
ჰეი ბლოგ :) რაღა ანა ფრანკი და რაღა მე .. ჩემი გამოგონილი მეგობარი ამ შემთხვევაში შენ ხარ..
დღეს იცი მოსწავლემ სპანჯი მომიტანა თავისი დახატული.. და მე იმ წამსვე კედელზე გავაკარი, საათის ქვეშ: ))მართალია სახლში მითხრეს არ უხდება ოთახს და საერთოდაც რათ გინდოდა რომ გააკარიო.. მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ,,რომ იმ ბავშვის გაბრწყინებული და ბედნიერი თვალები არ უნახავთ... თავის ხელით მეხმარებოდა..
კიდევ მოხდა რაღაც ცვლილება , რაც ზუსტად ვიცი ერთ პატარა მოსწავლეს არ გაეხარდება,მაგრამ რა მექნა საჭირო იყო .. ხატების კუთხე მინდოდა მომეწყო კარგად და თაროების ჩემს ოთახში გამოტანა გახდა საჭირო - სათამაშოების მაგივრად-აწი წიგნები იქნება: )) ( არა და რაღა დროს შენი სათამაშოებიაო იიფიქრებ ხო? ) მაგრამ რამდენიმე მაინც დავტოვე : )) მგონი საბოლოოდ კარგი გამოვიდა :)
რა შუაშია , მაგრამ დრო ძალიან მალე გავიდა( ბანალური სიტყვები ) არ წარმომიდგენია , უნივერსიტეტს ვამთავრებ და მერე ? ამ კითხვის ნიშნის იქით ვეღარაფერს ვხედავ.. და ფიქრები სხვა რამეზე გადამქვს.. პირველ კურსზე სამყარო უნდა შემეცვალა.. და მეოთხეზე თვითონ შემცვალა გარემომ.. ხალხმა... მაგრამ ზედაპირულად:) გული ისევ ისაა, რაც იყო :) ბლაბლაბლაბლაბლა..
ხვალ მაკდონალდსში უნდა გავზქურო
ბუშტსაც წამოვიღებ ოთახს მოუხდება :)))))
p.s.არეულ-დარეულ აზრთა,ფიქრთა და სხვათა გადმოფრქვევა..





