
იყო ერთი ქაღალდის ნავი, წვიმის პატარა გუბეში ცურავდა , უყვარდა ცურვა , სიცოცხლე უყვარდა ... მაგრამ თითქოს ადგილი არ ჰყოფნიდა , უფრო მეტი სივრცე უნდოდა , უფრო მეტისკენ მიილტვოდა , უფრო მეტზე უნდოდა ეცურა...
ერთხელ ძლიერი წვიმა მოვიდა , ნიაღვარმა ნავი გაშლილ ზღვაში გაიტაცა,ნავს ოცნება აუსრულდა, ზღვას შეუერთდა , ბედნიერებისგან სულ გაგიჟდა - იგრძნო რა ეს ყველაფერი, აქეთ გაქანდა -იქით, მთელი ზღვა მარტო თავისი ეგონა, იმდენად ბედნიერი იყო , რომ შიში სულ გადაავიწყდა... მერე წამოვიდა ძლიერი ტალღა აიწია ,აიწია და ნავს ზემოდან დაეცა , როდესაც ნავი გონს მოვიდა მიხვდა , რომ გადარჩა , იფიქრა მაგარი ვარო და უფრო მეტი სითამამით დაიწყო ცურვა ,რადგან იცოდა გამარჯვებულს პასუხს არავინ მოსთხოვდა , მაგრამ მერე წამოვიდა უფრო დიდი უფრო ძლიერი ტალღა , ამჯერად ნამდვილად შეეშინდა ქაღალდის ნავს, მაგრამ სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო .........................................................
ნავი დაიშალა პატარა ნაფლეთებად და ჩაიძირა... მეორე ნაპირთან პატარა ნაფლეთებმა მიცურეს , მაგრამ ეს აღარაფერი აღარ იყო , მისგან ქაღალდის ნავი აღარასოდეს გაკეთდებოდა...............