Tuesday, March 31, 2009

smile ?


გამიღიმეთ რა


ძალიან მჭირდება

Sunday, March 29, 2009

ინტრი_გა


მოთხრობის წერა დავიწყე..

აი ასე მომინდა, დამარტყა თავში რაღაცამ,

კი არა

და

აინთო პატარა ნათურა პიუმ პიუმ და დავიწყე..

ცოტას აქ დავდებ სულ სულ ცოტას.... (ინტრი_გა? :D )

ჯერ ისედაც 4 გვერდია მზად:)

მთავარია მუზებმა არ მიღალატონ და რაღაც გამოვა :)


:





გარეთ ისევ ფერადი იყო ყველაფერი და მზეც ისევ ისე ანათებდა პირდაპირ თვალებში.. ქუჩის ხმაური ნერვებზე მოცარტის რექვიემს უკრავდა , ამიტომ ყველაფერი მუსიკამ შეწყვიტა…....

დააკვირრდა თავისსავე სხეულის მოძრაობას და ნაბიჯების თვლა დაიწყო: ერთი, ორი….


გარშემო თითქოს ხალხიც შემოეცალა, ვერავის ხედავდა , საერთოდ ხშირად იბრმავებდა ხოლმე თვალს. მაშინ როცა არ უნდოდა რამე დაენახა, ან გაეგონა.

ნელ-ნელა სახლის კარს მიუახლოვდა, ცოტა ხნით გაჩერდა და უკან გაბრუნდა.. ალბათ ესეც იმიტომ,რომ ახლა თავი არ ჰქონდა ვინმესთვის აეხსნა, რატომ უვსებდა მზისგან აწითლებულ სახეს ცრემლები..



:)




p.s. ეს ცრემლები ბანალურად შეიძლება ჩაითვალოს ,მაგრამ რის გამოც ტირის ის არ არის ბანალური trust :)

Saturday, March 28, 2009

ესე რომ წავყვე?


არ იქნება ინოვაცია?
:)))))))))))))
I'm a happy dreamer :D

Wednesday, March 25, 2009


დეკორაცია იცვლებოდა შუქი ქრებოდა,

დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა,

მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა,

დარბაზში ტაში გრიალებდა აღარ წყდებოდა.

და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა,

მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა,

რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა

და რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა ..................




dzalian miyvars es leqsi, magram avtori vin aris ar vici :)

Tuesday, March 24, 2009

- - - - - - - - - - - -

- მაინც ყველა კვდება ბოლოს... ზოგი ადრე ,ზოგი გვიან

- .. ადრე ცოტა ცუდია ხო ?

- არც ისე..

Sunday, March 22, 2009

გურამ დოჩანაშვილი......


''მუსიკოსი''


საღამო სწორედ ისეთი იყო, ჩვენ რომ გვიყვარდა.


ჩვენ დავდიოდით ლამაზ ქუჩებში – ვაბიჯებდით ხეების და ფოთლების ჩრდილებს. ფეხს ვურტყამდით პაპიროსის ნამწვავებს, ჩვენდაუნებურად მზერას ვაპარებდით განათებული ფანჯრებისაკენ. იყო სასიამოვნო სიჩუმე, და გვესმოდა მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა. ეს ხმა გვსიამოვნებდა, არ ვიცი, რატომ... შეიძლება იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენი ნაბიჯების ხმა. ხმისამოუღებლად მივდიოდით. ალბათ იმიტომ, რომ გვსიამოვნებდა სიჩუმე, შეიძლება იმიტომ, რომ ლაპარაკს არ დაეფარა ნაბიჯების ხმა. ჩვენ გვსიამოვნებდა რაღაც. ეს ,,რაღაც“ იყო ლამაზი ქუჩა და სწორედ ისეთი საღამო, როგორიც გვიყვარდა. ჩვენ ჩავუარეთ სახლს, საიდანაც ისმოდა როიალის ხმა. ბგერები ჯარისკაცებივით მწყობრად და რითმულად მიდიოდნენ ზევით და ქვევით. ჩვენ გავცდით სახლს.
- იცი, რა? - მითხრა ნუგზარმა. - როდესაც ოდესმე კიდევ ჩავუვლი ამ სახლს, მექნება მოლოდინი, რომ გავიგონებ გამებს...
მე არაფერი ვთქვი – ვერ შევარჩიე პასუხი.
- შენც? - მკითხა მუგზარმა.
- ჰო, მეც... - ვთქვი მე.
- იცი, მე ზოგიერთ ქუჩაზე უფრო ხშირად დავდივარ. ასეთ ქუჩაზე მე ვცხოვრობ, ვსწავლობ ან უბრალოდ მომწონს ქუჩა...და დავდივარ. იმ ქუჩაზეც ხშირად ვარ...
რომელზე?
ის რომ ცხოვრობს...,,ის“ ერთი კარგი გოგოა, სიცილი და წითელი კაბა უხდება.
- იმ ქუჩებს კარგად ვიცნობ, - თქვა ნუგზარმა. მივდივარ და ყოველი ფანჯრიდან მოველი იმის მოსმენას, რასაც მივეჩვიე. რომელიმე ფანჯრიდან ხშირად გამოდის სიმღერების ხმა, სხვა ფანჯარაში ჩანს რომელიმე ნახატი, ზოგიერთი ფანჯრიდან მოისმის მაგნიტოფონზე ჩაწერილი მსუბუქი მუსიკა, ზოგიერთიდან გამების დაკვრა ისმის. მივდივარ ნაცნობ ქუჩებში და ყოველი ფანჯრიდან მოველი იმის მოსმენას და დანახვას, რასაც მივეჩვიე. ხანდახან მიკვირს, რატომ არ ისმის სიმღერა... ჩემი სახლის წინაც დადიან, ალბათ, სხვები და ესმით... ზოგს მსუბუქი მუსიკა ურჩევნია გამების მოსმენას, ზოგს პირიქით... ის ხმა კი, ჩემი სახლიდან რომ მოისმის, არავის არ სიამოვნებს. არავის, გარდა იმისა, ვინც უკრავს და კიდევ იმისა, ვინც იცის, რაშია საქმე.
რაა ეგეთი? - ვკითხე მე.
მოგიყვე?
მომიყევი.
ჩამოვჯდეთ და მოგიყვები.
ჩვენ რომელიღაც სახლის კიბეზე ჩამოვჯექით.
- ის ჩემი მეზობელია, - თქვა ნუგზარმა.
- მაშინ ყველანი მუსიკოსს ვეძახდით. ამ დაძახებაში არ იგრძნობოდა ის პატივისცემა, რომელსაც რატომღაც იწვევენ მუსიკოსები. ალბათ იმიტომ იწვევენ რომ არის მათში რაღა ც ისეთი, რაც აიძულებთ იყვნენ მუსიკოსები და არა.ვთქვათ... რა ვიცი, რამდენი სხვა პროფესიაა... ჰო, ამ დაძახებაში პატივისცემა კი არა, დაცინვა იგრძნობოდა. ალბათ, იმიტომ, რომ იმ ინსტრუმენტზე უკრავდა.
