ვზივარ ახლა, როგორც მჩვევია ხოლმე, ზღასთან ახლოს და მუზას ველოდები. იქნებ ლექსი დავწერო-მეთქი ვფიქრობ. მაგრამ წინასწარ ხო ვერაფერს შეუკვეთავ ცხოვრებაში.
. . .
ნეტა რატომ ეპატიებათ გარდაცვლილ ადამიანებს ყველაფერი? სანამ ცოცხლები ვართ, მაშინ უფრო არ გვჭჳრდება შენდობა?!
. . .
რატომ ვიტყუებით ადამიანები?
ნაწილი ალბათ იმიტომ, რომ სხვას ცხოვრება დაუმახინჯოს, დანარჩენი იმიტომ, რომ საკუთარი გაალამაზოს. ერთი დიდი ცოდვაა, მეორე ილუზია.
. . .
ცხოვრება საძაგლობააა, მაგრამ შეუძლებელია შეელიო, პარადოქსია მართლაც. რა საოცარია, ზოგჯერ ფიქრობ ყველაფერი თავზე დამენგრაო, გავა დრო და თავისით, სულ აგურ-აგურ აშენებ ისევ. მერე... მერე ისევ მოვა ვინმე, ფეხს წამოკრავს, ალბათ შემთხვევით, და გიწევს თავიდან წვალება. არ ააშენებ და ესეც არ გამოდის.. თავშესაფარი ხო ყველას სჭრიდება.
. . .
ადამიანებთან ყოფნა გულის ტკივილია, უადამიანებოდ - შეუძლებელი.
. . .
თავისუფლება, ალბათ, მაინც ისაა, რაც გინდა, რომ აკეთო და აკეთებ.. და არა ის, როცა თავს ძალას ატან, არიქა ვინმეს თავისუფალი ვეგონოო..
არასოდეს ვაკეთებ იმას, რაც არ მინდა.
'თავისუფალი არ ვარ, მაგრამ საკუთარ თავზე ვმუშაობ :) '
No comments:
Post a Comment