
ტელეფონის ზარი.
ტირილი
რა მოხდა, დედა, რა ხდება?
ცუდი ამბავია,ანა.
გარდაიცვალა?
''ცნობილი ქართველი მომღერალი სულიკო კოროშინაძე გარდაიცვალა. მას 17 დეკემბერს 79 წელი შეუსრულდებოდა. მომღერალმა, რომელმაც მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა, ბოლო წლებში საკუთარ გამოცდილებას დამწყებ მუსიკოსებს უზიარებდა.''
...
მთელი საქართველოსთვის ცნობილი მომღერალი გარდაიცვალა,არ იციან,რომ შენ ჩემი ყველაზე საყვარელი ბაბუა იყავი,ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ზოგჯერ მამაც კი მეგონე. მაპატიე,რომ ამდენ ხანს ვერაფერი გითხარი. ალბათ ასე საკუთარ თავს ვიცავ იმ ტკივილისგან, რასაც 16 დეკემბრიდან განვიცდი. საკმარისია შენი სახელის გაგონება, ან სიმღერის რომ გული მეკუმშება და ტირილი მინდება. რაღაც ნაწილი ჩამომაკლდა სითბოსი, რისი ამოვსებაც გამიჭირდება.
რამდენჯერ მითქვამს მამაჩემისთვის,რომ ბაბუას ყველაფერზე დაეთანხმე და არ ეკამათო- მეთქი. ახლა კმაყოფილი ვარ, რომ ვცდილობდი გული არაფერზე გტკენოდა. შენ ხო ამბობდი, ანნა მაგარიაო:) ჰოდა მინდოდა, ეს სიმაგრე გამემართლებინა. ჩემი ყოველი წარმატება ყველაზე მეტად გეამაყებოდა და გახარებდა, მერე ყველას უყვებოდი,რომ ანნა მაგარია.......
'-მოხვედი ბაბა? -აი ახლა კარგად ვარ.' მეც როგორ მიხაროდა,რომ აი ახლა კარგად არის-მეთქი. მიყვებოდი მერე შენს ცხოვრებაზე და არასდროს მბეზრდებოდა ამის მოსმენა. შენგან ვისწავლე სიკეთე, დათმობა და უბოროტოდ ცხოვრება. ვინმე თუ გაწყენინებდა, ჩუმდებოდი და მეც ასე ვარ დღემდე. ისე უშუალოდ ურთიერთობდი ყველასთან, ზემოდან არასოდეს არავისთვის დაგიხედავს, იმის მიუხედავად, რომ ამის მიზეზი ყოველთვის გქონდა. ფულს არასოდეს ჰქონდა შენთვის მნიშვნელობა, სიღარიბეშიც ლამაზს ხედავდი ყველაფერს, ესეც შენგან ვისწავლე...
'-არაფერი გინდა ბაბა?' და თუ უარს გეტყოდი პატარა ბავშვივით გწყინდა. მერე მოვიფიქრებდი ხოლმე,რომ წიგნი მინდოდა. როგორ გიხაროდა წასვლა და ყიდვა. ყველა წიგნს შენი თბილი წარწერა აქვს, ლამაზი კალიგრაფიით და სიყვარულით სავსე...
მე მივხედავ საკუთარ თავს, მე ხო მაგარი ვარ :)
მადლობელი ვარ ცხოვრების იმ ნაწილის, რაც შენთან გავატარე.
http://www.youtube.com/watch?v=ByMaILGIvFM