Wednesday, May 4, 2011

მზე, წვიმა და მე.


მიყვარს წვიმა.

ცივი წვეთები რომ თბილ ტანსაცმელში მეღვრება და მაფხიზლებს. ფიქრებს მისუფთავებს და აზრებს მილაგებს. ერთადერთი რაც არ მომწონს ისაა, რომ გულშიც მაწვიმს ხოლმე, საშინლად ასველებს იქაურობას და ცივს ხდის. ძნელია მერე გაარჩიო გრძნობები ერთმანეთისგან. ზოგი იმდენად ილუმპება წლებია საჭირო რომ გაშრეს. ზოგს კი საერთოდ არც ერთი წვეთი არ ხვდება.

მიყვარს მზე.

წვიმის შემდეგ ყოველთვის ძალიან ცხელი მზე ამოდის და ერთიანად ააშრობს ხოლმე სისველეს. ამ დროს ვგრძნობ, რომ გრძნობების გარჩევა ერთმანეთისგან ადვილი ხდება. მზე ფიქრებს მირევს,ფრენის სურვილს მიღვივებს. სიკეთეს მჩუქნის და დადებითი ემოციებით მავსებს.

არ მიყვარს ქარი.

ქარს ყველაფერი ის მიაქვს, რასაც წვიმა და მზე ტოვებს ჩემში.

Tuesday, April 26, 2011

I'm lost without you


With every prison blown to dust

my enemies walk free


:))

Saturday, February 26, 2011


მე ძალიან კარგად ვიქნები. ყველაფერი კარგად იქნება. იქნება, იქნება იქნება :) და ძალიან კარგად ვიქნები.



ა ია აპწიმისტკა

:D

Friday, February 25, 2011

ვისწავლი ჭკუას ნებისმიერ ფასად.


მაინც ვერ დავიდა ჩემამდე, რომ ამ ხალხს ვერაფერს გავაგებინებ..

ვერ გაიგებენ, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად მე არ უნდა გამწირონ

ვერ გაიგებენ, რომ მეც მაქვს ნერვები და ყველაფერზე ვერ გავუღიმებ

ვერ გაიგებენ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, რომ ზოგჯერ სხვაზეც უნდა იფიქრო..

და საერთოდ.. დავიღალე მე. დამანებეთ თავია, თუ თავეები :) დამანებეთ რა, რაღას ფაფხურობთ ჩემ ცხოვრებაში და რაღას მაბრალებთ ათას რაღაცას.

საკუთარ თავს ვერ ვაგებინებ, რომ ამ ყველაფერზე ფიქრი და ნერვების შლა არ ღირს. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ჩემ თუნდაც ერთ ნერვს. რომ უნდა მოვერიდო ასეთ ადამიანებს და ვიყო ისეთებთან, ვინც ამას არ აკეთებს. აი დღეიდან ესე ვაპირებ. თვალების დახუჭვა და წარმოდგენა, რომ ვითომ სიზმარია აღარ გამომდის. აწი გაგეცლებით და მერე ძებნას მაინც ნუ დამიწყებთ.


ეს ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე.




ტელეპორტაცია მაინც შემეძლოს :|

Thursday, February 17, 2011

ვითმენ.


როგორ მჭირდებით ახლა მეგობრები.

წყალივითო რომ ვთქვა ბანალურად გამოვა, მაგრამ აი ძალიან რომ გწყურია და მარტო წყალი თუ გიშველის ისე. მაინც უღიმღამოდ გამომდის. არც კი ვიცი რას შევადარო:) ძალიან მჭირდებით. თქვენ კიდე ახლა არ გცალიათ, ახლა გამოგიჩნდათ ათასი საქმე :) მოითმინეო. ხოდა ვითმენ ბატონო :) სხვა რა დამრჩენია. ვდგავარ მარტო და ვითმენ :)


..


In the End, we will remember not the words of our enemies, but the silence of our friends..




Tuesday, January 18, 2011

Wednesday, November 3, 2010

გადაწყვეტილება.


... იქნებ წავიდე კიდეც სულ ერთი დღით სადმე შორს , სადაც იქნება წყნარი ზღვა, ლამაზი ბუნება და სიჩუმე. მხოლოდ სიჩუმეს გავიგონებდი ახლა .. ვიჯდებოდი ჩემთვის ნაპირზე და მთელი დღე არ მომწყინდებოდა ფიქრი შენზე . დავჯდებოდი, არც საჭმელს შევჭამდი არც რამეს დავლევდი . ასე მშიერი ვიფიქრებდი და ამით გავძღებოდი..
მეორე დღეს არ მომინდებოდა უკან დაბრუნება. ისევ ავდგებოდი დილით, და დავიწყებდი ფიქრს შენზე… ასე გაავაგრძელებდი სულ.. რამდენიმე დღე და მერე.. მერე ბუნების კანონის მიხედვით ვერ გავძლებდი მშიერი, სული გაძღებოდა შენზე ფიქრით, სხეული-ვერა… დავხუჭავდი თვალებს სიცივეს ვიგრძნობდი, საშინელ სიცივეს.. ფეხებიდან თავამდე, უცებ სრულიად აღარ შემეძლებოდა ცხოვრებაზე ფიქრი, ყრუდ გაისმებოდა ლამაზი ადამიანების ქვითინის ხმა.. მე ამას ძალიან შორიდან გავიგონებდი, შენ რა თქმა უნდა არ იტირებდი, შეიძლება გული დაგწყვეტოდა, ეს არ ვიცი, მაგრამ არ იტირებდი.. არასოდეს…. მე იმ ქვეყნიდან გადმოგხედავდი და დაგლოცავდი, არა მარტო შენ, ყველას ვინც ამას არ იმსახურებს იმათაც კი .. ივლიდი ერთხანს მარტო. შემდეგ გეყოლებოდა შვილები , შვილიშვილები და მე დაგლოდებოდი, დაგელოდებოდი მზესთან ერთად. გავიდოდა უამრავი წელი, მალე გაიღებოდა კარი და შენც გამოჩნდებოდი უკვე მოხუცი, უძლური, მე კი ისევ ახალგაზრდა და ჩვენ იმქვეყნადაც ვერ ვიქნებოდით ერთად..
ხედავ?! რამდენი რამ შეიძლება მოხდეს მე რომ ერთ დღეს სადმე წასვლა გადავყვიტო სულ რამდენიმე დღით…….. ერთმა უმნიშვნელო გადაწყვეტილებამ, შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. ვამბობ იმქვეყნად დაგიცდიდი-მეთქი და ამ ქვეყნად დაცდა მიჭირს.. ასე ვართ ადამიანები , ზოგჯერ გვგნონია რასაც ამ ცხოვრებაში ვერ გავაკეთებთ, იმქვეყნად შევძლებთ.. ან როცა რაიმეს ჩვენი სამშობლოსთვის არ ვაკეთებთ ხოლმე სხვაგან მიგვეჩქარება იქნებ იქ ვიღონოთო რამე.. ამაშიც ვცდებით ადამიანები.. ეჰ კიდევ რამდენ რამეში .. ვზივარ ახლა, ერთი წყნარი სიმღერისა და რამდენიმე შეკოწიწებული სიტყვის ამარა, ველოდები წამს წუთს საათს.. და არ ვიცი ხვალინდელი დღე რას მოიტანს , ან საერთოდ იქნება კი... ?!

:)

( არ მახსოვს როდის დავწერე, whatever )
:))