Thursday, January 29, 2009

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი :)

რამდენადაც მხიარული ვარ , იმდენადვე სევდიანი...
და რა ცოტა ხვდება ამას : )
ცოტა?
ერთი ადამიანის გარდა , ჯერ არავის უთქვამს ..
თან პირველივე დღეს გაცნობიდან.. როცა საერთოდ არ ვიყავი მოწყენილი :)
დღემდე მიკვირს როგორ შეამჩნია :)

( xdeba holme )






გალაკტიონი

( მიყვარს ეს ლექსი )


ის მიდიოდა ქუჩაში ერთი
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი...
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი...
იგრძნო, რომ მაინც საშინლად ცხელა
გადიძრო ქუდი, მხურვალე შუბლით
წვიმის წვეთები მარცვლებისხელა
სიამოვნებდა ამ გრილი ღრუბლით...
თითქოს არ გრძნობდა სახლებს და კედლებს
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს...
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს...
როგორ, საიდან არ იცის თვითონ
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი
მძიმეა ტვირთი? მაშ, სხვებმა ზიდონ
ეხლა ის გახდა წყნარი და მშვიდი...



:)