
არ მიყვარს საკუთარი თავი , როცა:
რაღაც მაწუხებს, შიგნით მტკივა და თან არ მინდა სხვებს გადავდო,მაგრამ საბოლოოდ მაინც სევდიანი ვარ...და ძალით ვიღიმი...
რაღაც მაწუხებს, შიგნით მტკივა და თან არ მინდა სხვებს გადავდო,მაგრამ საბოლოოდ მაინც სევდიანი ვარ...და ძალით ვიღიმი...
როცა ვინმე გულს მტკენს უაზრო სიტყვებით და იმ წუთას ვერაფერს ვეუბნები (შეუგნებლად) , ან არაფერს (შეგნებულად)
როცა ხათრით ისეთ რამეს ვაკეთებ, რომელიც მე ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაყენებს..
როცა კარგის საპასუხოდ არაფრის მაგივრად ცუდს ვიღებ..
ან როცა მათხოვარი ფულს მთხოვს მე კი ბოლო თეთრები მაქვს სახლში წამოსასვლელი..
როცა ჩემს გამო ცუდად არიან..
როცა იმაზე ვტირი, რასაც ზუსტად ვიცი არაფერი ეშველება..
როცა ვუღიმი და არ მიღიმიან..
როცა ვერ მიგებენ ..
როცა სიცივეს ვგრძნობ ადამიანებისგან..
როცა რაიმე სისულელეს ვიტყვი, რომლის გამოც მერე მე უფრო ვდარდობ , ვიდრე ის ვისაც ვუთხარი..
როცა რაიმე სიგიჟის გაკეთება მინდა და სურვილს ჩანასახში მიკლავენ
როცა ზოგჯერ მგონია,რომ ყველას დავავიწყდი..
ამ დროს ჩემს თავზე ვბრაზდები და არ მიყვარს :):)
1 comment:
Good blog.
Portugal
Post a Comment