Thursday, August 28, 2008

'იმ მომენტში'


ნოსტალგიური დღე გამითენდა:) იმიტომ არა , რომ უბრალოდ ესეთ განწყობაზე გავიღვიძე..
დილით დამირეკა ძველმა მეგობარმა , ნუ რავი ჩემთვის მეგობარი იყო, იმისთვის უფრო მეტი ვიყავი :)) ვნანობ რომ დავკარგე შენაირი ადამიანი, იმ მომენტში მეგონა რომ არ დამაკლდებოდიო... და ათასი ბლაბლაბლა..
ახლა რასაც ვიტყვი იმიტომ არა , რომ მაგარი ვარ ან ჩემ თავში დარწმუნებული , მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში, ბევრჯერ ყოფილა , რომ თუნდაც დაქალი, ან ისე მეგობარი ან ვისაც ვყვარებივარ( ისიც ვისაც ნამეტანი არ ვესიმპატიურებოდი ) რამდენიმე ხნის მერე მოსულა და უთქვამს , რომ დამაკლდიო.. აესე უბრალოდ დამაკლდი და მორჩა.. ნეტა რატო ?
21-ე საუკუნის კიდევ ერთი დაავადება , სახელად ''იმ მომენტში''
ბევრი ახლობლისგან გამიგია : ''იცი ანი იმ მომენტში ესე მეგონა და მერე რო დავფიქრდი სულაც არ აღმოჩნდა, რა ვქნა? ....''
- ნუ რა უნდა ქნათ უნდა გამოასწოროთ და შეცვალოთ , მაგრამ ვისაც ეს მოსდის რა გარანტია აქვს ,რომ რამდენიმე ხანში ისევ ისე არ ეგონება , როგორც ეგონა? ადამიანები სათამაშოები არ არიან , რომ მართო შენ როგორც გეგონება ისე..
ამ დაავადებასთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევა მქონდა ადრე ბავშვობაში, როცა მეგონა ვინმე მომწონდა და მერე მივხვდი, რომ სულაც არა:) სხვა არაფერს შევუწუხებივარ იმ უბრალო , მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მგონია ხოლმე მერეც ისეა, ან თუ აღარ არის მხოლოდ იმიტომ, რომ დრომ წაიღო :)
ასეთი უაზრობები მხოლოდ სუსტი ფსიქიკის და დაუბალანსებელ ადამიანებს მოსდით ( არავის ეწყინოს )
რჩევა: დაბალანსდით ბავშვებო, რაც შეიძლება მალე, თორემ ''იმ მომენტში'' ნაფიქრი და გაკეთებული შეიძლება მერე ინანოთ და გვიან იყოს ;) ;)
ძალიან კი გებოდიალეთ, მაგრამ მინდა რაც დევს ამ ნაჯღაბნში ის აზრი გაიგოთ.. თავს ისევ იმით ვიმშვიდებ: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო: ))
ლუვ იუ ..

2 comments:

Anonymous said...

zalian sainteresoa sheni azrebi, gegoneba rame saintereso cigns kitxulob:)))) maia

ანა :) said...

u sheragitxari :))))) gamexarda dges ro chamoxvedi buhe :D