Sunday, August 31, 2008

ისევ ჰართს!!!!!!


ახლა რა თქმა უნდა ძლიერ გვიანია , მაგრამ მე მაინც არ მეძინება და თავისით მეპოსტინება ისევ და ისევ..



რაღაც აზრებით მაქვს თვინი გადატვირთული და რომ არ დავწერო გადაიწვება....,


იქ მინდა , სადაც ვიცი, რომ შემეძლება თავისუფლად ლაპარაკი, სადაც ხუმრობას არ ჩათვლიან დაცინვად, არ იარსებებს ნიღბები, არ იზეიმებს უსამართლობა !!! არ იარსებებს ზიზღი, შური, ეჭვი.... იქ ივლიან თეთრებში, ისე როგორც ანგელოზები, არ ეცოდინებათ ღალატი, წარმოდგენა არ ექნებათ სიკვდილზე, არ ეცოდინებათ შიში, არავინ იქნება მარტო.. საიდუმლო არ იქნება ფარული , ყველა იქნება გამჭირვალე და შეეძლებათ ერთმანეთის ფიქრის წაკითხვა, აზრის, ოცნების და ყველაფრის.. ასე უფრო ადვილი იქნებოდა გაგეგო რას ფიქრობენ და ამბობენ სინამდვილეში შენზე.. ისე ვერ ვიგებთ იმიტომ, რომ ადამიანებს ძალიან მოსწონთ უფრო კარგებად მოგვაჩვენონ თავი, ვიდრე სინამდვილეში არიან. ასე სიცოცხლესთან ანგარიშს ვერასდროს გაასწორებენ.


სადღაც წავიკითხე ყოველი ჩვენგანი ცალი ფეხით ჯადოსნურ ზღაპარშია, მეორეთი კი - უფსკრულის პირასო...ცხოვრება სწრაფია და უნდა ვეცადო იქნებ მოვახერხო და სულ ზღაპარში გადავიდე. რამდენი ადამიანი თვალთმაქცობს რომ თითქოს ცხოვრობს? რამდენი ? 1 ? 10? 100? 1000? ან იქნებ ამაზე გაცილებIთ მეტი ..


მოკლედ


მინდა ვიყო წყნარი, უჩინარი, უხილავი , მარტოხელა, დავიწყებული, უდაბნოში მოხეტიალე ლანდის ლანდი სხვა არაფერი... ასე უფრო ადვილი იქნებოდა ცხოვრება.. მაგრამ როდესმე გახსოვთ მე რამე ადვილი მყვარებოდეს???


შემომილაწუნეთ რა..


ძალიან მჭირდება..






Saturday, August 30, 2008

ანუ ჯასთ სმაილ.. :)


დღეს რამდენ ბავშვსაც შევხვდი შემთხვევით ქუჩაში, იმდენს გავუღიმე .. პასუხად რა თქმა უნდა თვითონაც არ დაიშურეს.. და მერე რაღაც კარგად ვგრძნობდი თავს.
Zალიან არ მომწონს ქუჩაში რომ დამძიმებული სახეებით xart, არა და ვინ იცის მეც ზოგეჯერ.. ცოტა ცუდი შესახედია ეს მკაცრი არაფრისმთქმელი გამომეტყველება. რა კარგი იქნებოდა ყველა რომ ვიღიმოდეთ ერთმანეთის დანახვაზე ა? აესე უბრალოდ ვუღიმოდეთ ბავშვები მოხუცებს, ან პირიქით, დიდები პატარებს და ა.შ. დავიჯერო ასეთი ძნელია ? რამდენად სასიამოვნო იქნებოდა გარეთ გასვლაააა მმმმ.. მგონი ისევ ვოცნებობ

Friday, August 29, 2008

უბრალოდ წაიკითხეთ ხო ?

ნოდარ დუმბაძის მოთხრობები გამახსენეს :) :*

წავიკითხე და ცოტას დავწერ.. იმ ადგილებს რაც მომწონს..


