Wednesday, May 4, 2011

მზე, წვიმა და მე.


მიყვარს წვიმა.

ცივი წვეთები რომ თბილ ტანსაცმელში მეღვრება და მაფხიზლებს. ფიქრებს მისუფთავებს და აზრებს მილაგებს. ერთადერთი რაც არ მომწონს ისაა, რომ გულშიც მაწვიმს ხოლმე, საშინლად ასველებს იქაურობას და ცივს ხდის. ძნელია მერე გაარჩიო გრძნობები ერთმანეთისგან. ზოგი იმდენად ილუმპება წლებია საჭირო რომ გაშრეს. ზოგს კი საერთოდ არც ერთი წვეთი არ ხვდება.

მიყვარს მზე.

წვიმის შემდეგ ყოველთვის ძალიან ცხელი მზე ამოდის და ერთიანად ააშრობს ხოლმე სისველეს. ამ დროს ვგრძნობ, რომ გრძნობების გარჩევა ერთმანეთისგან ადვილი ხდება. მზე ფიქრებს მირევს,ფრენის სურვილს მიღვივებს. სიკეთეს მჩუქნის და დადებითი ემოციებით მავსებს.

არ მიყვარს ქარი.

ქარს ყველაფერი ის მიაქვს, რასაც წვიმა და მზე ტოვებს ჩემში.

No comments: