Wednesday, December 14, 2011

7:00


დილის 7 საათია და არაფერი არ არის რიგზე.

i wonder how they sleep at night :)))

ცოტას მცოდნეს მაგრად სძინავსო ამბობდა გორკი და მართალი იყო :)

ესე ადრე კაი ხანია არ გამღვიძებია.

ტელეფონმა დარეკა. რეანიმაციაშიაო.

ხო, ესაა ცხოვრება, ზოგი რეანიმაციაშია, ზოგი ამსტერდამში, ზოგი საერთოდ აღარსად არაა. :) ჩვენ კიდევ, ვინც ვართ მაინც სულ ვაპროტესტებთ ყოფას და მიზეზები არ გველევა იმისთვის,რომ ვთქვათ რა ბოღმა ცხოვრებააო:) არა, მართლა ბოღმაა,ზღვის ტალღებივითაა, ერთი რომ ზემოთ ამოგატივტივებს, მეორე ქვევით ჩაგითრევს,მაგრამ შეგვიძლია ცოტა მაინც გავალამაზოთ :) ხო შეიძლება მზის ამოსვლა გიხაროდეს, დილიდან საყვარელ ადამიანებს ელაპარაკებოდე, სითბოს გამოხატავდე, ეხმარებოდე, ეხუტებოდე და სულ მცირე ინდობდე მაინც :) არ არის საჭირო გრძნობების შეკავება, ვითომ მაგარი გოგო ვარ/ბიჭი ვარ თამაში, არც ისე ბევრი დრო გვაქვს იმისთვის,რომ რამე დავმალოთ. ვიცი, იმიტომ ვმალავთ,რომ ლუზერები არ ვეგონოთ ვინმეს, მაგრამ ვეგონოთ მერე რა? ამა ჰეფი ლუზა:))) ( დრიმას მოტივებზე). ხალხი რას იფიქრებს, საზოგადოება? და იფიქრონ, რა მოხდა? ხალხის ფიქრით არავის არაფერი აკლდება :) შენ წილ ბედნიერებას უნდა მოუარო, ისედაც ისეთი ცოტაა.

ჩვენ კიდე სულ სადღაც გვეჩქარება, გეგონება მარტო სამუშაოს გამო გავჩნდით, ვიმუშავებთ, ვიმუშავებთ, ვიყიდით ახალ რამეებს და მერე ან რეანიმაციაში მოვხვდებით, ან ამსტერდამში :))))))

Friday, December 9, 2011

''დროებითი ბედნიერება''


დროებითი ბედნიერება ძალიან სასიამოვნოდ იწყება და ასევე გრძელდება. სიხარულით დაფრინავ. დროებით ბედნიერებას ბევრი სიცილი მოაქვს,განაწილებინებს ყველა ადამიანზე. არაფრის აღარ გეშინია. მთელი არსებით განიცდი.გ ათქმევინებს,რომ მთლიანად სამყარო გიყვარს, თავის კარგი და ცუდი ადამიანებით, თავის დანგრეული სახლებით, დამახინჯებული გარემოთი, მთელი ცინიზმით გაჟღენთილი სამყარო, რომელსაც თვალებში უყურებ და კეთილად უღიმი..

მაგრამ იცი,რომ ეს დროებითია. და თვითონაც ხშირად გახსენებს. მაინც არ უსმენ, შენი გზით მიდიხარ,მიდიხარ, მიდიხარ... სანამ არ დაეცემი..

მერე იწყებატკივილი გულიდან მთელ ტანზე რომ გადადის და ლამის კრუნჩხვამდე მიჰყავხარ. ფიქრობ, იხსენებ, განიცდი, გტკივა, გინდა კანიდან გამოძვრე.

მე დროებით ბედნიერი ვარ : ) მიყვარხარ, ჩემო დამახინჯებულო სამყარო, აღარ მეშინია ტკივილის, რომელსაც კრუნჩხვამდე მივყავარ..




http://www.youtube.com/watch?v=vj6raJB9IaQ

Thursday, September 15, 2011

n.gomelauri



"სასწაულები ხდება წამებში!


– ჩვენ კი ყოველ წამს ვეძებთ დასაწუნს...

ყველას დავცინით ზურგის არეში...

და წუთში ვკარგავთ სამოც სასწაულს...



ვფიქრობთ – ამაღლდა ჩვენი პერსონა,

როცა ტალახი ვინმეს ესროლა...…"



***


ისე ბევრია ამქვეყნად ცუდი

-კარგშიც კი ხშირად სიავეს ვხედავთ

ვოცნებობთ, იმას მოვაბათ კუდი,

რაც რომ სხვას აწევს უმძიმეს სევდად.



ისე ცოტაა ამქვეყნად კარგი

დროა, შევიდეს დიდ წითელ წიგნში.

მეცნიერების გამხდარა დარგი,

ნაღდ სიყვარულის წინაშე შიში."