''მზე''

-რა ამბავია?- ჰკითხა ზღვამ ოთახში შესულ მზეს
-ადამიანი კვდება! - უპასუხა მზემ.
-ასე უბრალოდ, კვდება და მეტი არაფერი ? -ჰკითხა გაკვირვებულმა zღვამ.
-ექიმებმა უკვე მიატოვეს. - თქვა მზემ და მხრები აიჩეჩა.
-შენ ნუ მიატოვებ, - უთხრა zღვამ.
-როგორ თუ ნუ მივატოვებ, ჩემი გაჩერება ვინ გაიგონა ?! - გაუკვირდა მზეს.
-ნუ მიატოვებ - გაუმეორა ზღვამ.
-მე რას ვუშველი, კვდება. ესეც არ იყოს, ადამიანებმა უკვე მიატოვეს.
-შენ ადამიანებს რას უყურებ, ადამიანები ძალიან ხშირად და ადვილად ტოვებენ ერთმანეთს. შენ თუ არ მიატოვებ , ადამიანი არ მოვკდება. ნუ მიატოვებ! -სთხოვა ზღვამ.
-არ შემიძლია. მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ხვალ ზუსტად ამ დროს მოვიდე კვლავ.-იმართლა თავი მზემ. ოთახიდან გავიდა, აივნის მოაჯირს გადაალაჯა და წავიდა.
- მიდიხარ ? - ჰკითხა ზღვამ.
-მივდივარ ! - უპასუხა მზემ უკანმოუხედავად.
..........................................................................................
- ყველაფერი ვარ მე, ადამიანი. - თქვა მან.
- მაჩვენე რა შეგიძლია! - გამოიწვია მზემ.
- მე შემიძლია, სულ გაგაქრო შენ, რადგან შენ ხარ ჩემში. მე შემიძლია ისე გავაკეთო, რომ შენ აღარ იარსებო ჩემთვის. თან ისე უბრალოდ, რომ გაგეცინება. - უთხრა ადამიანმა და თვალზე ხელი აიფარა. - მორჩა აღარ ხარ !
-თავხედი ყოფილხარ.- უთხრა განცვიფრებულმა მზემ.
- ვარ ! - არ უარყვია ადამიანს. . . . .
......................................................................................................................................................
'' ვინც ჩამავალი მზის მწვანე ნათელს დაინახავს, ბედნიერი იქნებაო, ასე ამბობენ. ''
......................................................................................................................................................

''მონატრება''

- მოდი ჩემთან ახლოს, - ვთოხვე გოგონას .
- იგი მომიახლოვდა.
- უფრო ახლოს მოდი, მინდა მოგეფერო და გულში ჩაგიკრა. შეიძლება ?
გოგონა სულ ახლოს მოვიდა. მე მკლავები გავშალე და გოგონა გულში ჩავიკარი. იგი თანდათან შემოვიდა ჩემს სხეულში და მე ახლა მას, როგორც სითბოს, ისე ვგრძნობდი გულთან.
- სად ხარ , გოგონა? - ვთქვი მე და გული ყელში მომებჯინა , ისე როგორც ბავშვებს ემართებათ ხოლმე საქანელაზე ქანაობისას. გოგონა გამოვიდა ჩემგან და მკერდში სითბო დამიტოვა.
.........................................................................................................................................................................
- მე ძალიან მძიმე ავადმყოფობა გადავიტანე. გულის ავადმყოფობა, შენ იცი რა არის გული?- მე მაქვს გული, მაცოცხლებელი გული, როგორც ყველა ადამიანს ისე, და მე ეს გული გამიტყდა, გამებზარა ამ რამდენიმა წლის წინ. აი, ნახე. გოგონამ თავისი ლამაზი, ვარდისფერი ხელი გულზე დამადო და მე კვლავ ვიგრძენი სითბო გულთან.
- ჰოდა , მე ახლა ყოველდღე დავდივარ ამ ყვავილოვან ველზე, რათა გული გამიმთელდეს. მე ახლა ცოტა უკეთ ვარ, მაგრამ დავიბრუნებ კი იმ ძველ სიმწვანესა და სინედლეს ?..
გოგონა არაფერი მიპასუხა. კვლავ ხელი შემახო მკერდზე.
-თქვენ არ ხდებით ავად?- ვკითხე.
- როგორ აარა, - გაიღიმა მან.
-თქვენ რაღა გემართებათ?
-ფერს ვკარგავთ, ვუფერულდებით, ვფითრდებით.
-მერე , როგორ წამლობთ ერთმანეთს?
-ფერს ვაძლევთ ერტმანეთს, ვეფერებით, ერთმანეთის ფერებში გადავდივართ.
-დღემუდამ და ბოლოს მარადიულ ფერში გადაგვყავს ერთმანეთი, ჩვენი პლანეტის სახელი თქვენს ენაზე დაახლოებით ასე ითქმის -- მარადიული ფერთა პლანეტა, კარგია?
-საოცარი !..... ...
.......................................................................................................................................................................
-მშვიდობით , ადამიანო ! - მითხრა მან.-მიდიხარ ? - ვკითხე და ტირილი მომინდა.-უნდა წავიდე, დედა მეძახის.-წამიყვანე, ჩემო პატარა, ლამაზო გოგონა, შენი მარადიული ფერების ქვეყანაში, წამიყვანე თან, შენ შემოგევლე...
-კი მაგრამ, დატოვებ შენ შენს სახლს და წამოხვალ ჩემთან , ადამიანო ?- გაუკვირდა გოგონას .
- თუკი გული არ გამიმრთელდება და მაინც უნდა მოვკვდე, განა სულერთი არ არის ჩემთვის?...... ... ...
.........................................................................................................................................................................
- მოიცა, არ წახვიდე , თუ შეიძლება ერთხელ კიდევ ჩაგიკრავ გულში და მოგეფერები. გოგონა მომიახლოვდა. მე მკლავები გავშალეე და გულში ჩავიკარი. იგი კვლავ შემოვიდა ჩემს სხეულში და მე ახლა მას, როგორც სითბოს ისე ვგრძნობდი მკერდში დიდხანს, დიდხანს ვიყავით ასე გატრუნული, თითქოს სულ მუდამ, მრავალ და მრავალ საუკუნეთა მანძილზე ასე გვეცხოვროს, მერე გავცალკევებულიყოთ და მრავალ საუკუნეთა შემდეგ კვლავ გვეპოვოს ერთმანეთI. ბოლოს იგი გამოვიდა ჩემგან. ამჯერად მისი გამოსვლა, როგორც ტკივილი, ისე ვიგრძენი მკერდში და გულზე ხელი დავიდე......................