რომელ ინსტრუმენტზე?
- ვკითხე მე.
- ტუჩის გარმონზე უკრავდა...
ჩვენ ყოველთვის ვბრაზდებოდით, როდესაც ის უკრავდა... რაღა რატომღაც – წარმოიდგინე ტუჩის გარმონზე გაუთავებელი დაკვრის მოსმენა... ამ ინსტრუმენტის ხმას მეზობლები სხვადასხვანაირად ვეძახდით – სოგი წრიპინს, ზოგი ჩხავილს, ზოგიც წრუპუნს... უფრო ეს სიტყვა მიგვაჩნდა შესაფერისად – წრუპუნი. მას შეეძლო დაუსრულებლად დაეკრა თავის ინსტრუმენტზე. ეტყობოდა, რომ ძალიან სიამოვნებდა ეს. ის რაღაც სხვანაირად უკრავდა. რატომღაც ყოველთვის ირჩევდა სევდიან მელოდიას. უკრავდა ხანგრძლივი ჩაბერვით. ყოველი შესუნთქვის დროს ქრებოდა დიდი ძარღვი მის კისერზე. მკრთალი ძარღვი შუბლზე. და ასე გაუთავებლად... ეზოში მეორე მუსიკოსიც გვყავდა, ნამდვილი მუსიკოსი. ის ვიოლინოზე უკრავდა. ის უფრო ხშირად უკრავდა, მაგრამ არავინ ბრაზდებოდა – ის ნამდვილი მუსიკოსი იყო. მეზობლებიდან ზოგს მართლა უყვარდა ვიოლინო, ზოგს არა, მაგრამ ხმამაღლა მაინც ვერ გამოხატავდა საყვედურს – იცოდა, რომ ვიოლინო აღიარებული ინსტრუმენტი იყო. სამაგიეროდ, ისიც ყველამ იცოდა, რომ ტუჩის გარმონი არ იყო ასეთი ინსტრუმენტი და ყველა იძახდა, რომ ყურისწამღები იყო ეს ,,გაუთავებელი წრუპუნი“.
სიმართლე რომ ითქვას, ის არ უკრავდა ძალაინ ბევრს, არ უკრავდა გაუთავებლად :დაკვრა მაშინვე წყდებოდა, როდესაც გაისმოდა ვიოლინოს ხმა. ტუჩის გარმონის ხმა მაშინვე იკარგებოდავიოლინოს გაგონებაზე, თითქოს იმალებაო. მევიოლინე უკრავდა გამებს, რთულ პასაჟებს, მერე ეტიუდებს და მთელ კონცერტებს. ჩვცენ ვიყურებოდით იქით, საიდანაც მოდიოდა ბგერები და გვეჩვენებოდა, რომ ფანჯარა უკრავდა. როდესაც მევიოლინე ამთავრებდა დაკვრას, ეზოში ათიოდე წუთით სიჩუმე იყო. მერე შემპარავად იწყებდა დაკვრას მუსიკოსი. ისმოდა ლამაზი, სევდიანი მელოდია, მაგრამ ჩვენ მაინც გვეჩვენებოდა, რომ მისი ფანჯარა ,,წრუპუნებდა“. ყველა იწყებდა ლაპარაკს: იძახდნენ, რომ მუსიკოსმა გააჭირა საქმე, რომ წაიღო ყურები, რომ აღარაა მისგან საშველი...
ერთ დღეს ჩვენი ერთერთი მეზობელი შემოვიდა ეზოში და გაიგონა ტუჩის გარმონის ხმა. მეზობელს ვიოლინოც სძულდა. ის საერთოდ უკმეხი იყო და იმ დროს, მგონი, ცოტათი მთვრალიც. ,,შენ ეი, მუსიკოსო!“ - დაიღრიალა მან. ფანჯარაში მუსიკოსი გამოჩნდა. ,,რა გნებავთ?“ ,,გააჩერე რა, თუ ღმერთი გწამს, ნუ წაიღე ყურები“. ეს პირველად ხდებოდა, როდესაც მუსიკოსს პირში ეუბნებოდნენ საყვედურს. ,,რას გიშლით?“ - ჰკითხა მუსიკოსმა. ,,როგორ თუ რას!.. აღარაა მოსვენება“. მეზობელი ცოტათი მთვრალი იყო. ,,კიდევ კარგი, რომ მეორე ხელი არა გაქვს, თორემ ორ გარმონზე ერთად დაუკრავდი“, - თქვა მეზობელმა და მიმოიხედა – უნდოდა ჩვენს სახეებზე ამოეკითხა როგორ მივიღებდით მის ენამოსწრებულობას. ,,ერთი ხელითაც შემიძლია ორი გარმონის დაჭერა“, - სცადა ხუმრობა მუსიკოსმაც. ,,კიდევ კარგი, რომ მეორე ხელი არა გაქვს, თორემ ოთხი გარმონით დაუკრავდი!“ - დაიყვირა მეზობელმა, მოეწონა ნათქვამი და აღფრთოვანებით გამოიხედა ჩვენსკენ. პირველად ზოგს მოეწონა ხუმრობა, მთქმელიც კი.
