
რა საჭიროა გზა, თუ ის ტაძრამდე არ მიმიყვანს ?
როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი.
წმ. ეფრემ ასური
შენდობის მიუცემლობით სხვას იმდენად ვერ ავნებ, როგორც საკუთარ თავს.
წმ. იოანე ოქროპირი
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ.
წმ. ანტონი დიდი
თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.
წმ. ეფრემ ასური
დღეს ამ სიტყვებმა დამაფიქრა.. მმ გამახსენდა ბავშვობიდან ასე მზრდიდნენ:) ძნელია როცა ამ სიტყვებით და ქცევებით იზრდები ასაკის მომატებასთან ერთად ვინმესადმი სიძულვილი ან შურისძიების გრძნობა გაგიჩნდეს :) ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველაფერი და გულზე მომეშვა , თითქოს მძიმე ტვირთი მოვიხსენი, უცებ სიმსუბუქე და ღიმილი :) მორჩა :)
თავს კარგად ვგრძნობ.. მინდა შაბათ-კვირას სიცხე არ მქონდეს და ეკლესიაში წავიდე ... :):):)
3 comments:
martlac damafiqre dee xo ici :)
sena kaqi qal araa advili yvelas apatio... da tanac imasac gaachnia ra unda apatio :) cota sheni cyali shemomasxure dedachemi ar xaaar? :))
sheni shviluka elene. :*
cheeemi shvilukaaaaaa :***** kargi xval modi da movifiqrot rame :D:D
mase rom cxovrob imitom gtkenen guls da imitom ver gapaseben
Post a Comment