Tuesday, August 2, 2011

საკუთარ თავს..


27 ივლისს დაბადების დღე ვერ მოგილოცე:) დიდი გოგო ხარ, არ გეწყინება.

რა მხიარულად დაიწყო არა ? როგორც ყოველ წელს ხდება ხოლმე, ბევრი მეგობრები, სიმღერა, ცეკვა, გართობა, ყველაზე ორიგინალური ტორტი (madloba jgufelebs :* :) და საჩუქრები :)) უბრალოდ მოხდა რაღაც, რამაც გული გატკინა და ცუდი გასამდებაო, უკვე მესამედ გატირეს საკუთარ დაბადების დღეზე. ხო, რაიყო? ეხლა არ მითხრა, რომ აღარ შეურიგდები და მეგობრობას არ გააგრძელებ? შენ ხო დიდსულოვანი და ჰუმანური ხარ. . აა... ძნელია პატიება? 23 წლის გახდი და უკვე თანდათან გიჭირს ხო? ნორმალურია.. შეიძლება ზოგმა გითხრას, რომ აი, ძლივს გაიზარდე კიდეცო. კარგი, ნუ ნერვიულობ, გაივლის რამდენიმე დღე და გული ისევ მოგიბრუნდება, არ იცოდე მაინც შენი შტერი თავის ამბავი. ეს ის შემთხვევაა, როცა კარს ვერ გამოიხურავ და ვერ წამოხვალ მშვიდად. ეს ის შემთხვევაა, როცა მთელ ბავშვობას ხაზს ვერ გადაუსვამ. ასე რომ დამშვიდდი, ტრაგედია არ მომხდარა.

რაო ამ ერთმა წელმა, რა მინდაო? ბევრჯერ გაცინა და უფრო ცოტაჯერ გატირა, უფრო მეტჯერ ალბათ გაპატიებინა. უკმაყოფილო არ უნდა იყო წესით, ყოველ შემთხვევაში არ გეტყობა, რომ ხარ.

სიტუაციების გამარტივება გისწავლია გავიგე, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიჯერებ, ალბათ მომეცემა საშუალება და მე თვითონ გამოვცდი როგორ აითვისე. ადამიანებს აღარ ენდობი. . ესეც ნორმალურია. მიხვდი, რომ ყველა ეგოისტია, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მეტ-ნაკლებად.

წელს წარსულის ორი ადამიანი ნახე შემთხვევით და არც ერთზე გქონია განსაკუთრებული რეაქცია, შენთვის გეღიმებოდა. სადღაც გულის სიღრმეში ფიქრობდი, თქვენ არც კი იცით რა დაკარგეთო და მიხარია, რომ საკუთარი თავის ფასს ნელ-ნელა სწავლობ.

ინტერესთა სფეროს არ უჩივი, უკვე საკუთარი ბიბლიოთეკის გაკეთებაც დაგიწყია, ეს კარგია. აღარ მოგიწევს ბიბლიოთეკაში წანწალი. კითხვა კიდევ უფრო შეგიყვარდა, თუ შეიძლება იმაზე 'უფრო' არსებობდეს და ესეც მომწონს.

უკვე ორი დიპლომი გაქვს და სექტემბრიდან გადატვირთული გრაფიკი. იქნებ ნაკლები დრო დაგრჩეს ცხოვრების ჭეშმარიტებაზე საფიქრელად:)))

რა დამთხვევაა, რამდენიმე დღეში ზღვაზე მიდიხარ და ყველაფრის ხალისი მოგეცა, როგორც შარშან.

ყველაზე მეტად მაინც ის მიხარია, რომ შენებურად გართობა, ადამიანების გამხიარულება და ყოველი მხიარული მომენტის მაქსიმალურად გამოყენება ისევ შეგიძლია :)


P.s. all u need is love, love is all you need ;)

No comments: