
''გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს ''
მერამდენე დღეა თავს იგიჟებს ამინდი საღამოობით, ზუსტად მაშინ როცა სახლში ვარ,
მაშინ,როცა ნერვები აღარ მაქვს და როცა ერთადერთი რაც მინდა - დასვენებაა.
ან მაშინ ძალიან სევდიან ხასიათზე რომ ვარ , ან როცა გარეთ გასვლის სურვილი მაქვს დაკარგული..
მერამდენე დღეა თავს იგიჟებს ამინდი და წვიმს .
ასეთი თავგამეტებული და ძლიერი წვიმა არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე, ან შეიძლება არც მინახავს... თან ქარსაც მოაყოლებს ხოლმე და ფანჯრებში წურწურით შემოდის წყალი .
მე - მიხარია
გუშინ ღამე ვერ ვიძინებდი და უცებ ისე ახმაურდა ისე დაეშვა მაღლიდან წკაპ წკაპ წკაპ, ფანჯარა გავაღე ,რომ შემოსულიყო ხმა და სუნი... რამდენიმე წუთში ძალიან ტკბილად დამეძინა.... ( დღესაც დამაძინე რაა წვიიმ.. : ))
ვგიჟდები ისე მიყვარს.. ყველაზე ჩემეულია , ესეც ადგა და გაგიჟდა რატომ გიკვირთ ? არ აქვს უფლება ??? :)))
უნდა და წვიმს ვაჰ !
დაანეებეთ თავი ..
მინდა 27 ივლისს ამაზე ბევრად ძლიერი და ბევრად გაგიჟებული წვიმა მოვიდეს :)
''გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს... ''
თვალი მოავლე სისხლიანია შენი ოთახი..
დუმს..