
დღეს ძველ ჩანაწერებს ვანადგურებდი და ბავშვობაში დაწერილი ლექსი ვიპოვნე :)))
გამეღიმა, და გამეხარდა, რომ მე ახლაც სიცილით ვარ ავად :)))
'მე სიცილი მიყვარს
'მე სიცილი მიყვარს
ყველა ტკივილს ვფარავ
იქნებ ჯობდეს სხვისთვის
ვიყო ხოლმე წყნარად..
ხდება ზოგჯერ, ვიბრძვი
ხასიათზეც არ ვარ
მაინც ჩემთვის ვიტყვი
სიცილით ვარ ავად
და თუ ერთ დღეს ყველა
სულ სულ სხვაგან წავა
შეიცვლება ჩემთვის
ამინდი და ჰავა
გაძვირდება ფიქრი, დამიდგება გვალვა
მე კი მაინც ვიტყვი
სიცილით ვარ ავად.
2 comments:
ra magariaaaa :)))
shen gchuqni :) chven xo sicilit vart avad :*
Post a Comment