Tuesday, March 10, 2009

ალისე მალისე ..




ალისე მალისე

ხვალ ისევ მაღირსე

დამცალე,აგივსებ

სულს მზისფერ სითბოთი,

რომ გითხრა,ყოველ დღე

ჭიშკრიდან ყორემდე

შენზე რას ვფიქრობდი!

ალისე მალისე,

ვერ გეტყვი-განიშნებ

მის ლამაზ ფიქრებში

ჩამტოვე სანიშნედ

გავუძლებ ქარიშხლებს

ქარბუქს და ქარაშოტს

თუკი ის გამათბობს!

ალისე მალისე

დღეს არა-ხვალ ისევ

მაღირსე თოვლი და

ნაძვის ხე მაღირსე

არ მინდა ხე ნატვრის

სურვილებს ვერ დათვლის

დამტოვე შენთან და

მოვიდე შენამდის.

მინდა,რომ გავიქცე,

ან წვიმად გადვიქცე

მისი თმის სურნელი

დავკოცნო კვლავ,ისევ...

ამ ცრემლებს გაფიცებ,

არ მიყვარს სხვა მისებრ

უთხარი მას ისევ

ალისე მალისევ!





''biako...''





ასე მგონია მე დამიწერეს... ძალიან ჩემეული ლექსია :)