Friday, January 30, 2009

გიორგი ზანგური

იყიდება ჩემი წილი ძილი
უხეირო ერთი ლექსის შექმნად,
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი
თუ იპოვნეთ იქნებ ერთად შეკრათ...............
წინსწარ გიხდით მადლობას...........
თუ თქვენ აპირებთ დათრობას
ქართული ადათ-წესით
სასწრაფოდ ყანწი შესვით................
ვცვლი ფერად სიზმრებს
საინტერესო ოცნებაში
ვამზადებ თურქებს, არაბებს, მონღოლებსა და სპარსებს
ოთხ ენაში:
ქართულში.......
ქართულში......
ქართულში..........
ქართულში........
ვარ გამოცდილი მეზღაპრე
შევიძენ ფანტასტიურ ამბებს დევებზე, ჯადოქრებსა და რაინდებზე.........
ვარჩენ იმეგაცრუებას,ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა სიყვარული
წაბლისფერი თმებით, ლურჯი თვალებით,ტანთ ეცვა უთვალავფერი აპრილი...........
ის დილით გავიდა სულის ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერა დახრილი..
მადლობას უთვლის კოჯრის ტყეყვავილებს დროულად მოსვლისთვის,
მადლობას უხდიან ჩიტები ინდოეთს
ბულბული მგოსნისთვის..........
ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ
უდროოდ გარდაიცვალა პაემანი...
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევნის უწყლოდ დაზიანებისათვის.........
იყიდება ყველაფერი ის, რასაც ხვდება შუქი ოქროს მზის
შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,
რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს....
დამეკარგა ქარში ქალის თმა
თქვენთვის მინდა ყველა ამის თქმა..........
გაიხედეთ გარეთ................ისევ წვიმს
და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს
გადაგღალათ პრესამ?გადაკეცეთ ქუდადან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი..........
დღეს გაზეთის მტერდი ისე ცუდად
რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი
და დაეცა მიწასვით ფოთოლი ხმელიუფერო.....
უსულო განცხადების მთქმელი.........

2 comments:

eeeL... :) said...

zangurs fexqvesh vegebi da mere dzegls vudgam :))):)):)):))

dudun dudun dudun dudun dudunit....... :)

ანა :) said...

=)))))))))))))
nugsh nugesh nugesh nugesh nugeshi :)