სულელი .. სულელი ..
დიდობაშიც გამომყვა ეს თვისება .. ოღონდ ცოტა სხვანაირად:) ახლა ვციდლობ ჩემი უაზრო პრობლემები არ მოვახვიო არავის და მეგობრებთან, ახლობლებთან კარგ ხასიათზე ვიყო.. ოღონდ ეს იმდენად მაქვს სულში გამჯდარი, რომ თავისით ხდება.. თამაში არ მიწევს... საკმარისია ერთი მეგობარი მაინც დავინახო, ან ვინმე ,ვინც მიყვარს და ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ, რომ ყველაფერი მავიწყდება და ტკივილიც მივლის..
ზოგჯერ მეცინება ადამიანებზე, რომლებსაც გონიათ, რომ მიცნობენ:) არა და ადამიანის გაცნობა ესე ადვილი რომ იყოს.. გულისტკენა საერთოდ აღარ იარსებებდა:) ააააა ზოგი ისეთ თვისეებას მომაწერს, რომლისგანაც ძააააააააალიანნ შორს ვარ :) ზოგჯერ მნიშვნელობაც არ ვიცი =)) მაგრამ არ ვეწინააღმდეგები, აზრი არ აქვს და ყოველთვის მეზარებოდა იმის კეთება, რასაც წინასწარვე იცი, რომ არაფერი არ მოყვება.. არც ცუდი:) არც კარგი :)
არ მესმის ადამიანები სულ რომ რაღაცას ნანობენ ნანობენ ნანობენ.. და ამ სინანულში გადის მერე ცხოვრება;) ხშირად ავიწყდებათ , რომ სულ ვერ იცოცხლებენ, რომ ეს ცხოვრება არ არის + უსასრულობიდან - უსასრულობამდე ( მათემატიკა ჩემი ტკივილი ) ..
''ფეხებზეე მკიდია'' არ ვარ და ვერც ვერასდროს გავხდები, მაგრამ იმდენი ჭკუა მაინც მაქვს, რომ რაღაც სისულელეების გამო არ დავჯდე და არ ვიწუწუნო .. მაგალითად იმაზე, რომ რომელიღაც ლექტორს არ მოვეწონე და რაღა მეშველება.. კარგით რაააააააა .. მერე ნუ გეცინებაო :( =))
ბიჭო ბიჭო ბიჭო.. ბოლო დროს ნამეეეეეეეეტანს ვბოდიალობ და გამაჩერეთ ,
ან დამიხურეთ ეს ბლოგი=))
ან მოდი ნუღარ წაიკითხავთ :))))
ან.. ან.. ან.. ან ..
არა მირჩევნია ისევ აქ იყოს, ვიდრე ფურცლებზე:)
წეღან ''დრაფტებს'' გადავხედე და რამდენიაააა, ერთ ახალ ბლოგს გააკეთებდა კაცი=)) იმათ არ ვაქვეყნებ , ისინი ჩეეეემია , მარტო ჩეეეეემი ( არსად დამეკარგოს )