს : ))
:-)