ჩემს ცხოვრებაში არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც მაიძულებს კარგზე ვიფიქრო, მაშინ მავსებს, როცა ვიცლები, ვისაც სინათლე შემოაქვს ჩემში და ვინც მსიამოვნებს.
რას ვიზამ,თუ ერთხელ რომელიმეს დაავიწყდება ადამიანურობა და უხეშ შეცდომას დაუშვებს ?
პირველად ბუნებრივია გავბრაზდები, კედლებზე გავივლი : )) მთელი სამყარო თავზე დამემხობა, მომინდება მისი დაკარგვა , მაგრამ ცოტა აზრზე რომ მოვალ გამახსენდება, რომ ჩვენ თვითონ ვუშვებთ უამრავ შეცდომას და რატომღაც სხვისი არასწორი საქციელი გვეჩვენება სამყაროს აღსასრულად. რომ ბევრი კარგიც გაუკეთებია და არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით დავაკონსერვო. თუ საბოლოოდ შეცდომები ერთმენეთს უწყვეტ ჯაჭვად გადაება, მაშინ შემიძლია კარი ფრთხილად გამოვიხურო და წამოვიდე. სამაგიეროდ სხვა მეგობრებიც არსებობენ, უფრო კეთილები და თავს იქ შევაფარებ :)
სიტუაციების გამარტივება შეიძლება და მსუბუქად დანახვა. ბავშვობიდან მიყვარდა შავ-თეთრი გამოსახულებების გაფერადება, უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებდა :))
ზოგჯერ მგონია, რომ ყველაფერს თავის მარაგი აქვს. ისიც მგონია, რომ წლების მერე სულ სხვანაირი ფიქრები შეიძლება ჩამენაცვლოს, მაშინ, როცა უკვე მოთმინების მარაგი ამოწურული იქნება..
Never blame any day in ur life.
Good days gives u happiness,
bad days gives u experience,
worst days gives u a lesson.
All r essential for life.
So, enjoy every day.

No comments:
Post a Comment