Saturday, August 27, 2011

პატარა ნაბიჯების ხელოვნება..-..ანტუან-სენტ ეგზიუპერი


მე არ გთხოვ,უფალო,დამაჯილდოვო სასწაულების და ხილვების უნარით,მომეცი ძალა ყოველდღიურობისთვის.



მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.

გამხადე მპოვნელი და გამომგონებელი, რათა ყოველდღიურობას ზუსტად მოვარგო ის,რაც მე მეხება.



მასწავლე დროის სწორად განაწილება.



მაჩუქე თითების წვერების მგრძნობელობა,რათა აღმოვაჩინო,რა არის პირველი რიგის და რა მეორის.



შემამეცნებინე, რომ ოცნებები გარდასულისა და მომავლის შესახებ ვეღარ დამეხმარებიან.



დამეხმარე,თავი გავართვა ჩემს მომდევნო ამოცანას და მივხვდე იმას, რომ ამჟამინდელი წუთი ყველაზე მნიშვნელოვანია.



დამიცავი გულუბრყვილო რწმენისაგან,რომლის მიხედვითაც ცხოვრებაში ყველაფერი დაუბრკოლებლად მოდის.



ამიხილე თვალი,რათა დავინახო,რომ განსაცდელი,მარცხი და იმედგაცრუება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,რომელთა მეშვეობითაც ვიზრდებით.



გამახსენე,რომ ეს გული ხშირად გონების წინააღმდეგ ილაშქრებს.



გამომიგზავნე საჭირო დროს ის, ვინც თამამად და სიყვარულით მეტყვის სიმართლეს.



შენ იცი,თუ რა ძლიერ გვესაჭიროება მეგობრობა,გამზარდე იმ ზომამდე, რომ ღირსი გავხდე სიცოცხლის ამ უმშვენიერესი, ურთულესი, უნაზესი და ყველაზე სარისკო საჩუქრის.



მომეცი ალღო,რომელიც წყალქვეშა ნავივით ჩააღწევს "ქვემოთ" მყოფებთან.



ამაცილე იმის შიში,რომ შესაძლოა ეს ცხოვრება ფუჭად გავიარო.



ნუ მომცემ იმას,რასაც საკუთარ თავს ვუსურვებ,მომეცი ის,რაც მე მჭირდება.



მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.

Thursday, August 11, 2011

once , or more times a year..


წელიწადში ერთხელ, ან მეტჯერ ყოველთვის მივდივარ ზღვაზე. იქიდან ჩამოვდივარ განახლებული.

ჰოდა წავედი.

გავფერადდები

გავპოზიტიურდები

გავჰაეროვნდები

გავჩურჩუტდები

გავმელოდიურდები


და ჩამოვალ მერე.


ახალი აზრებით

ემოციებით

ფიქრებით

გრძნობებით

შეხედულებებით

ფერებით

ბგერებით





გავხდები გადამდები, გადავდებ ხალხს და დავხუნძლავ ბლოგს :)))

Tuesday, August 9, 2011

არ მიყვარს :)

***

არ მიყვარს, როცა შეუძლიათ გადაკეთდნენ რომელიმე ადამიანის მიბაძვით :) როცა 'ვიღაცის' ხათრით იწყებენ ფიქრს, არა და არაფერი აქვთ თავად განცდილი, როცა არ გრძნობენ იმას, რასაც ამბობენ..

ვფიქრობ, რატომ აკეთებენ ამას?

არ მიყვარს ცარიელი სიტყვები.. ყოველ სიტყვას, მითუმეტეს ასეთ კატეგორიულს და თავისუფალს უნდა განიცდიდე, გულიდან უნდა მოდიოდეს...





ალბათ ზედმეტად მტკიცე ქსოვილის ვარ და თარგზე არ ვიჭრები..

Saturday, August 6, 2011

ეძღვნებათ ვითომ ჯაან შაყვარელ გოგოებს, რომლებიც სინამდვილეში რომ მიუშვა გადაგივლიან:))




მე ვერასოდეს გეტყვი , რომ ფისო ვარ და მიაუ.

მე ვერასოდეს გეტყვი,რომ შაყვარელი , ან ჩაკალელი.

მე ვერასოდეს მოგატყუებ ,რომ კატუნიები და ტელეფონუკები.

მე ვერასოდეს მოგატყუებ, რომ ერთი შუ შტერი გოგო ვარ.


მე ვერასოდეს ვითამაშებ საკუთარი თავით და შენით!


სამაგიეროდ, მე ვიქნები მე.

სამაგიეროდ, მეყვარები მართლა, გიჟივით.

სამაგიეროდ, შენთვის ყოველთვის მექნება ერთი საინტერესო და ცოტა სასაცილო ამბავი.

სამაგიეროდ, მაგრა ჩაგეხუტები.

სამაგიეროდ, გაგებუტები და შეგირიგდები მერე ადვილად.

სამაგიეროდ, მთელ სამყაროს შენკენ მოვმართავ.

სამაგიეროდ, არ გაგიშვებ და გაგანათებ.

სამაგიეროდ, კიდევ იქნება უამრავი სამაგიეროდ, ყოველ წუთს, ყოველ წამს და ყველგან.