
ბლოგ, შემამჩნიე ალბათ , რომ შეგეშვი. შეიძლება იმიტომ,რომ რაღაცეებს მახსენებ,რაც არ მსიამოვნებს. . შემიძლია ახალი ფურცლიდან დავიწყო და შენ საერთოდ წაგშალო, მაგრამ ვერც მასე გიმეტებ.
ასეა, როცა წარსული არ გსიამოვნებს, გინდა, რომ გაექცე. . მირბიხარ, მირბიხარ, ის კიდე ისე თავგამეტებით მოგსდევს, ისე ჩაგავლებს ხოლმე ხელს, რომ ვეღარ თავისუფლდები, მერე მოგიჭერს გულში, თავში, მოგიფხაჭუნებს ძვლებზე და უნდა გაგგუდოს, რომ ამ დროს სათადარიგო ჰაერი გშველის, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის გაქვს გადანახული. მარაგი როდის ამოიწურება არავინ იცის.
დღეს დავრწმუნდი, რომ, როგორც დედაჩემი მეუბნება ხოლმე "ჰუმანურობით ვკვდები". უცნაურია, როგორ მავიწყდება წყენა ესე იოლად, როგორ შემიძლია ამდენი რამე მოვითმინო ადამიანებისგან. რატომ არ ვმწარდები ? რატომაა, რომ სამაგიეროს გადახდის მაგივრად, თუ ყელში ამომიყვანენ, ჩუმად, უხმაუროდ გამოვიჯახუნებ ამ ადამიანისგან კარს და მივდივარ ჩემ გზაზე . . წლებია ვცდილობ ასე არ იყოს, ბევრჯერ მეგონა,რომ შევიცვალე, ბევრჯერ ცხოვრებაც გვერდით დამიდგა, რომ შევეცვალე. .
როცა 14 წლის გავხდი, არ ვიცოდი რა იყო კარგი, რა იყო ცუდი, წინ ორის მაგივრად ათასი გზა მოჩანდა და არ ვიცოდი რომელი იქნებოდა სწორი. ათასი აზრი მიტრიალებდა თავში.ათასი გეგმა, ქაოსური გრძნობები მქონდა ადამიანების მიმართ. მერე ეკლესიაში მივედი და ცოტა დავლაგდი, მერე უფრო დავლაგდი, მერე კიდევ და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ "ჰუმანურობით ვკვდები". ვკვდები უფრო იმ გაგებით, რომ როცა მტკენთ, რაღაც პატარა შეუმჩნეველი ნაწილი მაკლდება გულიდან, და თუ ეს ნაწილები ერთ დიდ ნაწილად გადაიქცევა, ალბათ სათადარიგო ჰაერიც ამოიწურება.
ტკივილი საჭიროა. . უფრო ჭკვიანი ხდებიო, თან რაც არ გკლავს, გაძლიერებსო. იქნებ მე სულაც არ მინდა ძლიერი და ჭკვიანი ვიყო? რატომ მართმევენ თავისუფალ ნებას?
არა და:
"ადამიანს ხო სიყვარულის, სითბოს, სინაზის მარაგი აქვს დაგუბებული გულში, სად მოვახერხეთ ამისი ჩატკეპნა? რომელ სარდაფებში გამოვამწყვდიეთ ღმერთი?. . "
No comments:
Post a Comment