
we're just living in a world of fools :)

მთელი სიცოცხლე ურთიერთობები გამართლება და მარცხია, რომელთან ერთადაც ვიზრდებით, ვიხვეწებით და რა კარგი იქნება ყველა რომ ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ მოდი დღეს არ ვიოცნებებ.. :)
ყველაზე ძალიან მაშინ გიმართლებს, როცა ისეთი დედა გყავს, როგორიც გინდა. გენდობა, უსაზღვრო თავისუფლებას გაძლევს, ყველაფერში გიგებს და ხასიათს გიკეთებს. მადლობელი ვარ ასე რომ გამიმართლა.
როცა ერთი მეგობარი მაინც გყავს ისეთი, რომელთან ურთიერთობას უსაზღვრო სიამოვნებას განიჭებს და შეგიძლია ბევრი სიგიჟე ჩაიდინო. მადლობელი ვარ ამისთვისაც.
როცა სიყვარულია. .
და როცა სიტუაციების გამარტივებას სწავლობ :)
თავიდან ყველაფერი მძიმე ჩანს, ნებისმიერი ნაცნობის წამოსროლილი სულელური სიტყვაც კი. ყველაფერი თითქოს საწყენია. მერე ნელ-ნელა ფიქრობ, რომ იცვლები, რომ მეტი აღარ შეგიძლია, ამდენი უსამართლობა გადაგიყოლებს. გავა დრო და მშვიდდები, წონასწორდები, ყველაფერს გვერდიდან უყურებ, ამარტივებ, ამსუბუქებ, ალბათ უფრო ჭკვიანდები.ამის მერე რა ხდება არ ვიცი, იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ ჯერ ამ ეტაპზე ვარ. მომდევნო 'ლეველებს' არ გამოგაპარებთ :დ
-----
სულ სხვა რამეზე ვაპირებ ხოლმე წერას და საბოლოოდ ისევ ურთიერთობებზე გამომდის :))))
კიდევ რამდენი მაქვს საწერი..
ვზივარ ახლა, როგორც მჩვევია ხოლმე, ზღასთან ახლოს და მუზას ველოდები. იქნებ ლექსი დავწერო-მეთქი ვფიქრობ. მაგრამ წინასწარ ხო ვერაფერს შეუკვეთავ ცხოვრებაში.
. . .
ნეტა რატომ ეპატიებათ გარდაცვლილ ადამიანებს ყველაფერი? სანამ ცოცხლები ვართ, მაშინ უფრო არ გვჭჳრდება შენდობა?!
. . .
რატომ ვიტყუებით ადამიანები?
ნაწილი ალბათ იმიტომ, რომ სხვას ცხოვრება დაუმახინჯოს, დანარჩენი იმიტომ, რომ საკუთარი გაალამაზოს. ერთი დიდი ცოდვაა, მეორე ილუზია.
. . .
ცხოვრება საძაგლობააა, მაგრამ შეუძლებელია შეელიო, პარადოქსია მართლაც. რა საოცარია, ზოგჯერ ფიქრობ ყველაფერი თავზე დამენგრაო, გავა დრო და თავისით, სულ აგურ-აგურ აშენებ ისევ. მერე... მერე ისევ მოვა ვინმე, ფეხს წამოკრავს, ალბათ შემთხვევით, და გიწევს თავიდან წვალება. არ ააშენებ და ესეც არ გამოდის.. თავშესაფარი ხო ყველას სჭრიდება.
. . .
ადამიანებთან ყოფნა გულის ტკივილია, უადამიანებოდ - შეუძლებელი.
. . .
თავისუფლება, ალბათ, მაინც ისაა, რაც გინდა, რომ აკეთო და აკეთებ.. და არა ის, როცა თავს ძალას ატან, არიქა ვინმეს თავისუფალი ვეგონოო..
არასოდეს ვაკეთებ იმას, რაც არ მინდა.
'თავისუფალი არ ვარ, მაგრამ საკუთარ თავზე ვმუშაობ :) '