.........................................................................................................................................................................



ყველაფერს აქ ვერ დავწერ ძალიან ბევრი გამოვა.. დანარჩენი ისე წაიკითხეთ.. ;)

Thursday, August 28, 2008

avo_ie :D:D:D

ხელოუ პიპოლ დღეს პლატოზე ვიყავი დაქალებთან და ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ ამ სიმღერას ვაწყობ გიტარაზეეეეეე ძალიან მაგარია გადაწერეთ :) მერე რა , რომ სიცხე არ მიკლებს? საერთოდ არ მაწუხებს :)

magari sitkvebi aqvsssssssssss........................... !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


http://bin.ge/file/198657/06---Ty-Darila-Mne-Rozy.mp3.html



Ты дарила мне розы
Розы пахли полынью
Знала все мои песни
Шевелила губами

Исчезала мгновенно
Не сидела в засаде
Никогда не дышала
Тихонько в трубу

Мы скрывались в машинах
Равнодушных таксистов
По ночным автострадам
Нарезали круги

Ты любила холодный
Обжигающий виски
И легонько касалась
Горячей руки

А потом было лето
Мы прощались и знали ;)
Мы с тобой одной крови ( agaaa.. )
Мы небесных кровей

Твои драные джинсы (loooool : )))) )
И монгольские скулы
Ты была моей тайной
Зазнобой моей ..................

'იმ მომენტში'


