
ახლა რა თქმა უნდა ძლიერ გვიანია , მაგრამ მე მაინც არ მეძინება და თავისით მეპოსტინება ისევ და ისევ.. 

რაღაც აზრებით მაქვს თვინი გადატვირთული და რომ არ დავწერო გადაიწვება...., 

იქ მინდა , სადაც ვიცი, რომ შემეძლება თავისუფლად ლაპარაკი, სადაც ხუმრობას არ ჩათვლიან დაცინვად, არ იარსებებს ნიღბები, არ იზეიმებს უსამართლობა !!! არ იარსებებს ზიზღი, შური, ეჭვი.... იქ ივლიან თეთრებში, ისე როგორც ანგელოზები, არ ეცოდინებათ ღალატი, წარმოდგენა არ ექნებათ სიკვდილზე, არ ეცოდინებათ შიში, არავინ იქნება მარტო.. საიდუმლო არ იქნება ფარული , ყველა იქნება გამჭირვალე და შეეძლებათ ერთმანეთის ფიქრის წაკითხვა, აზრის, ოცნების და ყველაფრის.. ასე უფრო ადვილი იქნებოდა გაგეგო რას ფიქრობენ და ამბობენ სინამდვილეში შენზე.. ისე ვერ ვიგებთ იმიტომ, რომ ადამიანებს ძალიან მოსწონთ უფრო კარგებად მოგვაჩვენონ თავი, ვიდრე სინამდვილეში არიან.
ასე სიცოცხლესთან ანგარიშს ვერასდროს გაასწორებენ.
ასე სიცოცხლესთან ანგარიშს ვერასდროს გაასწორებენ. სადღაც წავიკითხე ყოველი ჩვენგანი ცალი ფეხით ჯადოსნურ ზღაპარშია, მეორეთი კი - უფსკრულის პირასო...ცხოვრება სწრაფია და უნდა ვეცადო იქნებ მოვახერხო და სულ ზღაპარში გადავიდე.
რამდენი ადამიანი თვალთმაქცობს რომ თითქოს ცხოვრობს? რამდენი ? 1 ? 10? 100? 1000? ან იქნებ ამაზე გაცილებIთ მეტი ..
რამდენი ადამიანი თვალთმაქცობს რომ თითქოს ცხოვრობს? რამდენი ? 1 ? 10? 100? 1000? ან იქნებ ამაზე გაცილებIთ მეტი ..მოკლედ
მინდა ვიყო წყნარი, უჩინარი, უხილავი , მარტოხელა, დავიწყებული, უდაბნოში მოხეტიალე ლანდის ლანდი სხვა არაფერი... ასე უფრო ადვილი იქნებოდა ცხოვრება.. მაგრამ როდესმე გახსოვთ მე რამე ადვილი მყვარებოდეს???
შემომილაწუნეთ რა.. 

ძალიან მჭირდება.. 

No comments:
Post a Comment