მუსიკოსი ნაწყენი ჩანდა და ცდილობდა ეთქვა რაიმე. ვერაფერი თქვა და შებრუნდა ოთახში.იმ დღეს ყველანი ველოდით,როდის გავიგონებდით მისი ინსტრუმენტის ხმას, მაგრამ ფანჯარა დუმდა. მე ავედი მასთან და მორიდებულად დავაკაკუნე კარებზე. კარები მუსიკოსმა გააღო. მე შევედი ოთახში და ჩამოვჯექი სკამზე. ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით. ,,დაუკარით რამე, რა...“ - ვუთხარი მე. ,, მე არ მეგონა,“- თქვა მუსიკოსმა, - ,,რომ გაწუხებდით თქვენ... ალბათ იმიტომ, რომ ყველა ინსტრუმენტი მიყვარს“, ,,დაუკარით, რა,“- გავუმეორე მე. ,,ორივე ხელი რომ მქონდეს, ვიოლინოზე დავუკრავდი“, - თქვა მუსიკოსმა.ჩვენ დიდხანს ვისხედით ჩუმად. ,,მე არ შემიძლია არ დავუკრა“,- თქვა მუსიკოსმა. - ,,მე ძალიან მიყვარს მუსიკა. ისეთი კი არა, რომელსაც უსმენენ... ისეთი, რომელსაც თვითონ ჰქმნი“... მან დახედა ინსტრუმენტს: ,,ეს ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელზედაც შეუძლია დაუკრას ცალხელა კაცმა“.,,დაუკარით, რა“, - კიდევ ვთქვი მე.
მუსიკოსმა აიღო გარმონი, მიიტანა ტუჩებთან და ჩაჰბერა. მუსიკოსი უკრავდა ნაღვლიან მელოდიას. უკრავდა გრძელი ჩაბერვებით. შესუნთქვის დროს ქრებოდა დიდი ძარღვი კისერზე, მკრთალი ძარღვი შუბლზე. მერე ისევ ჩაბერავდა და... ისევ იბერებოდა კისერზე დიდი ძარღვი, ისევ ჩნდებოდა წვრილი ძარღვი შუბლზე... ეს არ იყო ,,წრუპუნი“, არც ,,ჩხავილი“ და ,,წრიკინი“. ეს იყო ლამაზი ნაღვლიანი მელოდია და მე მომეჩვენა, რომ ეს იყო მელოდია მეორე ხელზე.ნუგზარი გაჩუმდა.
- ახლა, როდესაც ვბრუნდები სახლში, შორიდანვე ვამახვილებ სმენას. მერე გავიგონებ, რასაც მოველი და მსიამოვნებს – ეს არის ტუჩის გარმონის ხმა.- ახლაც უკრავს ნეტავ? - ვკითხე მე.- ალბათ...ჩვენ წამოვდექით. მივდიოდით ლამაზ ქუჩაზე – ვაბიჯებდით ხეების და ფოთლების ჩრსილებს. იყო სასიამოვნო სიჩუმე და გვესმოდა მხოლოდ ნაბიჯების ხმა. გვსიამოვნებდა ხმა, რომელიც იყო ჩ ვ ე ნ ი.
მე გამახსენდა მუსიკოსი და რატომღაც შემშურდა მისი. ალბათ, იმიტომ, რომ არ ვუკრავ არცერთ ინსტრუმენტზე...იმ ღამეს, როდესაც მარტო ვბრუნდებოდი სახლში, მე ვსტვენდი... ეს იყო ნაღვლიანი მელოდია რომელიღაც კინოფილმიდან. მე მომეჩვენა, რომ ეს იყო მელოდია ჩემს ორ ჯანსაღ ხელზე, რომლებსაც არ შეეძლო დაკვრა...მე მაინც მსიამოვნებდა სტვენა.

