Tuesday, July 10, 2012

გადმონაფიქრი..



 ''ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ''
მამა გაბრიელი...


სიყვარულის შეგრძნებით და გაცემით ვივსებით და საციცოცხლო ენერგია გვემატება. ადამიანებს აღქმა გვჭირდება, გათავისება, თავის ცუდით და კარგით.
ნეტა ყველას გვესმოდეს და ნეტა  ყოველთვის  მცოდნოდა.. სანამ აგრესიით ვივსებოდი ვინმეს საქციელის მიმართ. ნეტა მაშინ მეგრძნო, როცა გაბრაზებული ვაპირებდი ადამიანის მოსროლას. გაბოროტებულს და სულიერად დაცემულს ხო უფრო მეტად სჭირდება დადებითის გაშვება, სიყვარულით ნათელ გზაზე გამოყვანა..
ჩვენ, ადამიანები, საკუთარი თავისადმი აგრესიას სხვებში ვპოულობთ , სარკესავით ვიყურებით მათში და მათ ვეჩხუბებით :) აგრესიას ყველად დაუნანებლად ვჩუქნით, ოჯახის წევრების ჩათვლით და ამით სულს ვიბინძურებთ, მერე გვიკვირს რატომ ვართ ცუდად, რატომ აღარ გვაქვს ენერგია და რატომ ვიცლებით. ტყუილით, მრისხანებით გულს, სულს ვიფიტავთ და დავცურავთ მერე ჩვენივე სიცარიელეში.

''გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი ...''

ერთმანეთის სიყვარული დავკარგეთ, ერთმანეთის ჯიბრში.. ჩვენივე კომპლექსებით სხვას განვიკითხავთ უსაქციელობის ჩამდენს, რომ ამით თავი მაღლა დავაყენოთ მაშინ, როცა თვითონ ვართ ერთი დიდი უსაქციელობა. ჩვენივე სულის გაწმენდის და ნათელში გასვლის მაგივრად, ყველას საკუთარ სიბნელეში მივათრევთ, იმ იმედით,რომ 'ყველაზე მაგრებს' არასოდეს შეიძლება რამე შეგვეშალოს, ან არასწორად გავაკეთოთ, ან ვიგრძნოთ. 
ადამიანს გაგება სჭირდება.  ყველა საქციელს თავის ახსნა  და თავის განცდა აქვს. ყველა მოიცავს საკუთარ თავში ცუდს და კარგს, მთელი ცხოვრება ბრძოლაა, ხან ერთი მოდის წინ და ხან მეორე. წყენა მაშინ ჩნდება, როცა ცუდი მოაწვება ხოლმე სხეულს და გამოსკდომას აპირებს რომ ამით საკუთარ თავს და სხვას ტკივილი მიაყენოს. იმიტომ,რომ ცალმხრივი ტკივილი არ არსებობს, ისევე როგორც ცალმხრივი არაფერი. ამ დროს კარგზე თუ ვამახვილებ ყურადღებას იმ წამსვე უკან იხევს ცუდი და იკარგება.

ეს ერთ კარგ გამოძინებას მაგონებს, როცა საკუთარ სიზმრებში ისე გაგიტკბა ყოფნა, რომ გაღვიძების ძალა აღარ გაქვს, იბრუნებ ძილს. ვინც გაღვიძებას ცდილობს, მის მიმართ დაუოკებელი აგრესია გიჩნდება და მერე   იღვიძებ.. მოთენთილი, დაცემული, გამოხარშული, დაბინძურებული და ნატრობ, ნეტა ჩემი ძილიანობა დამეთმო და ადამიანს მივნდობოდიო.
მეც ამ 'ნეტას' შევნატრი.  იმ ნეტას, როცა სრულიად უვარგისი ადამიანის კი უნდა მყვარებოდა და პატივისცემით მოვპყრობოდი. როცა ვიწრო ჩარჩოებში არ უნდა მომექცია  და მეტი გონიერება გამომეჩინა.
ყველაფერს ფართო მაშტაბებით ყურება სჭირდება. რაიმეს შეფასების დაწყებამდე მთელი გონიერების ჩართვაა საჭირო და შემდეგ მსჯელობა.

რწმენის შიმშილი გვაქვს ადამიანებს. გულში პატარა სიცარიელე  , რომელიც მხოლოდ უფლის სიყვარულით შეიძლება შეავსო. რას არ მიედ-მოედება ადამიანი და ყველაფრისგან შევსებულს ისევ ეს სიცარიელე აწუხებს.. შემდეგ იწყება ფიქრი და მოდის რწმენა. შემდეგ უფლის სიყვარული და გული თბება.

სანანებელი არაფერია, ჩვენ სულ უკეთესობისკენ სწრაფვაში ვართ, უარესობისკენ ლირიული გადახვევებით.


მთელი ცხოვრება საკუთარ თავზე მუშაობაა და გამოღვიძებაა, საბოლოო გამოღვიძებამდე :) ..