
ჩემ თავს არ ვგავარ დღეს..
მშვიდად ვარ , არ ვფორიაქდები და ..
რაღაც ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია , რომ გადავხედე გული დამწყდა ჩემს სისულელეებზე.. მაგრამ არ ვნანობ , არასოდეს არაფერს.. უმნიშვნელო ცვლილებას შეიძლება ფატალური დასასრული ჰქონოდა.. კმაყოფილი ვარ იმით რაც მაქვს, იმით სადაც ვარ..
მე უფრო ადამიანებს განვიცდი.... ვერ შევიცვალე და ვერ ვისწვლე სხვანაირი ცხოვრება :) ისევ მალე მივლის წყენა, ისევ ვერ ვიზიზღებ ვერავის და ისევ.........
დღეს არავინ მინახავს და უფრო მეტი დრო მქონდა ფიქრისთვის.. თან წვიმაც თავის დროზე მოვიდა როგორც ყოველთვის.. : ))
ერთ რამეს მივხვდი.. აღარ მინდა დამკარგოს ვინმემ.. აღარ მინდა წარსულში ძრომიალი....... ეს დღეები სულ ოთხი წლის წინანდელი ურთიერთობა მახსენდება და საწყენია,რომ ისე აღარაფერი არ არის , როგორც მაშინ... ისიც ცუდია, რომ გამიშვეს და არ მომაბრუნეს , და ისიც რომ ახლა ვერ მოვბრუნდები..... რომ ერთხელ რაც იყო ისე ვერ იქნება , ყველაფერი გამეორებული თავის მნიშვნელობას კარგავს.... აღარ მინდა.............. რატომ ვაფასებთ ადამიანს,მაშინ როცა ის აღარ არის, რატომ ვიბრძვით დასაბრუნებლად? რომ ისევ არ დავაფასოთ ?
ჩემს თავს არ ვგავარ დღეს.....
ვერაფერს ვცვლი და როგორც ხდება ხოლმე, ისევ ისე მექცევიან რომ მერე სანანებელი გაუხდეთ.... და მეც გული დამწყდეს რომ ყველაფერმა გაიარა და ჩემს ცხოვრებაში ადგილს ვერ ვუძებნი წარსულში დარჩენილ ადამიანებს... რომლებსაც მერე განვიცდი.... : )
ლოცვაზე ვიყავი შაბათს.... დიდი ხანია ეკლესიაში აღარ დავდივარ ისე, როგორც ადრე.... მაგრამ ვაპირებ.... ვაპირებ.... როდის მივიყვან ამ დანაპირებს ბოლომდე არვიცი..... რომ წამოვედი ვიგრძენი , დიდი ძალა აქვს და ჰქონდა ყოველთვის..... რომ მაძლებინებდა და მაღვიძებდა მაშინ, როცა იქ შიგნით რაღაცას ეძინა....
don't disturb.. I'M STILL.............
:)
No comments:
Post a Comment