Friday, March 20, 2009

'How Deep Is Your Love..'


სიმღერის ამოჩემება ვიცი ხომე..

ამომაჩემდი..

და გისმენ..

გისმენ..

გისმენ..

ყველგან : ქუჩაში, სახლში, გულში, ფიქრში..

ასე ამეფიქრება ხოლმე და ზოგჯერ ტექსტს ვიხსენებ , ჩემთვის ვღიღინებ...

ზუმერადაც დაგაყენე , სხვებმაც რომ მოისმინონ ხოლმე :)

მუსიკა ყურებში-და ყველაფერი ფერადია..

ეს მელოდია მომწონს, და ტემბრი .. რაღაც ღრმა სიმღერაა, ან მე მგონია ასე..

აი ისეთი ..ნანანანანა.........

ეხლაც ჩართული ხარ ..

და

მესმენინები

და

მეგრძნობინები..

ცოტათი მესევდიანები...

ცოტაც მემხიარულები:)

კარგი სიმღერა ხარ :)

მიხარია,რომ

ამოგიჩემე..


:)




I know your eyes in the morning sun
I feel you touch me in the pouring rain
And the moment that you wander far from me
I wanna feel you in my arms again
And you come to me on a summer breeze
Keep me warm in your love and then softly leave
And its me you need to show
How deep is your love
I really need to learn
cause were living in a world of fools
Breaking us down
When they all should let us be

We belong to you and me
I believe in you
You know the door to my very soul
You're the light in my deepest darkest hour
You're my saviour when I fall
And you may not think
I care for you
When you know down inside
That I really do
And its me you need to show....

Thursday, March 19, 2009

ფრთხილად :)


მეგობრის ექს-ს ხელს ნუ ახლებო...
კი არა და...

დღეს შემთხვევით რომელიღაც ფორუმზე თამამად დაწერეს,რომ თურმე მეგობრის ექს მე როგორც ვეძახი ''სიახლოვე'' მოწონთ თუ რაღაც მსგავსი.. და აქედან შეძახილები : ''მიდი უკან არ დაიხიო'' ''თუ დაშორდნენ უკვე ,რა პრობლემაა''
მე რაღას ვკითხულობდი და რას ვიშლიდი ნერვებს : ))
მაგრამ რაღაც არ მეგონა ვინმე ამას თუ ნორმალურად თვლიდა..
იმას უნდა შეეხოთ, ვის გამოც თქვენი მეგობარი იჯდა და ტიროდა?

ვისი დავიწყებაც ნერვების სრული შეწირვის ფასად დაუჯდა ??

ვის დანახვაზეც კი უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა თავს?

ვინც ატკინა ?

ვინც თუნდაც ცალმხრივად უყვარდა და ძალიან ბევრი ინერვიულა ?

ვინც ვისი ვინ... ა.შ.
და როგორ ახერხებთ მერე სარკეში ჩახედვას...

ან სამივე ერთად რომ შეხვდეთ , თუნდაც ქუჩაში- ამ ყველაფრის გატარებას ?

ან ბედნიერებას როგორ ახერხებთ?

ეგ ბედნიერება ისედაც დროებითია......

ვინც მე მინახავს ყველასთან მასე მომხდარა....

ამიტომ

მაინც

ფრთხილად :)


Wednesday, March 18, 2009

mmm...

Немного солнца в холодной воде ..............................................

Tuesday, March 17, 2009

უნდა მყოლოდი .....


უცებ ჩამომაკლდა რაღაც...

დედაჩემს ვკითხავდი შემთხვევით ტყუპისცალი ხომ არ მყავდა,მაგრამ ვიცი მეტყვის ''რომ აფრენდი ვიცოდი , მაგრამ ესეეეე...'' და მერე ორივეს უნდა გაგვეცინოს , ამიტომ ჩუმად ვარ.. ჩემთვის დავწერ :)))

სულ მინდოდა და მყოლოდა...

ვისაც ყავს იმაათ არ უნდათ ხოლმე, დედისერთებიც ისეთი კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით...

მიუხედავად იმისა,რომ ძმა მყავს და ძალიან ახლოს ვართ ერთამნეთთან.. მაინც არ ცალია იმდენად ჩემთვის.... ამიტომ და-ც მინდა.. აი ძალიან..რომ გავიზარდე ეხლა უფრო მეტად.. რა თქმა უნდა უმცროსი :)) ასე 7-8 წლით...

ყოველ დღე ვამეცადინებდი, ჭკუას დავარიგებდი ...მომიყვებოდა გულნატკენი , როგორ არ დაპატიჟა კლასელმა დაბადების დღეზე :) წავიყვანდი ყველაზე მაგარ ადგილას, ვუყიდდი ბევრ საჩუქარს და კლასელი კიარა მთელი სკოლა დაავიწყდებოდა...

