
ჯერ ფერები ფერები ნათელი ფერები......
ღიმილი სახეზე,
შემდეგ იუმორი გამოუშვით, ხალისიანი და კეთილი...
სიცილი, სიმღერა, მზით გამთბარი დღე...
მერე ცოტა თბილი წვიმა..
ცეკვის სურვილი, ბედნიერება.
კარგი, უბოროტო ადამიანები პირველ ხაზში, დანარჩენები შორს შორს..
ყველაფერი უარყოფითი გააქრეთ,
სულ არ არის საჭირო სიმართლეს ყოველთვის თვალებში უყურო,
თვალი აარიდეთ შურს, ვითომ ვერ ხედავთ ... შეწუხებული თავის გზაზე წავა და ვერაფერს დაგიშავებთ...
დამოკიდებულება უნდა შევცვალო, ( ასაკთან არა :D , ცხოვრებასთან )
რაღაც ახალი უნდა ვისწავლო..
სახე ღიმილით გავილამაზო :)
ყველაფერი კარგადაა, როცა ძალიან ბევრს არ ელი :)
ისიც კარგია, რაც არის...სულ რომ არ ყოფილიყო, ნაცრისფერს დაემსგავსებოდა და არ მომეწონებოდა..
თუ ამ ყველაფერთან ერთად ვივლი ,
არამგონია ვინმემ შეძლოს და თუნდაც ღიმილი მომაშოროს სახიდან..
No comments:
Post a Comment