ბავშვობაში იმდენჯერ წავიკითხე.....................
და არა მარტო ბავშვობაში :)
იმდღესაც გამახსენდა და..
___________________________________________________________________
'
'დიდებს ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო“, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!''
........................
''- მაშინ არაფერი გამეგებოდა! მისი საქციელისათვის უნდა მიმექცია ყურადღება და არა მისი სიტყვებისათვის. იგი მე სურნელებას მაკმევდა და ცხოვრებას მინათებდა. არ უნდა გამოვქცეოდი! მის გულუბრყვილო ოინებში მისი სინაზეც უნდა დამენახა. ყვავილი ხომ ისეთი ცვალებადია! მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სიყვარულის არა გამეგებოდა რა.''
........
- რამ მოგიყვანა აქ?
- ყვავილს დავემდურე.
- ა!..
და ორივენი დადუმდნენ.
- ადამიანები სად არიან? - ისევ იკითხა პატარა უფლისწულმა. - უდაბნოში ცოტა არ იყოს, მარტოობაა...
- ადამიანთა შორისაც მარტოობაა, - მიუგო გველმა.
- ყვავილს დავემდურე.
- ა!..
და ორივენი დადუმდნენ.
- ადამიანები სად არიან? - ისევ იკითხა პატარა უფლისწულმა. - უდაბნოში ცოტა არ იყოს, მარტოობაა...
- ადამიანთა შორისაც მარტოობაა, - მიუგო გველმა.
....................
- შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ, ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხვა პატარა ბიჭი, და სრულებით არა მჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია. მაგრამ, თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის...
- მგონი მიგიხვდი, - თქვა პატარა უფლისწულმა... - ერთ ყვავილს ვიცნობ... მან, მგონი, მომიშინაურა...
- შეიძლება, - მიუგო მელიამ, - რა არ ხდება ამ დედამიწაზე.
- ო, არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, - თქვა პატარა უფლისწულმა.

.....................
- მშვიდობით... - უთხრა მან მელიას.
- მშვიდობით, - მიუგო მელიამ. - აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.
- თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
- თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის.
- თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
- ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, - თქვა მელიამ, - მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე...
- ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი...

.........
- ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას!
და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინa:
- როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს...
- მაშ იმ დღეს, როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან გიმძიმდა?
.....................................
- და როცა გამომიგლოვებ (გამოუგლოვებელი არაფერია ქვეყნად), კმაყოფილი იქნები, რომ მიცნობდი. შენ მუდამ ჩემი მეგობარი იქნები და მუდამ იცინებ ჩემთან ერთად. ფანჯარას რომ გამოაღებ და ცას ახედავ, სიხარული მოგეფინება... შენს მეგობრებს გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ, როგორ შესცინი ცას. „მე ყოველთვის შევხარი ვარსკვლავებს!“ - ეტყვი შენ მათ და ისინი იფიქრებენ, რომ შეიშალე.
...
სულაც არ არის ეს წიგნი ბავშვებისთვის.. ამაში ''დიდობაში'' დავრწმუნდი :)
hoda caikitxet laaaaaaaaaa : )))))
გადმოსაწერი ლინკი:patara uflistsuli.. ann...doc
http://www.link.ge/file/151364/patara-uflistsuli---ann--.doc.html
http://www.link.ge/file/151364/patara-uflistsuli---ann--.doc.html
3 comments:
magaria dzaaan
auuuuuuuuuuu :)
dzalian magaria :)
dzaan patara viyavi pirvelad ro cavikitxe da kargad ver gavige da imis mere kide ramdenjer cavikitxe.... :)
uh ra kai rameebs gamaxseneb xolme she oxero raaaa :*
me oxero :D:D:D
iuhuuuu ... :**
Post a Comment