ნოსტალგიური დღე გამითენდა:) იმიტომ არა , რომ უბრალოდ ესეთ განწყობაზე გავიღვიძე..
დილით დამირეკა ძველმა მეგობარმა , ნუ რავი ჩემთვის მეგობარი იყო, იმისთვის უფრო მეტი ვიყავი :)) ვნანობ რომ დავკარგე შენაირი ადამიანი, იმ მომენტში მეგონა რომ არ დამაკლდებოდიო... და ათასი ბლაბლაბლა..
ახლა რასაც ვიტყვი იმიტომ არა , რომ მაგარი ვარ ან ჩემ თავში დარწმუნებული , მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში, ბევრჯერ ყოფილა , რომ თუნდაც დაქალი, ან ისე მეგობარი ან ვისაც ვყვარებივარ( ისიც ვისაც ნამეტანი არ ვესიმპატიურებოდი ) რამდენიმე ხნის მერე მოსულა და უთქვამს , რომ დამაკლდიო.. აესე უბრალოდ დამაკლდი და მორჩა.. ნეტა რატო ?
21-ე საუკუნის კიდევ ერთი დაავადება , სახელად ''იმ მომენტში''
ბევრი ახლობლისგან გამიგია : ''იცი ანი იმ მომენტში ესე მეგონა და მერე რო დავფიქრდი სულაც არ აღმოჩნდა, რა ვქნა? ....''
- ნუ რა უნდა ქნათ უნდა გამოასწოროთ და შეცვალოთ , მაგრამ ვისაც ეს მოსდის რა გარანტია აქვს ,რომ რამდენიმე ხანში ისევ ისე არ ეგონება , როგორც ეგონა? ადამიანები სათამაშოები არ არიან , რომ მართო შენ როგორც გეგონება ისე..
ამ დაავადებასთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევა მქონდა ადრე ბავშვობაში, როცა მეგონა ვინმე მომწონდა და მერე მივხვდი, რომ სულაც არა:) სხვა არაფერს შევუწუხებივარ იმ უბრალო , მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მგონია ხოლმე მერეც ისეა, ან თუ აღარ არის მხოლოდ იმიტომ, რომ დრომ წაიღო :)
ასეთი უაზრობები მხოლოდ სუსტი ფსიქიკის და დაუბალანსებელ ადამიანებს მოსდით ( არავის ეწყინოს )
რჩევა: დაბალანსდით ბავშვებო, რაც შეიძლება მალე, თორემ ''იმ მომენტში'' ნაფიქრი და გაკეთებული შეიძლება მერე ინანოთ და გვიან იყოს ;) ;)
ძალიან კი გებოდიალეთ, მაგრამ მინდა რაც დევს ამ ნაჯღაბნში ის აზრი გაიგოთ.. თავს ისევ იმით ვიმშვიდებ: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო: ))
ლუვ იუ ..

Wednesday, August 27, 2008

''ფესვები''

გუშინ შემთხვევით გადავრთე და დავტოვე..
კიდვ ერთხელ ვუყურე და კიდევ ერთხელ ჩამომდიოდა თავისით ცრემლები ბოლო მომენტებზე..
ძალიან
გულჩვილი
გავხდი ( hm )
მიყვარს ქართველები..
___________________________






ჩემი დიაგნოზი ჯერ კიდევ დაუდგენელია , ზეგ ვენიდან სისხლს ავიღებ ( ვახ ჩემი :D ) ჰოდა ვნახოთ არ გამოგაპარებთ.

სიცხეები ისევ მაქვს.. მივეჩვიე : ) ფსიქოლოგიის ლექტორი ამბობდა სახლის ტელეფონზე ყოველ დღე რომ რეკოს ვიღააცამ და გათიშოს და მერე რამდენიმე დღე აღარ დარეკოს რაღაც მაინც დაგაკლდებათო.. ნუ ეLემენტარულია :)))))) აუ გამეცინა ამ სიტყვაზე :))) აქ ვერ ვცერ როგორც უნდა თქვათ :D ეLLLLემენტარულია , მაგარი L :)))))))))) აუჰ.. რა მეშველება არ შეიმჩნიოთ სუულ სიცხეების ბრალია..

ყველაზე მაგარი : ექიმმა Yოველ დღე უნდა ისეირნო ერთი საათით აუცილებლადო.. მაგალითად კუს ტბაზე, იქ კარგი ჰაერიაო.. ( ეს ისა რაქვია ირონია სუძბი თუ როგორ ? )
ხვალიდან დაეწყვეთ ანბანის მიხედვით , ხან ვინ წამომყვებით , ხან ვინ :))) ვისეირნებ ჩემი რა მიდის ..



აგერ 12-საც გადაცდა... გილოცავთ მარიამობას ყველას , მისი მადლი გფარავდეთ

Tuesday, August 26, 2008

Hide and Seek ..





მე და ჩემი ძმა ჩავუჯექით , იმას არ მოეწონა მე კი :)

რობერტ დენირო : )) :*


მოკლედ როცა უაზრო ხასიათზე იქნებით მაშინ უყურეთ , ცოტა ყურადღებას გადაგატანინებთ :) ისე , როგორც მე :)
come ouuuuuuuuuuuuut , come ouuuuuuuuuuut, whatever you areeeeeeeeeee ..
გრრრრ.. ცოტათი შაშინებული ვარ :D