Friday, November 7, 2008

სანამ..


მივხვდი, რომ ბედნიერებას სანამ შენით არ გამoიგონებ, მანამდე ვერასოდეს იქნები რაც არ უნდა გქონდეს ცხოვრებაში..

ვერ იქნები სანამ:

კარგ ხასიათზე ყოფნისთვის დაგჭირდება მიზეზი..

სანამ არ გეყვარება ყველა, ვინც შენს მიმართ სითბოს გამოხატას..

სანამ არ დაინახავ სიხარულს ცხოვრების სრულიად უმნიშვნელო დეტალში..

სანამ თავს შეიწუხებ მეტის და მეტი მონდომებით და ცოტათი მაინც არ დაკმაყოფილდები არსებულით...

სანამ არ ირწმუნებ , რომ ბევრად უკეთ ხარ, ვიდრე შეიძლება იყო..

სანამ არ მიხვდები, რომ წვიმაში ქოლგა სრულიადაც არ არის საჭირო..

სანამ არ გეყვარება დამიანები ისე, რომ ტრაგედიად არ აქცევ..

სანამ ადამიანეთან ყოფნით არ გაიხარებ და რაიმე კარგს არ გაუკეთებ..

სანამ ადამიანს გვერდით არ დაუდგები..

სანამ იმაზე ფიქრში გალევ დროს, ვინ როგორ დაგიფასებს სიკეთეს..

სანამ სხვის ჯინაზე აააგებ საკუთარ ცხოვრებას..

სანამ იუმორით არ შეხედავ ბევრ რამეს..

მანამდე ბედნიერება ძალიან შორს იქნება :)

ჰოდა სანამ მანამ

და მანამ სანამ..

მე ბედნიერი ვარ !

ვოტ ტაკ..