Sunday, June 7, 2009

* * * By me :)


ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო - გათენდა. როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე, აივანთან ჩიტების მთელი გუნდი იყო შეკრებილი და ელოდა როდის აჭმევდნენ.. მაგრამ ერთი განსაკუთრებით სევდიანი და ფერადი... გოგონამ არც ახლა დაიგვიანა და პური დაანამცეცა მათთვის.. ერთმანეთს ასწრებდნენ, მხოლოდ ერთი მათგანი მოჩანდა კუთხეში , არც გაფრენას აპირებდა, არც ნამცეცებთან მიახლოებას. . . რამდენიმე წუთში ყველანი გაფრინდნენ.... ჩიიტი ისევ მოჩანდა კუთხეში.. ნელნელა აიწია აიწია ფრთები გაშალა და რამდენიმე დარჩენილი ნამცეცი გაიყოლა თან.........

ასე ხდებოდა თითქმის ყოვე დღე.. ერთადერთი რაც იცვლებოდა იყო ის,რომ ჩიტი ნელნელა სუსტდებოდა, ფერს კარგავდა და სევდა მატულობდა მასში.. ერთხელ როდესაც 'ნასუფრალი' ყველამ დატოვა, მან ფრთები ვეღარ ასწია, ცამდეც ვერ ააყოლა თვალი, უფრო და უფრო მატულობდა სისუსტე ....თავიდან მოითმინა , იფიქრა გამივლის და ისევ შევძლებ ნამცეცების წაღებასო,მაგრამ თავს ვეღარ იმორჩილებდა და მის მაგივრად მისი სული გაფრინდა ცაში......................

მეორე დღეს შემთხვევით გოგონამ აღმოაჩინა სულ პატარა ჩიტები, რომლებიც სახლთან გაკეთებულ ბუდეში ისხდნენ და ნამცეცებს ელოდნენ......................

ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდებოდა და თენდებოდა....




A.T :)





სულ სულ ცოტათი მაინც გადმოვეცი ნეტა ის აზრი ,რაც მინდოდა ქონოდა? :D

No comments: