Friday, January 30, 2009

გიორგი ზანგური

იყიდება ჩემი წილი ძილი
უხეირო ერთი ლექსის შექმნად,
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი
თუ იპოვნეთ იქნებ ერთად შეკრათ...............
წინსწარ გიხდით მადლობას...........
თუ თქვენ აპირებთ დათრობას
ქართული ადათ-წესით
სასწრაფოდ ყანწი შესვით................
ვცვლი ფერად სიზმრებს
საინტერესო ოცნებაში
ვამზადებ თურქებს, არაბებს, მონღოლებსა და სპარსებს
ოთხ ენაში:
ქართულში.......
ქართულში......
ქართულში..........
ქართულში........
ვარ გამოცდილი მეზღაპრე
შევიძენ ფანტასტიურ ამბებს დევებზე, ჯადოქრებსა და რაინდებზე.........
ვარჩენ იმეგაცრუებას,ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა სიყვარული
წაბლისფერი თმებით, ლურჯი თვალებით,ტანთ ეცვა უთვალავფერი აპრილი...........
ის დილით გავიდა სულის ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერა დახრილი..
მადლობას უთვლის კოჯრის ტყეყვავილებს დროულად მოსვლისთვის,
მადლობას უხდიან ჩიტები ინდოეთს
ბულბული მგოსნისთვის..........
ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ
უდროოდ გარდაიცვალა პაემანი...
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევნის უწყლოდ დაზიანებისათვის.........
იყიდება ყველაფერი ის, რასაც ხვდება შუქი ოქროს მზის
შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,
რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს....
დამეკარგა ქარში ქალის თმა
თქვენთვის მინდა ყველა ამის თქმა..........
გაიხედეთ გარეთ................ისევ წვიმს
და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს
გადაგღალათ პრესამ?გადაკეცეთ ქუდადან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი..........
დღეს გაზეთის მტერდი ისე ცუდად
რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი
და დაეცა მიწასვით ფოთოლი ხმელიუფერო.....
უსულო განცხადების მთქმელი.........

Thursday, January 29, 2009

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი :)

რამდენადაც მხიარული ვარ , იმდენადვე სევდიანი...
და რა ცოტა ხვდება ამას : )
ცოტა?
ერთი ადამიანის გარდა , ჯერ არავის უთქვამს ..
თან პირველივე დღეს გაცნობიდან.. როცა საერთოდ არ ვიყავი მოწყენილი :)
დღემდე მიკვირს როგორ შეამჩნია :)

( xdeba holme )






გალაკტიონი

( მიყვარს ეს ლექსი )


ის მიდიოდა ქუჩაში ერთი
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი...
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი...
იგრძნო, რომ მაინც საშინლად ცხელა
გადიძრო ქუდი, მხურვალე შუბლით
წვიმის წვეთები მარცვლებისხელა
სიამოვნებდა ამ გრილი ღრუბლით...
თითქოს არ გრძნობდა სახლებს და კედლებს
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს...
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს...
როგორ, საიდან არ იცის თვითონ
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი
მძიმეა ტვირთი? მაშ, სხვებმა ზიდონ
ეხლა ის გახდა წყნარი და მშვიდი...



:)

Monday, January 26, 2009

იცი მწყინს..როგორ მწყინს..


როცა მაშინ ვერ ვხედავ იმ ადამიანს.....ყველაზე მეტად რომ მჭირდება..

ერთხელაც ,რომ მართლა გამიფუჭდეს ხასიათი .... სერიოზული და მუდო გავხდე მაშინ?
მაშინ მე თვითონ შემზიზღდება ჩემი თავი..

იანვრის ნახევარი მაინც მოწყენილმა გავატარე..

და რატომ ?????????????

მწყინს..

როგორ მწყინს...

აი ამიტომ..

Wednesday, January 21, 2009

აპა რავა :))


გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება..

ჰოოოოოოდა მე არ გავქრები :)))რა შუაში იყო ეჰლა ეს თუ ვიცოდე..მაგრამ რამე ხო უნდა დამეწერა:))
ბლოოგ ზოგჯერ კარგ ხასიათზეც გესტუმრები ხოლმე, თორე იმდენი გეწუწუნე გაშავდი ხო ხედავ: :)))

არა და უფრო ხშირად მაინც მაშინ შემოვდივარ, როცა ცუდად ვაარ და მიჭირს :))) აი ესეთი თავხედი ვარ :)))

დღეს რატომ ვარ კარგ ხასიათზე არც ეგ ვიცი,მაგრამ არც მჭირდება მე მიზეზი :) სულ ცოტაც მყოფნის :) მაგალითად გუშინ ელე და იკა რომ მოვიდნენ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს... იმიტომაც ვამბობ:

გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება...

Saturday, January 17, 2009

ისევ მიტირია..



ჩუმად









ჩემთვის..











_______________________________________________________


ბლოოოგ შენ ჩემი სისუსტეების მოწმე ხარ:)


არა და როგორ არ მიყვარს, როცა ვინმეს სუსტი ვგონივარ :)

Tuesday, January 13, 2009

:( ესეც გაივლის..


ჩამოვედი..

მართლა ისე იყო , როგორც მეგონა.. ბედნიერი ვიყავი , ყველაზე ბედნიერი .. ვმღეროდი , მისმენდნენ და გარეთ თოვდა :) დაბრუნება საერთოდ არ მინდოდა.. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და ესეც მანამდე დასრულდა, სანამ მომბეზრდებოდა.. არა, გაცილებით ადრე.. იმიტომ,რომ არ მომბეზრდებოდა არასდროს :)
my sweet bakuriani : )
I wish you shelter from the storm :)



..აქ ისევ პრობლემები დამხვდა....ეს დღეებია არ მინდა ჩემს თავთან მარტო დარჩენა და რას აღარ ვიგონებ,რომ გავექცე.. ხან უამრავ ფილმს ვუყურებ, ხან უამრავს ვკითხულობ, ხან მეგობრებთან ვარ და არ მინდოდა რაიმე მეკითხა ჩემი თავისთვის.... მაგრამ დღეს მაინც ....: (
ჰო... ვიცი, რომ ვიცვლები.. ისევ გულუბრყვილო, მიმდობი აღარ ვარ.. არც ვარდისფრად ვუყურებ ცხოვრებას .. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მეძინა და გამომაღვიძეს.. ადრე სხვანაირად ვფიქრობდი.. ყველაში კარგს ვეძებდი და საბოლოოდ ყველაში კარგის გარდა ყველაფერი ჩნდებოდა.. იმას აკეეთებდნენ და აკეთებენ, რასაც მე ვერასდროს.. ძალიან არ მინდა ამ ყველაფერზე ფიქრი და წერა, მაგრამ იქ შიგნით მტკივა : (

ერთადერთი , რაც შემიძლია, რომ არ ვიფიქრო და იოლად შევხედო... ესეც იქამდე გამომდის , სანამ ვინმე თავზე არ გადამახტება , თან ისე , რომ თვალსაც ვერ ვაწვდენ : (

რატომ არ ინდობთ ერთმანეთს? : (

.........................................................

არ არის პრობლემა.. ისევ გავჩუმდები, თავს ჩავღუნავ და გავივლი....

Monday, December 29, 2008

მივდივარ.. (happy NEw Year blog.. )


ბლოგგგ ბაკურიანში მივდივარ და ძალიან ბედნიერი ვარ:)

ბეეევრი თოვლი..

ბეეევრი სიმღერა..

და ბეეევრი სიცილი :)

თეთრი რელსები - მთიდან ვეშვებით:)

მომენატრებიიი..

და ისა ..

ხო, მართლა..

Happy New year:)


__________________


2008...

იყო კარგიც, იყო ცუდიც...

ბევრი სიცილიც , ბევრი ტირილიც :)

ნუ რაც იყო იყო...

let the dead past bury its dead :)


2009- welcome :)

ეს წელი ყველაზე ლამაზი იქნება:)

მთავარია გჯეროდეს;)
და რაც ყველაზე მთავარია:
:bodial: :bodial:
tchuus..