როცა თვალცრემლიანი ვიჯდებოდი...კომპიუტერის არაფრისმთქმელი ეკრანის მაგივრად მას შევხედავდი თვალებში... უსიტყვოდ გამიგებდა ..

ბევრ ფილმს ვუყურებდით ერთად, ბევრს წავიკითხავდით.......სახლიც უფრო ფერადი და ხალისიანი გახდებოდა...პიანინოზე დაკვრას ვასწავლიდი და გიტარაზე...დამიკრავდა , მიმღერებდა......მომეფერებოდა....

ეხლაც აქ რომ იყოს ....

ხო უფრო კარგად ვიგრძნობდი თავს....

არ მეგონებოდა მაინც , რომ იქ შიგნით რაღაც გამომაცალეს და წაიღეს......
არვიცი ეხლა სად ხარ როგორ ხარ, მაგრამმ უნდა მყოლოდი....

აქ უნდა ყოფილიყავი და შენს უაზროდ სულელ დას უნდა ჩახუტებოდი მაინც............

უნდა ყოფილიყავი მოღიმილე, ენერგიით სავსე და ჩემით ამაყი....

ძალიან მიჭირს უშენოდ...............................................

უბრალოდ.....

უბრალოდ მე....

მე....

მჭირდები:)

ალბათ ამიტომ ვცდილობ ყოველ ახლო დაქალში პოტენციური შენ გიპოვნო....
მაგრამ ისინი არც ისე პატარები არიან


:)

Monday, March 16, 2009

ra ? ? ? ? ?


ისა...

მოვეშვი...

კი არა

და

დავიღალე..

არა არც ეს....

სულერთია..

მმ არა..

აზრი დაკარგასავით

არა...

მაშინ აღარ მეღიმილება

ნუ არც ეს...

აღარ მინდა არსად სიარული

არა როგორ არ მინდა...

მაშინ რა?

მმმ.....აღარ მესიმღერება

არა....!

აბა?

გამოვიიფიტე....

ცოტათი..

და ვერ გავფერადდი,

ჰო...

ვერც გავმელოდიურდი.

კი.....

და ვერც ვიგაზაფხულე..


ჰო აი თურმე რა ყოფილა....



:)

Sunday, March 15, 2009

ise....


ისე ჩემი ხარ
ასე მგონია
რომ გაჩუმდე
გაგახმოვანებ

Friday, March 13, 2009


აუ რა..

Thursday, March 12, 2009

ho.........

პალიმფსესტი ისეთი ეტრატია, რომელზედაც ოდესღაც რაღაც წაუწერიათ, მერმე ის წაუშლიათ, სხვა წაუწერიათ. ასეთ ეტრატს სინათლეში რომ გახედავ. ძველსაც შეამჩნევ და ახლსაც. ასეთი პალიმფსესტია ჩვენი სულიც. ვიღაც მოდის, აწერს და შლის, აწერს და შლის… ხანდახან ისეც მოხდება ხოლმე, რომ ძველად წანაწერი უფრო საინტერესო ხდება ვიდრე ახალი..

gamsaxurdia..


ჰო....



:)

Tuesday, March 10, 2009

ალისე მალისე ..




ალისე მალისე

ხვალ ისევ მაღირსე

დამცალე,აგივსებ

სულს მზისფერ სითბოთი,

რომ გითხრა,ყოველ დღე

ჭიშკრიდან ყორემდე

შენზე რას ვფიქრობდი!

ალისე მალისე,

ვერ გეტყვი-განიშნებ

მის ლამაზ ფიქრებში

ჩამტოვე სანიშნედ

გავუძლებ ქარიშხლებს

ქარბუქს და ქარაშოტს

თუკი ის გამათბობს!

ალისე მალისე

დღეს არა-ხვალ ისევ

მაღირსე თოვლი და

ნაძვის ხე მაღირსე

არ მინდა ხე ნატვრის

სურვილებს ვერ დათვლის

დამტოვე შენთან და

მოვიდე შენამდის.

მინდა,რომ გავიქცე,

ან წვიმად გადვიქცე

მისი თმის სურნელი

დავკოცნო კვლავ,ისევ...

