Friday, July 4, 2008

ნოდარ დუმბაძე

(ბაბუა ბევრს მიყვება ხოლმე . ერთად ბევრი რამ გადახდენიათ. მართლა გენიოსი იყო : ) )




ცხოვრება მესაათის ბუდრუგანას ჰგავს. ჩვენ, ადამიანები მის ვიტრინაში გამოფენილ შესაკეთებელ, სხვადასხვა ფირმის, ჯურის, ფორმის, ზომის, წონის და მექანიზმის მქონე საათებს... ზოგი მათგანი უზომოდ გაცვეთილია და მოშლილია სამუდამოდ. ზოგი წინ გარბის, ზოგი უკან რჩება, ზოგს ზამბარა აქვს გაწყვეტილი... ზოგს რა სჭირდება და ზოგს რა. ზოგი რა დეტალის გამოცვლას საჭიროებს და ზოგი რისას. ერთ მარადიულ უზარმაზარ უზომო ჟამში, ღვთაებაში გაჩერებულია თუ წიკწიკებს თითოეული ჩვენთაგანი ვითარცა ჟამთა აღმწერელი და აღმნუსხველი. მესაათე კი ვითარცა ღვთაება ზის, ხელისგულზე უდევს ჩვენი ერთი ციცქნა სხეული. უზარმაზარი ღვთიური თვალით- გამადიდებელი შუშით გვათვალიერებს დიდხანს. ხანდახან არც თუ ისე დიდხანს, ხანდახან უბრალოდ დაგვხედავს და თუ სთქვა- ამას აღარაფერი ეშველებაო- და გვერდზე გადასდო, გათავებულია ჩვენი საქმე......


მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.




- აუ რამდენი დრო მაქვს გაფლანგული, ბუღალტერი, რომ ვიყო და რევიზია, რომ დამეცეს, ალბათ, დახვრეტას მომისჯიდნენ. - გამორთეთ სიბნელე!!!

Thursday, July 3, 2008

love story : )

ეს ფილმი ისე მიყვარს ისე ისე ისე .....

Wednesday, July 2, 2008

just რა : )

 მგონი ალტრუისტი ვარ.

Tuesday, July 1, 2008

ნუ ნუ ნუ : ))

ძალიან ძალიან მომწონს, ესეც ვიპოვნე და ამასაც გაგიყოფთ : ) არ მენანება :)



ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე ნუ მემეები რა!

ცოტა დიდივით იფიქრე და დიდივით მოიქეცი
რა თვალებჩახატული მოდიხარ შეხვედრაზე
და რა ტუჩებდაბერილი?
რადროს შენი ეგეთებია,
და რაღადროს ჩემი ეგეთებია!
ან მოიქეცი ისე როგორც შენი ტოლი გოგოები იქცევიან.
სარკის წინ რო ტრიალებ საათნახევარი ჯობია შეხვედრაზე არ დააგვიანო.
რო დამაყუდებ და მალოდინებ
და მეც ნერვებს რომ მაშლევინებ
რა პაემანივით ვდგავარ ამხელა კაცი
და რა პატარა ბიჭივით ვნერვიულობ!
რა წარამარა საათზე ვიხედები და რა წარამარა გეძებ თვალებით სულ ყველა მხარეს.
არ გაგივა ეგეთები!


აჰა, მოდიხარ!
ქუსლებზე შემდგარი,
ძლივს იკავებ თავს რო არ წაიქცე.
ალბათ გუშინ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს.
მოკლე კაბაც მოგინახია და ეს ჩვევაც გისწავლია,
სიარულის დროს შიგადაშიგ ქვემოთ რომ ქაჩო.
თმას ხელის ერთი მოძრაობით უკან იგდებ
და ისე მიღიმი გეგონება წაქცევას ვაპირებ.
არ გაგივა მეთქი! !


ნუ მედიდები!
ნუ მემეორენახევრები!
ნუ მეთანაცხოვრები
და ნუ მკოცნი
ხელკავს ნუ მიყრი, თავს მხარზე ნუ მადებ და ნუ მსიამოვნებ!!!!!!!

რა დროს შენი ეგეთებია...
და რაღა დროს ჩემი ეგეთებია...




ხელს თუ გადაგხვევ იმას არ ნიშნავს თითქოს შემაბი
თუ წამასწარი ფეხზე რომ დაგხედავ
და თუ შემრცხვება
იმას არ ნიშნავს რომ როგორც ქალს ისე გიყურებ
ან თუ შემთხვევით ჩაგეხუტები
და სახესთან სახეს მოგიტან და ცხვირზე გაკოცებ
არ ნიშნავს რომ სხვაგან კოცნა მინდოდა და ვერ გაგიბედე!
კარგი რა, ეს ყურისძირში კოცნა მაინც ვიღამ გასწავლა?
ან წელზე ხელის მოხვევა?
არ გეცოდები?



ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე ნუ მემეები რა!
შენი ტოლი გოგოებივით დაიმორცხვე ნაყინს რომ გიყიდი.
ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფა და რიგრიგობით ვლოკოთო,
ხო ხედავ მაინც ორს ვყიდულობ და ერთი ... ერთი შემთხვევით მივარდება... .......................

სულ ერთი....




როცა გისოსები შუაშია,
ძნელია მიხვდე რომელი მხარეა სატუსაღო,
გისოსებს აქეთ, თუ გისოსებს იქით.


არასდროს ყოფილხარ სულერთი, სულ ერთი იყავი.
შენ კი ამ სიცარიელეს, სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი.


ჩემი საათი, რომელიც ყველას ჩემი სურათი ჰგონია,
მუდამ ერთ დროს მიჩვენებს - შენ მე მაკლიხარ.
თვალები - ჩემი სახლის ფანჯრები,
წამდაუწუმ იხსნებიან და იხურებიან.
კარი არ მაქვს, და შემოსასვლელად,
ფანჯრებს გთავაზობ - დახურვამდე თუ შემოასწრებ...
ჩემი სახლი კი - უფრო სწორად ერთი ოთახი,
ფიქრების არქივით,
ოცნებების სასაფლაოთი,
და სიზმრების დამტვერილი თაროებით - ჩემში ეტევა.
თუ კი სხვები სახლში ცხოვრობენ,
ჩემი სახლი ჩემში ცხოვრობს და,
ამ ხნის მანძილზე ისე გაზრდილა რომ ვეღარც გადის...
შემოდი რა,
შემოდი და
ერთად ვიცხოვროთ.
თორემ გისოსები შუაშია და ძნელია მიხვდე,
რომელი მხარეა სატუსაღო,
თორემ მანძილს სიტყვებს შორის ვეღარ ხედავ
და ჩემი საათიც დროს აღარ მიცვლის.
იქნებ ფანჯრიდან გადმოიპარო,
თორემ... სახლიდან ვერ გამოვდივარ ...................








თუ არ ვცდები ეს დათო ყანჩაშვილს ეკუთვნის.. :) ვიპოვნე , მომეწონა და როგორც ყოველთვის გაგიყოფთ თქვენც ;)

Monday, June 30, 2008

მითქვამს ?

პოეზია რომ მიყვარს ალბათ მითქვამს : ) უჰუ : )

გიორგი ზანგური ♥

ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა კანჭებზე გაკოცებს ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო''