
ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორც გვგონია ხოლმე. მარტივით მაშინ იწყება, როცა ყველანი სუფთები ვიბადებით....
მერე... მერე ჩვენ მოგვაქვს ცხოვრება და არა პირიქით.. მერე გვემღვრევა სული და ვცდილობთ დავწმინდოთ.
'ცხოვრება' ხდება ალიბი, რასაც ვაბრალებთ ყველაფერს, რაც მოხდება.. იქნება ეს კარგი, თუ ცუდი.
არა და:
რა მისი ბრალია, თუ შენი 'მე' ვერ გიპოვია..
რა მისი ბრალია, თუ იმას არ აკეთებ, რაც გინდა..
რა მისი ბრალია, თუ შენ თვითონ შეიქმენი ირგვლივ ის განწყობა,რაც ახლა გაქვს..
ან რა ცხოვრების ბრალია, თუ ხელი არ გაანძრიე მაშინ, როცა ეს ძალიან საჭირო იყო ბედნიერებისთვის..
ადამიანებს ხომ დიდი ნიჭი გვაქვს საკუთარ ბედნიერებას დედა ვუტიროთ :)
ყველა ცდილობს ვიღაცას რაღაც დააბრალოს. იმის შიშით, რომ ძვალ-რბილში გამჯდარი 'მე' არ შეიცვალოს. . ის 'მე' , რომელიც სულ მართალია და არაფერი ეშლება.. ის 'მე' რომელმაც თავის დროზე არაფერი გააკეთა თავისივე ბედნიერებისთვის. არა და ცვლილებები ხშირად არც ისე ცუდია, როგორადაც ჩვენ ვხედავთ.. ცუდი კი არა, აუცილებელიც კია. მთელი სამყარო ჰარმონიის პრინციპზეა შექმნილი და როცა ამ ჰარმონიას ვარღვევთ მაშინ იწყება ის, რასაც ჩვენ პრობლემებს ვეძახით.
так было და так я хотел შორის განსხვავებას თუ დავინახავთ, მივხვდებით, რომ ჩვენ ვქმნით ძირითად სურათს და მარიონეტები არ ვართ. ნებისმიერ ურთიერთობაში რამე თუ ისე არ იყო, ისევ იმიტომ,რომ ჩვენ ასე გვინდოდა, ან არ გვინდოდა და მაინც არაფერი შევცვალეთ.
ყოველი დღე სხვადასხვაფერია. სხვადასხვა მელოდიაა. ამ მელოდიამ ყველა საიდუმლო იცის და ეს მელოდია არასდროს მთავრდება. მხოლოდ მატერიალურზე,ან სხვა რაიმე უსარგებლოზე ფიქრით ვკარგავთ ფერების აღქმის უნარს.. ვყრუვდებით და აღარაფერი გვესმის. გასაგებია,რომ we are all in the gutter, მაგრამ some of us are looking at the stars :) და თუ ასე არაა, მაშინ we should look at the stars.
No comments:
Post a Comment