მე და ჩემი სიზარმაცე ერთად დავდივართ, უფრო სწორად არ დავდივართ-გვეზარება :))))სია მქონდა ჩამოწერილი რა უნდა გამეკეთებინა და იმ ფურცელსაც კი ვეღარ ვპოულობ:) არა და ცხოვრებაში პირველად შევადგინე 'გეგმა' მაგრამ არ გაამართლა.. ეს ჩემი ე.წ. ლოგიკით იმას ნიშნავს,რომ აწი აღარ შევადგენ :)))) საკუთარ თავს ვულოცავ , ფარ-ხმალს ბრძოლამდე ვყრი უკვე )) არა და ადრე რა შემართებით ვიყავი, იდეაში ერთი ორი მთა უნდა გადამედგა წარმატებისთვის :))
სიმღერაზე ისევ ვაგრძელებ სიარულს, ვერც გამოვდივარ და ვერც ვრჩები ...რატომღაც ველოდები როდის მიიღებს 'ვინმე სხვა ' ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებას:)) 'ერთად შექმენით ჩემი მომავალი' - ის სიტუაციაა :))) არა და ცეკვაზე მინდა იდეაში)) ტაანციი ტააანნნციიი :)))
უნივერსიტეტი 2 მარტს იწყება და მზარავს:))) აღარ მინდა, გადავიფიქრე :))))))))) ვინ მაძალებდა ჩააბარეო :))) ან საერთოდ რას მაძალებენ რო ? :)
ახლა გამახსენდა როგორ არ მიყვარს,როცა რამეს მაძალებენ.. და რამხელა აგრესიას ვგრძნობ ხოლმე:))))
მოკლედ პირველად ცხოვრებაში არვიცი რა მინდა :)) ამასაც მივულოცავ საკუთარ თავს
ქოოოონნნგგრეეთუუულეიიიშნნნ :) ბოლო დროს ისეთი ხარ,როგორებიც არასოდეს მოგწონდა: ))))))
ლოლ..