ამ ცრემლებს გაფიცებ,

არ მიყვარს სხვა მისებრ

უთხარი მას ისევ

ალისე მალისევ!





''biako...''





ასე მგონია მე დამიწერეს... ძალიან ჩემეული ლექსია :)


Monday, March 9, 2009

რომ გითხრა?

სიგიჟემდე მენატრები - მეთქი, რომ გითხრა, ბევრს არაფერს ნიშნავს...
მაგრამ, იცი? ჩვენს სიყვარულს შეუძლია ათასობით კილომეტრით დაშორებულებიც დაგვაკავშიროს ოცნებაში, თუმცა, დამერწმუნე, ამ ოცნებას მაინც ექნება რაღაც მისხალი რეალობისა. ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერია, ცხოვრების ბნელ ნაკეცებშიც კი დაგვანახებს ერთმანეთისკენ მიმავალ გზას.
რაღაცას გაგიმხელ, ჩემთვის მნიშვნელოვანს და ერთადერთისთვის გასანდობს - მინდა, მე შენი ოცნება მერქვას, თითქოს, მიუწვდომელი და სანატრელი; მინდა, მე შენი სინაზე მერქვას, ოღონდ, ხილული და მოსაფერებელი; მინდა, მე შენი სათნოება მერქვას, თითქოს , სპეტაკი და ზეციური; მინდა, მე შენი სიყვარული მერქვას, უზომოდ დიდი, სათუთი, ცელქი, შენმიერი და შესაყვარებელი; მინდა მე შენი ტკივილი მერქვას... მძაფრი, მტკივნეული, მტანჯველი და განუკურნებელი, მოუშუშებელიც... ეს უფრო მეტად, უფრო მეტად მინდა, იმიტომ რომ თუნდაც, არც შენი ოცნება მერქვას, არც სინაზე, არც სათნოება და დავთმობ, თუნდაც არც სიყვარული მერქვას შენი, ოღონდაც შენი მოუშუშებელი ტკივილი მერქვას იმიტომ, რომ... არასდროს დაგავიწყდე... არასდროს იყო გულგრილი ჩემს მიმართ...არ გაბრაზდე, კარგი... ეს სიტყვები მხოლოდ შენ გითხარი... სხვას ვერავის ვეტყვი და ვერც სხვისგან გაიგონებ. მერე რა?!
ჩვენთან ცოტა ხნის წინ მზე ჩავიდა, ბევრი დავიდარაბის შემდეგ დასვენებული მზე. უკვე ცა ვარსკვლავებით აიკინძა. სადღაც, ღრიჭოში, ერთი მუჭის ტოლად მოქცეული დღე მიიმალა. ის დროა, მზის ერთი სხივი რომ გენატრება და გესათუთება...იმ დღის მერე, ყოველთვის, როცა დაგინახავ, თვალებში სიცელქე მეპარება, ღაწვებზე - სიწითლე. შენ ამას ვერ ამჩნევ, იმიტომ, რომ მხოლოდ თვალებში მიყურებ და იქ იმას ეძებ, რაც ყოველთვის ჩანს, რაც შენც გიბრწყინავს და რაც სიკვდილის მერე ჩაქრება...ბევრი მინდა გითხრა, ამიტომ, ახლა ცოტას ვწერ. როცა გნახავ ბევრს მაშინ გეტყვი, პირისპირ. არ შეგეშინდეს არ დამავიწყდება...
იცი, ხანდახან მინდა გავაღწიო შენი სიყვარულიდან და სიყვარულის გემო დავკარგო... ვიღაც სხვა ზის ახლა მდინარის პირას და რაღაცას წერს შენთვის, და ეს მე ვარ. ოღონდ მგონია, რომ სხვა ვარ... მზის ჩასვლამდე სარაფნით ვიბანავე მდინარეში, იცი რა კარგი იყო?! მდინარიდან წყლის სუნი ამომყვა, არა, უფრო ველური ყვავილების და დედის რძის სუნი... მერე, ჩემს სამოსზე უკანასკნელი წვეთიც ამ ნაზავისა მზის სხივთან ერთად გამეპარა. გავშრი...მთვარემ ჯალათივით მოსჭრა თავი მზეს და ახლა თვითონ ამოგორდა მთის გადაღმიდან... ჩვენ რომ გვიყვარს ისეთი მთვარე - მადლმფენი და მფარველი. ბედნიერი მთვარე დამნათის თავს...
მენატრები, როგორც ზღაპარი ბავშვობისა...
ეჰ, მონატრებას ახლაც შევჩივი უშენობას, მაგრამ რა? ულმობელია და არ ვაინტერესებ, არადა მეშინია რომ არ გავგიჟდე შენი მონატრებით.
გახსოვს, ერთხელ გკითხე თვალებში რატომ არ მიყურებ-მეთქი. მეშინია არ ჩავიძიროო. მერე აღარ გეშინოდა და ყოველთვის თვალებში მიყურებდი. მე კი, ყოველთვის მთელი ძალით მიცემდა ეს ოხერი გული...უნდა დაგემშვიდობო და გავაგრძელო ჩემი გაუმხელელი მონატრება... ვიცი, ამ ღამეს თუ გავიტან უშენოდ, ხვალაც შევძლებ, ვიფიქრო შენზე... ხვალინდელი დღე შენით მიხარია... მთავარია ჩვენ ერთმანეთისა ვიყოთ...მართლა უნდა დაგემშვიდობო... მართლა მენატრები და როგორმე ამას თუ გადავურჩი, ისევ მოვა გაზაფხული ჩვენში.
იცი, სიგიჟემდე მენატრები-მეთქი, რომ გითხრა, ბევრს არაფერს ნიშნავს. ასე რომ იყოს, ალბათ, ჩემი ფეხით გეახლებოდი!

'' თამუნა ხაჟალია"
(ვგიჟდები ამ ჩანახატზე)

Saturday, March 7, 2009

..... ...



жаль что я совсем не рисую,

мне бы хотелось..... ...

Sunday, March 1, 2009

გაზაფხული დადგაOoOoOoOoOO :)))))

მარტი მოვიდა....ფრენა მომინდა....
ყველაზე ფერადი და მელოდიური გაზაფხული იქნება :)
( ისევ გამოუსწორებელი ოპტიმისტის დღიურებიდან )


მინდოდა მეთქვა:
ასკდასაკსჯდლკჯსდჰჯქწჰელწჯეჰრწლჯეჰრა აჰრ აჯკერჰაჯ ჰალჯკრჰ ლაჰალკსჯ ჰაჯს ჰალ ჰაკჯს ჰალკსჰ ალკჯსჰ აკჯსფჰასჰფას;დფკჰაპსჰფასოკდჰასდას კჰასდჰ ასკდჰ ასჰდალკსდჰაკსჰდასჯკდჰაკჯსდჰაკჯსჰდკაჯსჰდაკჯდჰაკჯსჰდა ა ა აჰდაჰ ალკსჰ დალკჰ დალკჰს დალკსჰ ალკსჰდ ლაკჰდალკჰს დკლა და;ლსდჯკ;ალჯწჯელაჯეა;ლწჯე;აჯწე;წქჯერ;წლჯერალკრა;ერკ;არაპა[პ' ა ს დ ალკსჯდლაკსაპაოსიპოაისდპოასიდპოიაუსიდყაიქწექწე რწერწ ტ წერ ტწ ტ ქერ წ ას დფ სფ სდფ სფ ასდფ სადფ ფს დფ სდფს სჰდალკსდჰაკსჰდასჯკდჰაკჯსდჰაკჯსჰდკაჯსჰდაკჯდჰაკჯსჰდა ა ა აჰდაჰ ალკსჰ დალკჰ დალკჰს დალკსჰ ალკსჰდ ლაკჰდალკჰს დკლა და;ლსდჯკ;ალჯწჯელაჯეა;ლწჯე;აჯწე;წქჯერდფსჰდალკსდჰაკსჰდასჯკდჰაკჯსდჰაკჯსჰდკაჯსჰდაკჯდჰაკჯსჰდა ა ა აჰდაჰ ალკსჰ დალკჰ დალკჰს დალკსჰ ალკსჰდ ლაკჰდალკჰს დკლა და;ლსდჯკ;ალჯწჯელაჯეა;ლწჯე;აჯწე;წქჯერ


მეტი არაფერი..