Friday, June 12, 2009

გავიქეცი

გამახსენდა..
ჩემთან ერთად გაიღვიძა ზღვამ :)
სიამოვნებით გავიქცეოდი უკანმოუხედავად რა მიმართულებით ოღონდ არვიცი... . . ..მოვასწრებდი ყველაფრის ნახვას - უფრო თვალის შევლებას . სისწრაფეში დავკარგავდი ფიქრის უნარს, და ვირბენდი სულ წინ წინ.. შემოვირბენდი ზღვებს , მთებს, მდინარეებს.. ჩიტები მაღლიდან გამომაყოლებდნენ ხმას.... მოვივლიდი უამრავ ხეს და მზეს :) ვნახავდი უამრავ ფერს - ერთმანეთში არეულს , როგორც ცისარტყელა...
ამ დროში 43-ჯერ მოვასწრებდი მზის ჩასვლის ცქერას :) ნელნელა დავიღლებოდი და მერე დავისვენებდი სადმე ლამაზ ჩრდილში,სადაც ყოფნა ყოველთვის კარგია (გრილა)
..მერე ისევ წინ წინ... და ამდენ სირბილში შემოვივლიდი მთელ დედამიწას ..
და ბოლოს?
ისევ იქ დაბრუნება მომიწევდა, საიდანაც გავიქეცი..
გამახსენდა...
არაფერ არ მინდოდა სხვა :P თურმე უნდა გინდოდეს ბევრი,რომ ამ ბევრიდან ცოტა მაინც აგისრულდეს... მე კიდე რა ცოოოტა მინდა ხოლმე :) ნწ ნწ ნწ...
და ..
ეხლა ჯობია გავიქცე რამე ვიმეცადინო 6 გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი ..

No comments: